♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 30 » უილიამ შექსპირი(სონეტი 63)
10:42 AM
უილიამ შექსპირი(სონეტი 63)

როცა ჩემს მიჯნურს ჟამი აქცევს ჩემებრ ბეჩავად,
როცა ბუნება შეიწირავს სატრფოს მშვენებას,
როდესაც სისხლი დაშრება და მისი მზე ჩავა,
სახედაღარულს ვეღარავინ მიეშველება.

ღამის უფსკრულში მისი დილა გადიჩეხება,
გვირგვინს წაართმევს, სილამაზის მეფეს განგება,
მშვენიერება ვერ გაუძლებს ჟამის შეხებას
და გაზაფხული უგზო-უკვლოდ გადიკარგება.

მე იმ დღესათვის აქედანვე ვიწყებ მზადებას
და ვიცი, დროის ბასრი ცელი სატრფოს არ ავნებს,
სიკვდილის მერეც გადარჩება მისი ხატება,
მე თუ ახლავე ავუშენებ ციხე-გალავნებს.

შავი სტრიქონი შეინახავს სატრფოს დიდებას,
ჩემი ლექსიდან ის მზესავით ამობრწყინდება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1116 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:49 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024