♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 17 » უსიტყვო ცრემლი
1:39 PM
უსიტყვო ცრემლი


ისევ მოღრუბლული ამინდი იყო. ისევ ჩუმად ქროდა შემოდგომის ცივი ქარი, ისევ სულს აშფოთებდა ჩამოცვენილი ფოთლების უსულო სუნთქვა და ისევ შენ თავს მახსენებდა ცის ცივი ცრემლები. განსხვავება მხოლოდ ერთი იყო, ადგილი, სადაც მაშინ ვიყავით და სადაც ეხლა მე არ ვარ. ხო სიყვარულო მე იქ აღარ ვარ, მომწყვიტეს და მომაშორეს ჩვენ საყვარელ ადგილს, ადგილს სადაც შენ და მე პირველად შევხვდით ერთმანეთს, სადაც პირველად მაკოცე და ადგილს სადაც მე და შენ ჩვენი შვილები უნდა გაგვეზარდა.
არა, მე არ წამოვსულვარ იქიდან, მერჩივნა მეც იქ მოვმკვდარიყავი მაგრამ ღმერთმა სხვაგვარად ინება. აღარ ვარ მე ჩვენი ზღვის სანაპიროზე, ვეღარ ვუყურებ შენთან ერთად მზის ჩასვას ზღვაში, ვერ ვხედავ მოსიყვარულე ზღვის ფრინველებს, მხიარულ დელფინებს და ნისლში დალანდული გემის აფრებს.
ყველაფერი ხო ჯადოსნური გემით დაიწყო. ჩვენთან ულამაზესი, მეჩვიდმეტე საუკუნის სტილში, ხით ნაგები გემი შემოვიდა პორტში. სანახავად ბევრი ხალხი იყო მისული, ყველას უნდოდა ამ აფრებით დამშვენებული სილამაზის ნახვა, სილამაზის რომელიც ჩვენ საუკუნეში რკინამ დაჩაგრა და განდევნა. მხოლოდ მე და შენ მივედით საღამოს, მზის ჩასვლისას, მაშინ როცა უკვე თითქმის აღარავინ არ იყო და ნაპირზე მდგარი თითო-ოროლა კაციც წასასვლელად ემზადებოდა.
მშვენიერი იყო ,,სიყვარული’’. ხო ასე ერქვა იმ გემს, გემს რომელიც იდგა და თითქოს სასიყვარულო ფრაზა უნდა წარმოეთქვა. მაგრამ არა ! ეს უსიტყვო ,,სიყვარული’’ იყო. მართლა სიყვარულს გავდა მზის ჩასვლისას, მეწამულ ტალღებზე მოვლილი გემი - საოცრება. ვიდექით ნაპირზე მე და შენ და ვუყურებდით. თითქოს სიყვარულით დაფრინავდა, თითქოს ჰაერში იყო გემი გაჩერებული. ვერც ერთი თვალს ვერ ვწყვეტდით ,,სიყვარულს’’. ალბათ იმიტომაც რომ ორივეს დიდი სურვილი გვქონდა ამ გემის სიყვარულის, ლამაზის და დიადის, ერთადერთის და ჭეშმარიტის, სიყვარულის რომელიც იქნება მოსიარულე და მფრინავი ერთდროულად.
მერე კი თვალებმა თავისით იპოვეს ერთმანეთი. თვალებმა კი ჩვენ შეგვახვედრეს. ჩვენ უკვე ერთად ვიდექით და ვუყურებდით ,,სიყვარულს’’ , ვუყურებდით და ჩვენ ჩვენ ოცნებებში ვიძირებოდით. გვიანღა მივხვდით დაბნელებას და მეც უსიტყვოდ გაგაცილე სახლამდე. უსიტყვოდვე დაგშორდი.
მეორე დღეს ისევ ერთად ვიდექით და ერთად ვუყურებდით ,,სიყვარულს’’. ისევ უსიტყვოდ და უხმოდ. ან რა საჭირო იყო სიტყვები, როცა ყველაფერი ისედაც ნათელი და ლამაზი იყო. ჩვენ წინ დიდი ,,სიყვარული’’ იდგა და ჩვენ ოცნებებს აკავშირებდა, ადუღაბებდა და სხვა, მეორე სიყვარლს წარმოქმნიდა, სიყვარულს რომელიც სულიერი იყო.
