♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 29 » სისხლის ჯგუფი და სიყვარული
8:39 PM
სისხლის ჯგუფი და სიყვარული


სისხლის ჯგუფი და სიყვარული
ჩვენი სისხლი არანაკლებად მოქმედებს ჩვენ გრძნობებზე, ხასიათზე და ქცევებზე, ვიდრე ზოდიაქოს ნიშნები. ფსიქოლოგები და ჰემატოლოგები ხშირად იხსენებენ თეორიას, რომლის თანახმადაც ადამიანის ტემპერამენტი და სექსუალურობა დაკავშირებულია მისი სისხლის ჯგუფთან.

პირველი ჯგუფი - მონადირეები, გზამკვლევები
ისინი დედამიწაზე პირველად გაჩნდნენ. ნადირობით მოიპოვებდნენ საკვებს, გემრიელად მიირთმევდნენ მას ცეცხლთან და სიმპატიურ მეწყვილესაც მეტოქეებს ართმევდნენ. მათთვის ლიდერობა და სიცოცხლის შენარჩუნება ერთი და იგივე იყო. ისინი მიისწრაფვიან მიზნისკენ, არიან გამძლეები და თავდაჯერებულები. გამორიცხულია ყოველგვარი კრიტიკა. როდესაც მათ ეწვევათ სიყვარული, მომდევნო ეტაპი არის - ბრძოლა.

პირველი ჯგუფის სისხლის მამაკაცებს უარი მხოლოდ ახელებთ. ის მიჩვეულია ყველაფრის მაშინვე მიღებას, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ ღირსებებზე, არ მოისვენებს, სანამ საწადელს არ მიაღწევს. "კატა-თაგვობანას” თამაში მას მეტად აღაგზნებს, ვიდრე მორცხვი "დიახ”. ოჯახის არსებობა ხელს არ უშლის "სანადიროდ გასვლაში”.

ამბობენ, რომ ეს მონადირეები სექსზე ფიქრობენ წუთში 6-ჯერ.

პირველი ჯგუფის ქალები ეჭვიანები, მგრძნობიარე, მგზნებარენი არიან და უყვართ საწოლში ექსპერიმენტები. ის კარგად აკონტროლებს თავს სხვებთან. და თუ აირჩევს "სამიზნეს”, ის ვერსად გაიქცევა. ამასთან ეს მიზანი საკმაოდ დიდი "ნადავლია”. ბიზნეს-ლედის უმრავლესობა, ცივსისხლიანები და უშიშრები პირველი ჯგუფის პატრონები არიან.

მეორე ჯგუფი - მიწათმოქმედები-მშრომელები
დაახლოებით 15 ათასი წლის წინ იმ მონადირეებმა, რომელთაც არ უმართლებდათ ნადირობაში, დაიწყეს მცენარეებით კვება. ამგვარად გაჩნდა მეორე ჯგუფი, რომელიც მშვიდი, მომთმენი ადამიანების ძარღვებში მოძრაობს. მათ კარგად იციან, რომ თუ სრიალი გიყვარს, ციგის ტარებაც უნდა შეძლო, ან და მოსავალი დათესვის შემდეგ უნდა მოიმკო. ისინი მეგობრულები, დისციპლინირებული, შემგუებელნი არიან. თავს კარგად გრძნობენ კოლექტივში და კარგი თანამშრომლები არიან. სიყვარულთან პირისპირ დარჩენისას ისინი მეტად მორცხვები ხდებიან.

მეორე ჯგუფის მქონე მამაკაცი უსასრულოდ ატარებს თავის რჩეულს კინოში. გულმოდგინედ შეასრულებს მის ყველა სურვილს, ჩუმად დაუწყობს ტკბილეულს. მისი კავალრობა სტრეოტიპული სქემით განვითარდება. ასეთი თაყვანისმცემლები ახალგაზრდა ქალიშვილების ბებიებს ძალიან მოწონთ. თუმცა თავად გოგონებს ისინი მეტად მოსაწყენი ეჩვენებათ. მათი საიმედოობა მოწონთ უფროსი ასაკის ქალებს, რომლებიც ვნებას კომფორტს და საიმედო მომავალს არჩევენ.

