♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 20 » სტრესის საწინააღმდეგო
1:42 PM
სტრესის საწინააღმდეგო



ცხოვრება სავსეა სტრესებითა და დაძაბულობით და თქვენ ნამდვილად შეამჩნევდით, რომ გემრიელი საკვები შესანიშნავად გვეხმარება მათ დაძლევაში. იმ საკვების მოხმარება, რომლებსაც თქვენ სიამოვნებით მიირთმევთ, ხელს უწყობს ენდორფინის (სიხარულის ჰორმონების) წარმოქმნას. თუმცაღა, თუ მივეძალებით შოკოლადსა და ტკბილეულს, დაძაბულობებს შეიძლება ზედმეტი წონა და კანის პრობლემებიც დაემატოს. ამიტომ, 10 გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი შევარჩიეთ, რომელთაც შეუძლიათ, სძლიონ სტრესს.

ბარამბო (ლიმონის პიტნა)
ბარამბოს ნახარში ოდითგანვე რეკომენდირებულია დეპრესიის დროს, ნერვული და ემოციური აფეთქების დროს. ამასთან, იგი არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და აწესრიგებს საჭმლის მონელებას. ორგანიზმის ტონუსში შესანარჩუნებლად შეიძლება ბარამბოს რამდენიმე ფოთლის ჩაიში ჩამატება.

ნუში
ნუში მდიდარია B2 და E ვიტამინებით, თუთიითა და მაგნიუმით. თუთია ხელს უწყობს სტრესის ნეგატიური შედეგების დაძლევას, ხოლო E ვიტამინი იძლევა ენერგიის მუხტს. ამსთან, ნუში იმდენად მდიდარია ამ ელემენტებით, რომ შესაძლებელია მისი მიღება საკმაოდ მცირე რაოდენობით.

მოცვი
ეს კენკრა მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ც ვიტამინით. როგორც ცნობილია, სტრესის დროს ც ვიტამინის მარაგი საგრძნობლად ილევა, ამიტომ აუცილებელია მისი შევსება. გარდა ამისა, მოცვი სასარგებლოა კუჭის სახვადასხვა გაღიზიანებების დროს, რომლებიც წარმოიშობა სტრესის დროს. ზაფხულში აუცილებელია მოცვის მიღება ცოცხალი სახით, ხოლო ზამთარში გირჩევთ მის მომზადებას საკუთარ წვენში.

პომიდორი
შეიცავს ფენილალანინის ამინომჟავას, რომელიც ანელებს ენდორფინების –კარგ გუნება-განწყობილებაზე პასუხისმგებელი ჰორმონების ჩამოშლას. ასევე, დიდი ხანია, ცნობილია წითელი ფერის პროდუქტების უნარი ორგანიზმის ენერგიით დამუხტვისა და აქტივობის სტიმულირებისა.

ღვინო
შეიცავს პოლიფენოლებს – ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმზე გარემოს აგრესიული ზემოქმედების ბლოკირებას ახდენენ. მათ გამოაქვთ ტოქსინები და აქვთ ანტისტრესული ზემოქმედების უნარი. სწორედ ამიტომ ამაღლებს განწყობას ასე შესანიშნავად ბოკალი კარგი ღვინო. აქ მთავარია, იცოდე ზომა!

რძე
რძე შეიცავს თითქმის ყველა, ბუნებაში ცნობილ, ცხიმგამხსნელ და წყალგამხსნელ ვიტამინს. ასევე - მაგნიუმს, რომელიც დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და ფოსფორს, რომელსაც კეთილისმყოფელი ზეგავლენა აქვს ნერვულ ქსოვილებსა და თავის ტვინის უჯრედებზე.

ზღვის წყალმცენარეები
შეიცავენ პანტოტენის მჟავას, რომელიც პასუხს აგებს ადრენალინის გამომყოფ თირკმელზედა ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. პანტოტენის მჟავის უკმარისობა, ასევე, იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, ინფექციისა და სხვადასხვა დაავადებებისადმი მიდრეკილებას.

მიწის თხილი
არც თუ დიდი ხნის წინანდელმა გამოკვლევებმა დაამტკიცეს, რომ მიწისთხილის დიეტის საშუალებით შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციის შესუსტება სტრესების მიმართ, მაშინაც კი, თუ იგი დაკავშირებულია მემკვიდრეობითობასთან. მიწისთხილის შემცველი დიეტის შემდეგ, ადამიანების წნევა სტრესულ მდგომარეობაში იწეოდა უმნიშვნელოდ. გარდა ამისა, მიწისთხილი გამოდევნის ,,ცუდ” ქოლესტერინს და ამცირებს გულის იშემიური დაავადების ალბათობას.

ინდაური
ინდაურის უცხიმო ხორცი მდიდარია ტრიპტოფანით, ამინომჟავით, რომელიც გარდაიქმნება დამამშვიდებელ ნივთიერებად – სეროტონინად. სეროტონინი წარმოადგენს იმპულსების ქიმიურ გადამცემს თავის ტვინის ნერვულ უჯრედებს შორის, რომლებიც კონტროლს უწევენ ძილს, გუნებასა და ადამიანის ემოციებს.

შვრია
შვრია მდიდარია მელატონინით, ჰორმონით, რომელიც პასუხისმგებელია ღრმა და ჯანსაღ ძილზე. ამიტომ ჩვენ ინგლისური ტრადიციის წინააღმდეგ წავალთ და გირჩევთ, შვრიის ფაფა მიირთვათ არა საუზმეზე, არამედ ვახშამზე.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1081 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:15 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024