♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » უილიამ შექსპირი(სონეტი 14)
2:59 PM
უილიამ შექსპირი(სონეტი 14)


სამყაროს ბედი ვარსკვლავებით ვერ შევიცანი,
და მაინც ვფიქრობ, მეც ვარ ერთი ვარსკვლავთმრიცხველი,
თუმცა ვერ ვიტყვი, მზე გველის თუ კუბოს ფიცარი,
ჭირი გაჩნდა თუ დადგება გვალვა ფიცხელი.

ხვალის ამინდის გამომცნობიც ვეღარ გავხდები,
არ ვიცი, რისი დღე დადგება, წვიმის თუ სეტყვის,
არ ვიცი, როდის დაემხობა მეფეთ ტახტები,
ვიცი, რომ ზეცა მომავალზე ვერაფერს მეტყვის.

მაგრამ მაგ თვალთა ვარსკვლავების კითხვა მინდება,
ვისწავლე კიდეც შიგ ფარული აზრის გარჩევა:
არ დაშორდება სილამაზე ჭეშმარიტებას,
სიკვდილის შემდეგ თუ სანაცვლოდ მოდგმა დაგრჩება.

თორემ იცოდე, შენი გრძელი დღე დამოკლდება,
ჭეშმარიტებაც სილამაზის გვერდით მოკვდება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1084 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 3:26 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024