♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 17 » უკაცრავად
5:26 PM
უკაცრავად


უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე...
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ...
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ, ქალბატონო...
რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი...
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს...
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ, ქალბატონო...
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო...
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს...
ახლა მაინც მომისმინეთ, ქალბატონო...
მაგ სიმტკიცით თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ, რა სარგებელს ელით ბოლოს?
მენანებით ლოდინით და დარდით დაგლილს,
სიბერეც რომ შეგპარვიათ, ქალბატონო...
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმახვედრეთ, არ დამზოგოთ...
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავეთ...
სინანულიც გვიანია, ქალბატონო...
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ზოგი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს...
არ მოგწყინდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ, ქალბატონო...
დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების...
ქადს მოგიხრით ამ წუთებს სამახსოვროთ...
გახსოვთ, მაშინ თვალს რომ ვეღარ გაცილებდით?
ახალა კიდევ...რა გატირებთ, ქალბატონო...
თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ...
დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო?
მომიტევეთ, ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ, ქალბატონო...
 მთავარ გვერდზე დაბრუნება 
კაცი? კაცი ოხე

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1286 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 9:57 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 25
სტუმარი: 25
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024