აღარც მახსოვს რამდენმა დღემ გაიარა. ჩვენ ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს ჩვენ ,,სიყვარულთან’’ და საათობით ვიძირებოდით სიყვარულის წმინდა მორევში. ბოლო დღე იყო. გემი ქალაქიდან მიდიოდა. ჩვენ ისვე ადგილზე ვიყავით, ისევ ერთად ოღონდ არა უხმოდ. ჩვენ ვტიროდით. ხო ჩვენ გვატირებდა სიყვარულის დაკარგვა, წასვლა, გაფრენა თუ გაცურვა. მაგრამ ჩვენ უკვე ჩვენი სიყვარულიც გვატირებდა, რადგან გვიხაროდა მისი მოფრენა, მოცურვა თუ მოსვლა. სიყვარულის რომელიც იყო უხმო და უსიტყვო, მაგრამ ამავე დროს წრფელი და უტყუარი.
ჩვენ კვლავ ვხვდებოდით ყოველდღე ერთმანეთს იმავე ადგილას და ჩახუტებულები კვლავ გავცქეროდით ზღვაში ჩახატული მზის სხივებს, დახატულ სიყვარულს - ჩვენ ორის სიყვარულს. ვოცნებობდით მომავალზე და უთქმელად გვესმოდა ერთმანეთის. ჩვენთვის კვლავ პორტში იდგა სიყვარული, რადგან ასე გვინდოდა. ნეტავ ოდესმე მართლა იყო შემოსული ჩვენ პორტში ეს დიდებული იქლქნიანი ,, სიყვარული’’? ტუ ყველაფერი მხოლოდ ჩვენ წარმოსახვაში ოყო?
იკვე ქალაქის ქუჩებშიც ვსეირნობდით მე და შენ ან შენ და მე. ეს სულერთი იყო იმიტომ რომ ჩვენ ერთნი ვიყავით, ჩახუტებულები და უსიტყვოები. ხალხიც უსიტყვოდ გებულობდა ჩვენ უსიტყვო სიყვარულს. ყველა გვიღიმოდა და გვეფერებოდა, გვეალერსებოდა და გვიფრთხილდებოდა, ოღონდ უსიტყვოდ. თითქოს ყველას ეშინოდა ჩვენი სიყვარულის დაკარგვის და ყველა ჩუმად იყო. ქუჩებში მხოლოდ ღიმილი სუფევდა, ღიმილი რომელიც გვასაზრდოებდა. უჩუმარი და მომაჯადოებელი, მომნუსხველი და საოცარი, ლამაზი და ამაყი იყო ქალაქი. ქალაქი სილამაზის, ქალაქი ოცნებების და რაც მთავარია უსიტყვო სიყვარულის ქალაქი.
ყველაფერი ლამაზად გრძელდებოდა. დრო გადიოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა, ვერც შემოდგომა და ვერც ზამთარი ვერ არღვევდნენ ამ უკვდავებას. თითქოს დროც კი გაჩერდა და დაემორჩილა უსიტყვო სიყვარულს, წარმოშობის ოცნებებში. მხოლოდ გული იყო მოუსვენრად, ეჭვიანობდა და არ სჯეროდა დროში უსასრულო ბედნიერების, სიყვარულის.........
და მართალიც იყო. ის რასაც ბუნებაც კი დამორჩილდა, ადამიანებმა დაარღვიეს, გააცამტვერეს, გაანადგურეს და თავიანთი სიყვარულიც გაანადგურეს. ხო სიყვარულო, ჩვენთან ომი დაიწყო. არა!!! ეს არ ყოფილა ჩუმი და უხმო ომი. ეს იყო საშინელი, ხმაურითა და აურზაურით, აფეთქებებითა და სროლებით, გინებითა და ყვირილით და რაც მთავარია სიძულვილით დატვირთული და გაჟღენთილი ომი. ომი რომელსაც ამ ეყოლებოდა გამარჯვებული, იმიტომ რომ ამ ომში პირველივე გასროლისას მოკლეს..... სიყვარული. თუმცა შიეძლება ის მანამდეც მკვდარი იყო.
ჩვენ? ჩვენი სიყვარული გრძელდებოდა. ის კვლავ უხმო იყო, მაგრამ აღარსად ჩანდა ჩვენი გემი და მისი აფრები. ხო აფრებიანი ,,სიყვარულის’’ ადგილი რაკეტიანმა კატარღებმა დაიკავეს. ჩვენ ვეღარ ვსეირნობდით, აღარავის სურდა სიყვარულის დანახვა. ყველა აგრესიას მოეცვა. თითქოს დაიღალა ყველა ამდენი სიყვარულით და ეხლა განტვირთვას ახდენსო სიძულვილით. თითქოს მობეზრდათ ღიმილი და ცრემლები მოუნდათ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი სიყვარულის დანახვა აღარ უნდოდათ. და ვიჯექით სახლში. მე, შენ და ჩვენი უხმო მაგრამ აფრებ შელახული ,,სიყვარული’’.
