ენ ისევ ის ხარ, ვინც საკუთარ თავს არ იცოდებს, ისევ გგონია, რომ არ გერჩის დროის დინება. მაგრამ თუ ნებით არ გადასცემ ვინმეს სიცოცხლეს, გამომძალველად თვით სიკვდილი მოგევლინება.
ბუნება მოკვდავს მთელ სიკეთეს სესხად აძლევს და მისგან სარგებლის მოლოდინით ჭკუას არიგებს, რომ ეს სიკვდილიც ვერასოდეს ვერვის დაძლევდა, კაცი სიკეთეს შვილებში თუ ჩამოარიგებს.
განა დაანგრევს ვინმე მკვიდრად ნაშენებ სახლ-კარს? მის ასაგებად განა ფუჭი იყო წვალება? მას ხომ ზამთარი დიდ ყინვაში ფრთასაც ვერ დაჰკრავს, მას ხომ არავინ დააბედა გარდაცვალება...
შენც გონს მოუხმე, სანამ სრულად არ დაინისლა - შენ გყავდა მამა და შენც მამა გახდი შვილისა.
|