♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » ვიქტორ გაბესკირია
12:06 PM
ვიქტორ გაბესკირია


ვიქტორ იპატის ძე გაბესკირია (დ. 29 იანვარი/11 თებერვალი, 1903, ფოთი ― გ. 27 აგვისტო, 1964, თბილისი), ქართველი პოეტი და დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1927). მისი პირველი ლექსები 1922 გამოქვეყნდა გაზეთ "ბახტრიონში", ლექსთა პირველი კრებული გამოიცა 1929 წელს. გაბესკირია რედაქტორობდა ფოთის გაზეთ "პონტოსს" (1922), შემდეგ ბათუმის ჟურნალ "ისპირს" (1924). მუშაობდა გაზეთების "წითელარმიელის", "კომუნისტისა" და "მუშის" რედაქციებში. გაბესკირიას ლექსთა მომდევნო კრებულში (1939) შეპირისპირებულია ძველი და ახალი საქართველო, ხოლო 1949-ის კრებულის ძირითადი თემაა დიდი სამამულო ომი. "ერთტომეულში" (1955) ლირიკული ლექსების გარდა შევიდა პოემები "ქეთევან წამებული", "შემთხვევა პიონერთა ბანაკში", "ნონია მესხი" და თარგმანები(ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ნ. ნეკრასოვი, ა. მიცკევიჩი, ლესია უკრაინკა და სხვა).

ქართულ სცენაზე წლების განმავლობაში იდგმებოდა გაბესკირიას პიესები "ლაქაშებს შორის" (1929), "მათი ამბავი" (1938), "მარტოხელა" (1948-1949), "უფსკრულთან" (1953-1954), "გურიის მთები დაუთოვია" (1958), "შრიალებენ ვერხვები" (1960) და სხვა.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1145 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 7:09 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024