ის რომ შენია, ეს მე ახლა ნაკლებ მაღონებს, თუმც გაგიტყდები, მისი ტრფობა მწვავდა თავიდან, შენ რომ მისი ხარ, ეს ვარამი მაცლის ძალ-ღონეს, რადგანაც ვიცი, უშენობას ვერ გადავიტან.
მაგრამ ორივეს გამართლებას მაინც მოვნახავ: ის შეიყვარე, რადგან იცი, მეც ის მიყვარდა, მან შეგიყვარა რადგან ჩემი გრძნობის მონა ხარ, და მანაც ტრფობა ორგულობით გადამიხადა.
მე თუ დაგკარგე,შ ენ ხომ ჩემმა სატრფომ მოგძებნა, ის თუ დავკარგე, ამითი ხომ სატრფო შეგძინე და, რადგან გახდით ერთმანეთის გულის ოცნება, მიჯნურობაში უკვე არც ერთს არ შეგეცილეთ.
მაგრამ მე და შენ ხომ ერთი ვართ, არ გავყოფილვართ, მაშ, მისი სატრფო, მეგობარო, კვლავ მე ვყოფილვარ.
|