♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 4 » ცრემლნარევი სიყვარულის სიგიჟე
2:19 PM
ცრემლნარევი სიყვარულის სიგიჟე

ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა,
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი,
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე.
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები,
ეს მარტო მე კი არ მახვევია,
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება.
უმიზნო და ცივი,
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე,
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას.
რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ,
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა,
მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა.
პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი,
ჩემი ოცნება ბარბის სახლით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა.
არასოდეს მქონია ის რაც მინდოდა, მაგრამ
ვიყავი ჩუმათ,
ვთვლიდი, რომ ამ ცხოვრებაში არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა, სანამ ჩემით არ მივახწევდი რამეს,
გავიზარდე და დავპატარავდი,
საოცრად დავპატარავდი.
სიყვარულის ცრემლად ვიქეცი,
იმდენად დავპატარავდი.
მაგრამ ამ დაპატარავებულსაც არ მომეცა მშვიდად ყოფნის საშუალება,
ვოცნებობდი ლოყას შევშრობოდი,
არ ვყოფილიყავი იმის ფიქრში, თუ როდის მოიწმინდავდა ცრემლს მომტირალი.
სანამ ცრემლად გადავიქცეოდი,ბევრი ტკივილი ავიტანე.
თავადაც ძალიან ბევრჯერ ვიტირე.
ყველაფერი ასე დაიწყო:
გავჩდნი,
თვალებზე მეტყობოდა, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდა,
მუცლიდან ელვისებური სისწრაფით გამოვედი.
ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ღმერთმა რაღაც განსაკუთრებულისთვის გამაჩინა,
ხო და გავუჩენივარ განსაკუთრებულისთვის,
სიყვარულზე განსაკუთრებული არაფერი არ არსებობს.
მორიდებული ვიყავი,
ამიტომ არაფერი არასოდეს არ მხვდებოდა,
ვიყავი ჩუმი,
მომტირალი.
ერთი იყო კაი, რომ ყველასთან საოცრად თბილი ვიყავი,
ჩახუტებისთვის გაჩენილი.
ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ შემხვდა გზაზე,
ჩემს თვალებზე შეყვარებულმა ერთმა ადამიანმა ბავშვობაში მძიმე დამისვა,
რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი საკმაოდ ცუდად დაიხურა.
ნუ იქ რაც მოხდა მე ჩემ თავს დავაბრალე და საკუთარ თავს ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევდი.
წლებმა, რომ გაირა მივხვდი ცხოვრება უნდა გამეგრძლებინა რადგან ჯერ ბავშვი ვიყავი,
სულ რაღაც რვა წლის.
ჩემს უახლოეს ადამიანს საშინელი ალკოჰოლიზმი ჭირდა და ძალიან ხშირად მინახავს უგონოდ მყოფი,
თავს საშინლად ვგრძნობდი,
საჭირო ოთახში ვიკეტებოდი და ნუგეშს სარკიდან ველოდი, მაგრამ იქიდან მხოლოდ ჩემი მწვალე თვალები მიყურებდნენ.
ბავშვობაში მიღებულმა ნერვულმა სტრესებმა საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო,
ადრე გავიზარდე,
ჩემ თავში ჩავიკეტე და კარს არავის ვუღებდი.
მალე ახალ სკოლაში გადავედი ,
ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ვაბამდი და მეგობრებიც გავიჩინე,
ჩემს ცხოვრებაში ერთი ადამიანი გამოჩნდა,
მახსოვს იმ პერიოდში ძალიან შევიცვალე,
ხშირად ვტიროდი,
იშვიათად ვჭამდი,
სკოლაში არ დავდიოდი.
ექიმთან მისვლამ საერთოდ ყველაფერი არია,
ქალი ისე დაიბნა როდესაც წონასწორობა ვერ შევინარჩუნე ენა დაება.
ასე დაიწყო ჩემი უცნაური ცხოვრება.
მოგვიანებით, როდესაც წიგნები წავიკითხე და შევეცადე გავრკვეულიყავი რა მჭირდა ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი.
თორმეტი წლის,
ყურებამდე შეყვარებული და უცნაური ადამიანი.
დაავადებას სიყვარული ვუწოდე,
ჩემთვის ჩანაწერების კეთება დავიწყე,
ვწერდი-ვხევდი, ვწერდი-ვხევდი.
ბოლოს, როდესაც ვეღარაფერს ვაკეთებდი დავრწმუნდი, რომ სტუმარი მყავდა გულის არეში.
სიყვარულს კარი გავუღე და კარგად ვუმასპინძლე,
სტუმარს მოეწონა ახალი სახლ-კარი და დითხანს დარჩენა გადაწყვიტა.
რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, ჩემი სიყვარული უფრო ფართოვდებოდა,
სიგანეში თუ სიგრძეში მნიშვნელობა არ აქვს,
მთავარი ის არის, რომ ვიზრდებოდი და ვპატარავდებოდი.
იმდენად დიდი იყო ეს სიყვარული, რომ რაღაც ქაღალდის ნაგლეჯებთან ურთოერთობა მაიძულა,
ჩემთვის ურთიერთობა შესაძლებელი გახდა ნებისმიერ ნივთთან, თუ ცხოველთან.
კიდევ გადიოდა დრო,
კიდევ მიყვარდა ის ადამიანი, მაგრამ რაც საოცრად გასაკვირი იყო ამ სიყვარულმა შემაყვარა ყველა და ყველაფერი,
ვისწავლე ყველაფრის პატიება,
ვისწავლე ადამიანის შეცვლა,
ვისწავლე თუ როგორ უნდა იცხოვრო სწორად.

