♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » უილიამ შექსპირი(სონეტი 29)
11:49 AM
უილიამ შექსპირი(სონეტი 29)

როცა მღალატობს საწუთრო და ბედი მზაკვარი,
როცა დავტირი განდეგილი ამ სიმარტოვეს,
როცა ვხედავ, რომ აირია ჩემი გზა-კვალი,
ცას შევჩივი, რომ ვარსკვლავებმა ასე დამტოვეს,

იმედით სავსე ადამიანს შურით შევყურებ,
გული მწყდება, რომ უმეგობროდ ვარ გაძარცული,
ხელოვნებაში ვეხარბები სხვის ნაფეხურებს,
ზოგის აწმყო მაქვს სანატრელი,ზოგის წარსული,

მაშინ, ძვირფასო, შენი სახე მომაგონდება
და, გალანძღულებს, უბადრუკი ფიქრის შემრცხვება,
საგალობელად გადიქცევა ჩემი გოდება.
და ოცნებები ფრთას გაშლიან ცაში მერცხლებად.

ასე ფიქრებში შენი სახე თუ შემეფეთა,
რა ბედენაა მაშინ ჩემთვის განძი მეფეთა.
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1308 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:38 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 62
სტუმარი: 62
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024