♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 14 » თვალს ვეღარ ვუსწორებ ფრთადაჭრილ ოცნებებს
10:20 AM
თვალს ვეღარ ვუსწორებ ფრთადაჭრილ ოცნებებს


თვალს ვეღარ ვუსწორებ ფრთადაჭრილ ოცნებებს,
ვტორტმანებ, უსიტყვოდ მივყვები კალაპოტს,
ჩემი რომ არ არის, სხვებმა რომ გათხარეს,
არ ვიცი რა მინდა, საითკენ წავიდე,
ან რას ვეთაყვანო, ან რა გამახარებს..
და ჩემი ოცნება ირყევა ბურუსში
დარღვეულს სივრცეს გავს
ელამი ბავშვისას. და ვიცი, ვერასდროს დავიბრუნებ
იმ ხანას, რომელიც ღიმილში წავიდა.
მარტო ვარ, ბავშვების ხმაური მამშვიდებს..
ვიღაცას ვუყვარვარ.. მე მაინც მარტო ვარ..
მარტო ვარ, მცივა და ცხოვრება მაშინებს..
მე აღარ დავუცდი ოქროსფერ გარიჯრაჯს,
გამიგეთ, მე, ერთ დღეს ფიქრები დავკარგე
და განსჟის უნარიც ლეთაში დაინთქა..
გამიგეთ, გრძნობები გამებნა და ახლა
სიყვარულს დავეძებ, ლაბირინთს გავდივარ..
ყველაზე მრუდე და სასტიკი.. ის არის,
ვიცი, რომ განთიადს ვერასდროს ვიხილავ,
რადგან ერთადერთი, რაც მე გამახსენეს,
გადავიწყებული ტირილის ნიჭია,
.. და ჩავალ ჟურღმულში, მე რომ გამოვძერწე
და როგორც მოლუსკი, ჩუმად ავტირდები..
წლები გაივლის და წყლები გადაივლის,
მე კი უხმაურო სადაფად ვიქცევი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1045 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:53 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024