ეს გრძნობა წესით და რიგით უვნებელი, ძალიან საჭირო გრძნობაა, მაგრამ მე ნამდვილად მავნო.
გავხდი მარტოსული,
ვიქეცი ადამიანად, რომელსაც არაფერი არ შეეძლო სიყვარულის გარდა.
ყველა ხერხს მივმართე იმისთვის, რომ ეს გრძნობა სამუდამოდ მომეშორებინა, მაგრამ არაფერი არ გამომდიოდა.
სიყვარული იზრდებოდა და ფართოვდებოდა ჩემში.
ერთად იმდენი რამ დამიგროვდა, რომ მწვავე ნერვოზი ჩამომიყალიბდა,
ყველაფერზე საშინელი რეაქცია მქონდა,
ვაწყობდი ისტერიკებს და
ეს პატარა ლამაზ თვალება გოგონა ველურ სიყვარულად გადაიქცა,
მხოლოდ ჩემი სიყვარული არ მაკმაყოფილებდა,
სხვის გრძნობებზე გადავედი,
მინდოდა ქვეყანა სიყვარულისგან ამევსო.
როდესაც მართლა მარტო დავრჩი,
მივხვდი, რომ მე ზედმეტად უცნაური არსება ვიყავი, დავიწყე ფიქრი თუ რა მინდოდა ყველაზე მეტად.
ჩემმა ფიქრებმა და ოცნებებმა კვლავ იმამდე მიმიყვანა რაზეც აქამდე ვფიქრობდი:
ხის პატარა სახლი,
სიგარეტის ბოლით გაბუღული ოთახი,
ემოციებში აბლანდული მე,
აცრემლებული თვალები და ბევრი სიყვარული.
ვხვდებოდი, როგორ ვბერდებოდი ბავშვი,
დაბერებაზეც თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ არც ისეთი დასაკვეხნი სიბერე მექნებოდა.
მე კი ნამდვილად არ მსურდა სიბერე სადაც ყოველთვის ელოდები როდის დაღამდება, რომ გათენდეს და
როდის გათენდება, რომ ისევ დაღამდეს, როდესაც მზის დანახვაც კი აღარ განიჭებს სიამოვნებას, არა მე სიბერე არ მაწყობდა.
ჩემი აზროვნებით დავიწყე ბრძოლა, რომ რაღაცა შემეცვალა ცხოვრებაში,
მინდოდა არ დამესრულებინა ცხოვრება, მაგრამ ვერაფერს გავხდი,
ვისაც არ უნდა, რომ მოგისმინოს არ მოგისმენს
და ვისაც არ უნდა, რომ გაგიგოს ვერ გაგიგებს.

ყველაფერი მიყვარდა,
წვიმა და თოვლი,
ქარი და ელვა,
ყვავილი და ბალახი,
მზე და მთვარე,
ვარსკვლავი და ცისარტყელა,
მოკლედ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა.
ეს ადამიანობა ძალიან მომაბეზრებელი გახდა,
იმდენი რამის შესაძლებლობა მეძლეოდა და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი.
რამდენჯერაც ჩემ გრძნობას წყალი დავასხი იმდენჯერ აინთო, ვერაფერი ვერ ვუშველე,
ბოლოს ცრემლად ვიღვრებოდი და თავად ვიქეცი ცრემლად.
მიყვარდა თვალიდან, რომ ვვარდებოდი და აღაჟღაჟებულ ღაწვებს ვეფერებოდი,
გამჭვირვალე პატარა წვეთი ვიყავი, ვითომც არაფერი, მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი რამ.
თითოეული ადამიანის ტკივილს განვიცდიდი,
მთელი კაცობრიობის სიყვარულს გულში ვიდებდი,
ყველაზე ბედნიერი მომენტი ერთხელ მქონდა, როდესაც ვიღაცის თვალიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდი,
ის ადამიანი ტირილს ვერ ახერხებდა, და როდესაც ღაწვებს მივეფერე მივხვდი, რომ ჩემ სიყვარულს შევუერთდი.
მას ნაზი,
მშვიდი და ჰაეროვანი სიყვარული ატირებდა,
რაღაცა ჩამწყდა, იმის გამო, რომ მე არ ვუყვარდი, მაგრამ
გამიხარდა ის, რომ მან სიყვარული იცოდა,
მის ლამაზ სახეს ნელა შევეხე,
მთელი ჩემი გრძნობები გადავეცი,
მთელი ჩემი ბედნიერების სურვილი ვუძღვენი.
სანამ საბოლოოდ წავიდოდი თვალები დავხუჭე,
ნაზად ვაკოცე ლოყაზე და ხელის შეხებას დაველოდე, მაგრამ ხელი არ შემხებია,
ბოლომდე გავიარე გასავლელი გზა.
მან თვალი გაახილა და შეხედა ცრემლს,
რაღაც გულმა ვერ დააცადა და ხელი გასწია მისკენ,
ცრემლი ხელზე დაეცა.
ეს რაღაც საოცარი ცრემლი იყო,
ვერცხლისფერი მარგალიტისებური სილამაზის,
ვერ გაუშვა ეს ცრემლი და ტუჩებისკენ წაიღო,
ნაზად აკოცა,
ხელს შეხედა
და
ცრემლი აღარ იყო.
მე მაშინ განვიცადე დიდი ბედნიერება, როდესაც მის ლამაზ ტუჩებზე დავდნი და შევუერთდი ბუნებას.

მის ცრელმად ჩავიღვარე მისივე გულში.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1276 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2 saliii  
0
umagresiaaaa!!! gadavirieeeeeeeee.....

1 mak  
0
magaria

სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 0:38 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 39
სტუმარი: 39
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024