♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » წავალთ და მოვალთ
6:55 PM
წავალთ და მოვალთ


სევდის თითები მეფერებიან
და მიუწვდომელს ვწვდები,
რამდენი დილა დამთენებია
არ ვიცი, მაგრამ ვხვდები,
რომ ისევ მთლიან ზღვად დავიქცევით,
უთვალავ წვეთს ვცნობთ... ე რ თ ა დ!
და კიდევ ერთხელ გადავიქცევით
ტკბილ სიზმრებად და ღმერთად...

დილა არასდროს არ გათენდება
ჩვენი ნაცვამი ხორცის და ძვლების,
აღარასოდეს გაგვახსენდება
ერთმანეთისთვის მიძღვნილი წლები;
ისევ მივიღებთ სამყაროს ლ უ წ ა დ...
და ისევ ვიტყვით: ა რ ა ს დ რ ო ს!
ისევ ვიქნებით შვილები, თუმცა...
თუმცა სხვა დედის და სხვა დროს.
* * *
დედები, შვილები, ძმები,
გზები, მდუმარე წლები,
წავალთ და მოვალთ და დაგხვდებიან
სხვები... სულ სხვები;
მამები, შვილები, დები,
ვხვდები, ყველაფერს ვხდები,
წავალთ და მოვალთ, მაგრამ ერთმანეთს
ვეღარასოდეს ვეღარ შევხვდებით.
* * *
მზემ განთიადი ერთად გვაცნობა,
დღეებად გავჩნდით კვირის:
კ ე თ ი ლ ი ი ყ ო ს ჩ ვ ე ნ ი გ ა ც ნ ო ბ ა!!!
სიტყვა დუმს... სული ყვირის;
ვიყავით, ვართ და ვიქნებით
ფიქრები, ხმები, მზერები,
მაგრამ სხვადასხვა კვირებში
გათენებული დღეები...

ერთი გემის ვართ მგზავრები,
ვუახლოვდებით ნაპირს,
კალენდარს არვინ არ ვეკარებით...
რა საჭიროა?.. არ ღირს!
და თუ თვალს ვერ ვწყვეტთ ზღვის წარსულს,
(ტალღის ვიყავით წვეთები)
ღიმილით მივცეთ სინანულს
წლებზე დაღვრილი ცრემლები.
* * *
დედები, შვილები, ძმები,
გზები, მდუმარე წლები,
წავალთ და მოვალთ და დაგვხვდებიან
სხვები.. სულ სხვები,
მამები, შვილები, დები,
ვხვდები, ყველაფერს ვხვდები,
წავალთ და მოვალთ, მაგრამ ერთმანეთს
ვეღარასოდეს ვეღარ შევხვდებით.
* * *
დილა არასდროს არ გათენდება
ჩვენი ნაცვამი ხორცის და ძვლების,
აღარასოდეს გაგვახსენდება
ერთმანეთისთვის მიძღვნილი წლები,
ისევ გაგვზრდიან დედა და მამა,
ცრემლს დავღვრით ისევ წლებისთვის,
ისევ ვიქნებით და-ძმები, მაგრამ...
მაგრამ სხვები და სხვებისთვის.

სევდის თითები მეფერებიან
და მიუწვდომელს ვწვდები,
რამდენი ღამე დამღამებია
არ ვიცი, მაგრამ ვხვდები,
რომ ისევ წვეთებად დავიქცევით,
აღარ ვიქნებით ერთად...
და კიდევ ერთხელ გადავიქცევით
შვილებად, დებად, ძმებად.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 993 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:33 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024