♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » სიზმარი
3:05 PM
სიზმარი


ცა ღრუბლებით იბურება... ანდა ღრუბელს მე რას ვერჩი,
არც სინათლე, არც სიბნელე... რუხი ფერი შემრჩა ხელში.




სიზმარი

თვალწინ ჩამიქროლეს... რა ხდება?
თვალებს ვახელ და ვიცინი,
გაბევრდა... გამთელდა... გახელდა
საათის ისრების ჭიხვინი;
არ დამჭირდებით არცერთი!..
ან ჩემზე სწრაფი ვინ არის?
ალბათ თამაშია ასეთი...
ხმა მესმის გულის წრიალის;
ნუთუ ასეთი ზანტი ვარ?
მიბიძგეთ!.. ხელი მომეცით!
კუს ნაბიჯებით დავდივარ...
წინ გამატარეთ!.. მომეშვით!
როდის და რა შემეშალა?
ჩემი დრო რატომ გამირბის?-
"შენთვის არასდროს მეცალა!.."
ექომ მოაღწია მკვდარი ხმის;
არა, ეს სიზმარს არა ჰგავს!..
ყველაზე უკან მე მოვრჩი!
უფრო ხუმრობას წააგავს
ან სულელის და ან ნორჩის;
წუთმა საათს გადაასწრო,
წამი წუთს უკან იტოვებს,
დრომ ერთ ადგილას დამასო,
დრო იმედებს არ მიტოვებს...
დამტოვეს დღეებმა, თვეებმა...
მანძილმა მხრები გაშალა,
ხელში ჩამიგდეს წრეებმა...
შავმა ყველა ფერი წაშალა;
დროის ვეზირებმა გამაგდეს,
ბოღმა მიცინის ყელიდან,
წნელი გადამაწნეს, დამსაჯეს...
ცხოვრება მეცლება ხელიდან;
"მოიცათ!.. აქ ვარ!.. მოვდივარ!.."
გულმა სულს გადასდო წრიალი
"თქვენზე სწრაფმავალი როდი ვარ?!"
ჩემივე მესმის ხრიალი;
ყელში მომაწვა სისველე...
ოფლი არის, თუ სისხლია?
ვერ ვხედავ საკუთარ ხელებს,
გარშემო შავი ნისლია;
"მძინავს!.. ვიღაცამ მიჩქმიტეთ!..
გამომაღვიძეთ ტიალი!"
ვიღრიალებ და ვიყვირებ,
მიწამ დაიწყო ტრიალი;
თითებმა თითქოს შეიგრძნეს
შავი ბალახის ყრუ სული,
ფიქრებმა ენა შემიკრეს...
კივილია, თუ ჩურჩული?..
"არ გთხოვთ უღრუბლო ამინდებს...
იქნებ დატოვოთ ფერები...
ჩუმად!.. მე მგონი გაიგეს!.."-
თვალები მევსება ცრემლებით;
ბოროტი ბოღმა დამცინის,
მაწყნარებს, ჭკუას მარიგებს:
"ავდარმა ლურჯი ცა იცის..."
მორჩა... ყველა ფერი წაიღეს...
"ფარანი!.. ცეცხლი!.. სანთელი!..
ვერ ვეგუები სიბნელეს!
ერთი წერტილი ნათელი!..
ნუ დამიმარხავთ იმედებს!"
სუყველაფერი გაშეშდა,
სიჩუმეს სიჩუმე არღვევს,
გული წამებში დაბერდა,
სული პირიდან სისხლს ანთხევს;
"დროს როგორღა დავეწევი?..
გეზი მომეცით!.. მასწავლეთ!
უზომო წონას ვეწევი...
გამაქრეთ!.. რაღას მაწვალებთ...
სად არის ჩემი ოცნება?!
ჩემი იმედი სად არის?!"
მუქი სიბნელე გროვდება,
თვე წელიწადში გადადის;
თავზე დამადგა ბედი ქვით...
"ნუთუ ყველაფერი დასრულდა?.."
კითხვამ მიკბინა გველივით,
შავი ნაღველი აფუვდა...
პაწია ვაება გადიდდა,
კუთხეს მიეყუჟა ოცნება,
უძირო იმედი ატირდა...
ხელიდან მეცლება ცხოვრება...
* * *
გამომეღვიძა, ვცახცახებ...
წუთებმა როგორ გაბედეს?!
თან სიზმრების ღმერთს ვაძაგებ...
ნეტავი მალე გათენდეს!..
გულზე მკიდია გირები...
არა!.. ძილს აღარ ვაპირებ!
საათის მკრთალი ისრები
გვანან მძინარე ვამპირებს...
-რა დროა? თმა გამეყინა...
საათს უნთია თვალები?
"იქნებ სულაც არ გეძინა?"-
ბანი მომესმა ზარების...
"ჩვენთან ვის გასვლია კამათი?"
ტანში მცრის... ნუთუ ასრულდა?.....
დამემხო კედლის საათი...
გათავდა! მორჩა! დასრულდა!


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:41 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 56
სტუმარი: 56
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024