სონეტი 6 არ მიეკაროს მკაცრი ზამთრის მსახვრალი ხელი შენს მწავანე ზაფხულს, ვიდრე სრულად დაიწურები, ფიალის ძირში სილამაზე ჩადგება მთელი და მისი განძი არ გაქრება მაინც სრულებით.
ეს სიხარული განა მართლა აკრძალულია, ადამიანი უკან იღებს თავნს და მოგებას, შენს მიერ ერთხელ გაცემულში შენივ სულია და ერთის ნაცვლად ჰპოვებ ათას განმეორებას.
და ათჯერ უფრო ბედნიერი იცხოვრებ ათჯერ, ათჯერ იხილავს ჟამთა სრბოლა ერთის მრავლობას, რათა დამარცხდეს თვით სიკვდილი და აღარ აჩნდეს ნიშანი მისი შენს შვილსა და შთამომავლობას.
უძლეველ სიკვდილს შეუპოვრად უნდა შეება, თორემ მატლები დაგესევა მემკვიდრეებად.
|