♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 12 » ვლადიმერ მაიაკოვსკი
10:29 AM
ვლადიმერ მაიაკოვსკი


ვლადიმერ მაიაკოვსკი დაიბადა საქართველოში, სოფელ ბაღდათში (ამჟ. ბაღდათის რაიონი), ვლადიმერ კონსტანინეს ძე მაიაკოვსკის (1857-1906) ოჯახში, რომელიც 1889 წლიდან ბაღდათის სატყეო მეურნეობაში მუშაობდა. პოეტის დედა, ალექსანდრა ალექსეევნა (1867-1954) წარმოშობით კაზაკი იყო. 1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მაიაკოვსკი თავის დებთან ერთად დედამ მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად და სწავლაც იქვე განაგრძო. 1908 წელს გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო.

1908 წელს შევიდა რუსეთის სოცილ-დემოკრატიულ მუშათა პარიაში და სამჯერ იქნა დაპატიმრებული. 1909 წელს, ციხეში ყოფნისას ლექსების წერა დაიწყო. 1911 წელს მოეწყო მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში. ამ პერიოდში გაიცნო დავიდ ბურლიუკი და დაუახლოვდა კუბოფუტურისტების პოეტურ წრეს. პირველი მისი გამოქვეყნებული ლექსი, "ღამე" (1912), შევიდა ფუტურისტულ კრებულში "სილის გაწვნა საზოგადოებრივ გემოვნებას". 1913 წელს წერს და დგამს ტრაგედიას "ვლადიმერ მაიაკოვსკი", რომელშიც თავადვე ასრულებს მთავარ როლს.

1914 - 1915 წლებში მუშაობს პოემაზე "შარვლიან ღრუბელს", რომელიც ფუტურიზმის ერთგვარ მანიფესტადაა მიჩნეული.

1915 წელს დაწერილი "ფლეიტა-ხერხემალი", მაიაკოვსკის ლირიზმის მწვერვალად ითვება და ეძღვნება პოეტის საყვარელ ქალს, ლილი ბრიკს (ელზა ტრიოლეს და), რომელიც, მისდა საუბედუროდ, მისივე გამომცემლის, ოსიპ ბრიკის მეუღლე იყო.

ვლადიმერ მაიაკოვსკი და ლილია ბრიკი

ამავე პერიოდში იქმნება ომის საწინააღმდეგო ლირიკა: "დედა და გერმანელების მიერ მოკლული საღამო", "მე და ნაპოლეონი", პოემა "ომი და მშვიდობა". სატირული ნაწარმოებები: "ჰიმნების" ციკლი.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იგი თავის ტალანტს ხელისუფლების სამსახურში აყენებს, წერს პოემას, "ლენინი", 1918 წელს იდგმება "მისტერია-ბუფი", რომელიც ეძღვნება რევოლუციის წლისთავს.

მაიაკოვსკი იყო მემარცხენე მხატვრების გაერთიანებების ლიდერი.
1918 - 1919 წლებში პეტროგრადიდან გადადი მოსკოვში, წერს პოემას "150 000 000", რომელშიც განავითარებს მსოფლიო რევოლუციის თემას.

1923 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი "ლიფი" Леф (Левый фронт, მარცხენა ფრონტი) და იმავე სახელწოდების ჟურნალი. 1927-28 წლებში გამოიცა ჟურნალი "ნოვი ლეფი" (რუს. "Новый леф"), რომლის 24 ნომერი გამოვიდა. 1928 წელს მაიაკოვსკი იმედგაცრუებული ტოვებს ორგანიზაციას და ჟურნალს.

1930 წლის 14 აპრილს, დილის 10:15 საათზე, მოსკოვში, საკუთარ ბინაში მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა რევოლვერით. ეს ყოველივე თვითმკველობას ჰგავდა, თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც.

ვლადიმერ მაიაკოვსკი დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე...

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1355 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-11-24, 4:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024