ქალაქში კვლავ ომი იყო. კვლავ კლავდა ყოფილი სიძე ცოლისძმას, და ძმა ძმას. კვლავ გაურბოდა ყველა სიჩუმედ და ყველა ხმაურობდა, ზოგი ტიროდა, ზოგი ხარხარებდა, ზოგი ისროდა, ზოგიც უბრალოდ ყვიროდა რათა სიჩუმე დაეღვია. ვეღარც ჩვენ ვძლებდით ოთახში. ხო ვერ ვძლებდით რადგან ვერ ეტეოდა ერთ ოთახში სიყვარული. გაჭრას ლამობდა გარეთ და ქუჩებში დაქცევას, სისხლის გუბეების გაწმენდას და ხალხის ჩახუტებას. კვლავ შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს და. . .
კვლავ უხმოდ გადაწყვიტეს თვალებმა. აი მე და შენ ისევ ერთად ვართ, ოღონდ არა ოთახში, არამედ ტყვიების ზუზუნით მოცულ ჩვენი ქალაქის ქუჩებში. კვლავ ვეხუტებით ერთმანეთს და ვსეირნობთ. ვსეირნობთ და ვნატრულობთ უხმო, უსიტყვო, უხმაურო და მომღიმარ სიყვარულს. მაგრამ არსად ჩანს. მხოლოდ ჩვენ ვართ ჩუმად, უხმოდ ისევ ისე როგორც ძველ დროს, მხოლოდ ერთი განსხვავებით - ჩვენ თვალებზე ცრემლი კიაფობს, ციმციმებს და მოედინება. ხო ჩვენ უკვე ვტირით. მაგრამ ეს არაა სიყვარულის ცრემლები, არც გემს ეკუთვნის ჩვენი ცრემლი. ჩვენ ხალხზე ვტირით, ყველაზე ვინც ამ ომში იბრძვის. ჩვენ დავტირით ქუჩაში დაქცეული სისხლის თითოეულ სიყვარულით გაჯერებულ წითელ წვეთს, რომლის სილამაზეც ვერ აითვისა ხალხმა.
მერე კი. მერე დასასრული იწყება. უცბად ჩვენ ჩავიკეცეთ, მუხლები მოგვეკვეთა, ზურგი გაგვიზურდა და გრძნობა დავკარგეთ, მაგრამ მანამდე ხმამაღლა დავიგმინეთ. დავიგმინეთ ისე რომ ყველაფერი გაშეშდა, გაიყნა, გაჩერდა და გაჩუმდა. მერე კი ისევ ჩახუტებულები დავეცით ჩვენი ქალაქის პორტში. იქ სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ვუყურებდით სიყვარულის ცისფერ იალქნებს, იქ სადაც დაიბადა ჩვენი უსიტყვო სიყვარული.
უცებ ყველაფერი დაწყნარდა, გაჩუმდა და გაიყინა. ყველაფერი დასრულდა. ქალაქში ტყვიამ უკანასკნელი სიყვარული შეიწირა. მორჩა აღარავინ აღარ ისროდა მეტს, არც ყვიროდა და არც გმინავდა. ან რაღა ჰქონდათ საომი, გასაყოფი ან საყვირი? ქალაქში კვლავ სიჩუმე გამეფდა. მხოლოდ უსიტყვო ცრემლებს თუ შეამჩნევდით. ისიც ძირს მიმოფანტულ გვამებზე. თითქოს სიკვდილის მერე ნანობდნენ ყველაფერს . ცოცხლებს კი სახეზე ვერაფერს შეამჩნევდი, გარდა უსიტყვო და უმოქმედო სიძულვილისა.
გონზე რომ მოვედი, თავი სხვა ქალაქში ამოვყავი, ასობით კოლიმეტრში ჩვენიქ ქალაქიდან. ქალაქში რომელმაც აგრეთვე დაკარგა სიყვარული, მაგრამ მალევე იპოვა და დააფასა. ვეღარ დავდივარ ჩვენ ადგილას და ვეღარ ვხედავ იალქნიან ,,სიყვარულს’’. თუმცა არც მინდა და იქ რომც ვიყო ვერც დავინახავ მას შენს გარეშე. ხშირად როცა ისევ მომაწვება უსიტყვო ცრემლები ვებღაუჭები იმედს რომ იმ ქვეყნად კვლავ გვეღირსება მე და შენ ჩვენი სიყვარული. იმედია ჩვენ ქალაქსაც დაუბრუნდება სიყვარული, თუმცა ეს ჩვენ გარეშე მოხდება . . . . . . .




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1088 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:22 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 56
სტუმარი: 56
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024