♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 9 » უილიამ შექსპირი(სონეტი 5)
4:57 PM
უილიამ შექსპირი(სონეტი 5)

სონეტი 5

ჟამი საოცარ სილამაზეს ამეფებს ირგვლივ,
სანახაობას მოელვარეს შეუქმნის თვალებს,
მაგრამ იმავე სილამაზეს ჩამოხსნის გვირგვინს
და წარმტაც სურათს გაიტაცებს თვითონვე მალე.

დაუღალავად სდევნის დიდი გაბოროტებით
ზაფხულის დღეებს, რომ ზამთარში მოუღოს ბოლო,
გაყინა წვენი, ხეს დაჰკრიფა მწვანე ფოთლები,
შიშველი მიწა თეთრი ზეწრით დახურა მხოლოდ.

ზაფხულის ნაშთი, ჩაკეტილი შუშაში მაგრად, _
სურნელოვანი ყვავილების წვენი თხიერი _
გვაგონებს მხოლოდ, რომ ზაფხული, რომელიც გაქრა,
ფლობდა ქვეყანას და მშვენება იყო ძLლიერი.

რომ გამოხდილი ყვავილები დაჭკნენ სრულიად,
მაგრამ ზაფხულის სული მათში შენახულია.


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1158 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024