♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » უილიამ შექსპირი(სონეტი 16)
12:44 PM
უილიამ შექსპირი(სონეტი 16)


რად არ გწადია, შეებრძლო სისხლიან ტირანს,
ჟამთასრბოლაში მეუფებით თავს რომ იწონებს?
იქნებ გგონია, მარადიულს მოგიჩენს ბინას
და ამ ლექსივით ხელს მოწყალედ გამოგიწოდებს?

იქნებ გწადია, სიჭაბუკის შეგრჩეს სიმდიდრე,
იქნებ იმ ბაღში შესვლის ფიქრიც არ გეკარება,
რაიც მომავლით მოგიმრავლებს საგანძურს, ვიდრე
მოსპობს შენს კალმითნახატობას ცრუ ნეტარება.

ვიდრე დრო-ჟამით ნაქანდაკარ სიკვდილს ვეწევით,
ვიდრემდე ებრძვის მის საჭრეთელს ჩემი კალამი,
ადამის შვილთა მოდგმის წიაღ მადლის შეწევნით
გზა გაიკვალე სიცოცხლისკენ გასაკვალავი.

სხვას უწილადე, რაც გაქვს კარგი ამ გზა-სავალში
და შენც იცოცხლებ შენს მშვენიერ შთამომავალში!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1078 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:17 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024