სონეტი 2 როცა ორმოცი ზამთრის სუსხი შენს ლამაზ სახეს ზედ გავლებული ნაკვალევით მტკიცედ დაღარავს, და სიჭაბუკის შესამოსელს ძონძებად დახევს – ვინღა შეხედავს შენს ძველმანებს და შენს ჭაღარას?
და თუ გკითხავენ: "სად გაქარაო შენი მშვენება, რატომ ვერ ვხედავთ შენს ბედნიერ დღეთა საუნჯეს?" შენ მოგიხდება ღრმად ჩაცვენილ თვალთა ჩვენება, სირცხვილი შთანთქავს შენს დიდებას და დაამუნჯებს.
რა ღირსეული იქნებოდა პასუხი შენი, თუკი გეთქმოდა - "აი, ჩემი ლამაზი ბავშვი, მან გამიმართლა დაღვრემილი სიბერის დღენი, ჩემი მშვენებაც განახლებას პოულობას მასში".
მაშ განიახლე მემკვიდრეში სიცოცხლის ძალა, გაცივებული შენი სისხლი გაათბე კვალად.
|