♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 25 » უილიამ შექსპირი(სონეტი 47)
8:12 PM
უილიამ შექსპირი(სონეტი 47)

ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში აღარ აქვთ მტრობა,
დამეგობრდნენ და ძველი შუღლი არ აგონდებათ,
ხან თვალებს უნდათ მაგ უებრო მშვენებით თრობა,
ხან გული იწყებს უშენობით ოხვრა-გოდებას,

და თუკი თვალებს წარმოუდგა შენი ხატება,
გულიც ესწრება ამ სანატრელ წუთებს მზიანებს,
თუ სიყვარულით თვითონ გული გეღაღადება,
ამ ნეტარებას გული თვალებს გაუზიარებს.

ხან თვალით გიმზერ, ხან კი გულით: რატომ გეძიო,
გინდ შორს წახვიდე, მაინც ჩემთან რჩები მარადჟამს;
საით გამასწრებ, რომ ოცნებით ვერ დაგეწიო,
ჩემი ოცნება ხომ მარადის გიდგას დარაჯად.

როცა ვიძინებ,შენი სახე თვალთ მეხატება,
გულსაც აღვიძებს ღამით შენი გამოცხადება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1217 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024