ვლადიმერ სოლოვიოვი (რუს.: Владимир Сергеевич Соловьёв; დ. 16 იანვარი, 1853 - გ. 1900) — რუსი ფილოსოფოსი, პოეტი, ლიტერატურათმცოდე; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის XIX საუკუნის ბოლოს რუსული ფილოსოფიის განვითარებაში.
დაიბადა მოსკოვში რუსი ისტორიკოსი სერგეი სოლოვიოვის ოჯახში. დედამისი, პოლიქსენა ვლადიმიროვნა, წარმოშობით უკრაინელ-პოლონელი იყო, ჰრიჰორი სკოვოროდას შთამომავალი. ყმაწვილკაცობაში სოლოვიოვმა მართლმადიდებლური (ორთოდოქსული) ქრისტიანობა უარყო და ნიჰილისტი გახდა, თუმცა მოგვიანებით ის ისევ უბრუნდება (ნაწილობრივ მაინც) რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. სოლოვიოვი ასევე თედორე დოსტოევსკის ახლო მეგობარი იყო. მიუხედავად დოსტოევსკის შეხედულებისა რომაული კათოლიკური ეკლესიის შესახებ, სოლოვიოვი გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე კათოლიკე გახდა, თუმცა საკუთარი განცხადებით მას რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისადმი რწმენა არასდროს დაუკარგავს.
|