ესაა ბედი ახალბედა მსახიობისაც - მღელვარებისგან თავის როლის გადავიწყება, განრისხებული, აღშფოთებით დაღლილობისას ხმას ვერ გაიღებ, სანამ სული არ ჩაგიცხრება.
მეც ასე ვდუმვარ, როცა გიმზერ, ჩემო საუნჯევ, ვერ მოვახერხე შენთვის ჩემი გრძნობის ჩვენება, მოზღვავებული სიყვარული ისე მამუნჯებს, რომ სიყვარული, ალბათ, არც კი დამეჯერება.
დე, ლექსმა გითხრას, რომ ტრფიალის ცეცხლი მედება, მუნჯმა სიტყვებმა, უკვე ჩემგან გამიჯნულებმა, თუ სიყვარულით დამილოცავ შემოქმედებას, ის მოგიყვება ჩემი სულის გამიჯნურებას.
თუკი ისწავლი ჩემი მუნჯი სიტყვის წაკითხვას, მაშინ თვალებით გაიგონებ, სატრფომ რაც გითხრა.
|