ყველამ იცის რენესანსის პერიოდის დიდი რომანტიკოსი მწერალი - უილიამ შექსპირი. რომელიც არის ავტორი უამრავი ტრაგედიის, კომედიის და ტრაგი-კომედიის, მაგრამ ცოტამ თუ იცის შექსპირის სტილის უნიკალურობის შესახებ, რომელიც გამოიხატება მის უდიდეს ლექსიკურ მარაგში, ფილოსოფიური და მარადუკვდავი თემების ჩადებაში მის ძირითათ პიესებში და ტრაგედიებში.
66 სონატა.
ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება, რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება, რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს, რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ. რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს, რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა. ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
|