♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » უილიამ შექსპირი
8:35 PM
უილიამ შექსპირი


უილიამ შექსპირი (დ. 23 აპრილი, 1564 — გ. 23 აპრილი, 1616), ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.



თეატრის აზრი უწინარესად ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მისი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენები გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისას.
„ჰამლეტი"; უილიამ შექსპირი, ტრაგედიები, I ტომი; „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა", გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო"; თბილისი, 1980 წ.
სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის, ვინ არის სულელი.


უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას აგრე ხშირად რომ არ ახსენებდე.


ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ ასცდება გამათრახება.


კაცი რომ ჯოჯოხეთის მეკარე იყოს, მარტო გასაღების ტრიალი დააბერებდა.


არა- სულელი ის არის ვისაც სჯერა მორჩილება მგლისა, ალერსი ცხენის წიხლისა, ტრფიალება ბავშვისა და ფიცი უნამუსო დედაკაცისა.


გულქვა დიაცი სატანაზედ უარესია.


ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა.


ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით.


სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.


თუ ადამიანი, რომელიც გაძარცვეს, იღიმის, ესე იგი თავადაც მოპარა ქურდს რაღაც.


ყველა გიჟს თავისი ლოგიკა აქვს.


რა მძიმე ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა, როცა შენი საკუთარი არ გაგაჩნია.


სხვების რჩევებს დაუკვირდი, საკუთარ აზრებს გაუფრთხილდი.


უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი .


ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს.


ბედნიერი ვართ იმითი, რომ მეტისმეტად ბედნიერნი არა ვართ და ბედს მაღლა ქოჩრის წვერზე არ ვაზივართ.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1261 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:23 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024