ალბათ მისთვის, რომ არ აცრემლდეს ქვრივის თვალები, მარტოობაში მცხოვრებს თავი არ გეცოდება, მაგრამ თუ მოკვდი, მთელ ქვეყანას შეებრალები და უნაყოფო ქვრივის მსგავსად შექმნის გოდებას.
იგი იქნება შენი ქვრივი და დაიტირებს შენი მსგავსების უყოლობას - შენს უშვილობას, სხვა ქვრივები კი ქმრის სახებად ჩასთვლიან შვილებს და ამ ნუგეშით იშუშებენ თავის ჭრილობას,
ბედოვლათისგან გაფლანგული მაინც დარჩება მას ადგილს უცვლის ეს სოფელი - მისი მკრეფელი, სილამაზე კი უსარგებლოდ დაიხარჯება, თუ უხმარობით სპობს მას მისი მომხმარებელი.
და ვინც უმზადებს თავს ამ სირცხვილს მომაკვდინებელს, ის განა სხვათა სიყვარულს და ტრფიალს ინებებს?
|