♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » ვერ გამოვდივარ იმ წარსულიდან
12:22 PM
ვერ გამოვდივარ იმ წარსულიდან


ვერ გამოვდივარ იმ წარსულიდან!
სასაცილოა, მაგრამ ახლა ჩემი წარსული
ჰგავს აფეთქებულ იასამნის მოტეხილ რტოებს
და წვიმას_ ბრძენს და ცაში საწყლად გამოკიდებულს.
სასაცილოა, მაგრამ ახლა წვიმაც მაღელვებს,
რომელიც, თუმცა ბრძენი არის, მაგრამ საწყალი.
ვარ დაფოთლილი აუხსნელი კითხვის ნიშნებით
და მდაღავს შენი ძველისძველი ხმის მცხუნვარება
და წრეში, სადაც წლების უკან რიალებდნენ
ჩვენი ჩრდილები,
მეშინია, საწყალ წვიმას არ ჩაეძინოს.
სასაცილოა, მაგრამ ვიცი, ჩემი წარსული
ნისლში ბოგინობს და ბავშვობას ეხვევა ყელზე
და, მეშინია, სიყვარული არ მაპოვნინოს
ნისლმა, რომელსაც სახელიც კი ვერ შევურჩიე.
_მე აუხსნელი სიყვარული მაპურებს დღესაც,
რომელიც ჩემზე დიდია და ჩემზე ნათელი.
შემომაბრუნებთ? ვიმარტოვებ სიყვარულისთვის
რომ ცხოვრებაში ყოფის მტვერმა არ გამითელოს
ამოხეთქილი ენძელების სადა ზმანება
(ჩემი ბალღური აღტაცების დიდი ნიშანი),
ხვალ, ალბათ, ხმაში მონატრება შემეპარება
და გამიზნულად დავარიგებ ფერად ნიჟარებს
(რომელთაც ერთხელ გამიმჟღავნეს საიდუმლონი),
მე კი, რა მშვიდად მეგონა რომ სურვილს ვტოვებდი...
სასაცილოა, შეიყვარო ქალი-პოეტი,
სასაცილოა და რისკია უმისამართო.
ვიცი, გავგიჟდი, ახლა ძველი როკვა გამართობს
და წარსულიდან გამოვიხმობ ფერად კლავიშებს,
გესმის? შეშლილი წვიმა მართავს ღამის მარათონს,
საწყალი წვიმა... საპატიო სტუმრად მპატიჟებს.
სისულელეა, მაგრამ მართლა მპატიჟებს წვიმა.
ჩემი წარსული, როგორც თეთრი იასამანი
ჰგავს სიცოცხლიდან გამოპარულ მარადისობას.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 974 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 4:05 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024