მეორე ჯგუფის ქალები მორცხვები არიან და ყოველთვის "ღირსეულად” იქცევიან. არ გამოიყენებენ მკვეთრ კოსმეტიკას და არ ატარებენ მინის. სიყვარულის ახსნა თავად, ვინმესთვის საკუთარი ინიციატივით წარმოუდგენელად მიაჩნიათ, რას იფიქრებს მამაკაცი? მათთვის სექსი დაკავშირებულია სიყვარულთან და სერიოზულ ურთიერთობებთან. მოკლევადიანი ინტრიგები მათთვის არ არსებობს, ისინი ერთგული და დამჯერი ცოლები არიან.

მესამე ჯგუფი - დროის მატარებელნი
ის წარმოიშვა, როცა ადამიანმა მოიშინაურა ცხოველები, დაიწყეს მათი საძოვრებზე გადენა, შემდეგ კი დაიწყეს უფრო შორეული მოგზაურობა. გაჩდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კოლექტივის გარეშე მშვენივრად ძლებდნენ, კარგად ეგუებოდნენ ადგილების ცვლილებას და გამოირჩეოდნენ გამომგონებლობის უნარით. მესამე ჯგუფის ადამიანები მშვიდად ეგუებიან მარტოობას და უცხო გარემოს. მათ კარგად შეუძლიათ სხვადასხვა სიტუაციებიდან გამორჩენის მიღება და საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ამერიკელი მილიონერების 40% მესამე ჯგუფის მქონეა.

მესამე ჯგუფის მქონე მამაკაცები ყოველთვის მზად არიან წავიდნენ "ჯენტლმენურად”. ის არასდროს იპყრობს, არამედ უბრალოდ მოწონს მოწონება, პაემანის დანიშვნა, ტყუილად ლაყბობა. მან იცის სიამოვნების მიღება, სექსი მისთვის რაიმე ვალდებულებას არ ქმნის. უარსაც ადვილად ეგუება.

მესამე ჯგუფის ქალებს უწოდებენ დინამიურებს. ფლირტი ფლირტისთვის მათი მთავარი გასართობია. ტელეფონის ნომრის მოცემა და გულთბილი საუბარი მისთვის არაფერს ნიშნავს, ასევე დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ვინმესთან ღამის გატარებას. ის შეიძლება ერთგული ცოლი იყოს, მაგრამ აქტიურად მეგობრობდეს მამაკაცებთან.

მეოთხე ჯგუფი - წინააღმდეგობრივი და იდუმალი
ის ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფია, დაახლოებით ერთნახევარი-ორი ათასი წლის. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ადამიანების გამრავლებასთან, სხვადასხვა სისხლის შერევასთან და აი, გაჩნდა სისხლის ახალი ტიპი. ეს ადამიანები მეტად წინააღმდეგობრივები, ეჭვიანები, მერყევები არიან. ისინი კარგად უგებენ სხვებს, შეუძლიათ რჩევების მიცემა და კომპრომისის მონახვა. ისინი უყვართ, მაგრამ კარგად არავინ იცნობს, რადგან მრავალი ნიღაბი აქვს. მეოთხე ჯგუფის ადამიანები არ ერთვებიან კამათში. საკუთარი თავიდან გამომდინარე იციან, რომ განსხვავებულ აზრს თანაარსებობა შეუძლია. ისინი ბევრს კითხულობენ, მათი თავი სავსეა იდეებით. მათი პრობლემაა მიუწვდომელისკენ სწრაფვა და იდეალის მიღწევა. ამიტომ ის წვრილმანებში მეტად ზარმაცია, თავს არ იწუხებს დამატებითი ფულის საშოვნელად ან კარიერული წინსვლისთვის. გასაკვირია მხოლოდ, რომ გარშემომყოფები თავად მიართმევენ მას ყველაფერს ლანგარზე.

მეოთხე ჯგუფის მამაკაცებს შეუძლია მოაჯადოონ ქალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. მისი მაგნეტიზმის ქსელში ებმებიან შეუმჩნევლად და ზოგჯერ სურვილის გარეშეც. მაგრამ როცა მამაკაცს სიყვარული ეწვევა საქმე მარტივად არ იქნება. ვნებები დუღს, ლოგიკა არ მუშაობს, არანაირი კომპრომისი არ არსებობს. ნებისმიერი ძლიერი გრძნობა ასეთ ადამიანებს წინააღმდეგობებისგან ათავისუფლებს და მთლიან ნატურად აქცევს.

მეოთხე ჯგუფის ქალები მთელი გრძნობით მიეცემიან სიყვარულს ბედნიერების მოლოდინში. ისინი საკუთარ თავს საჩუქრად თვლიან და ამით დიდ სიამოვნებას იღებენ. ამბობენ, რომ მასთან ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია იგრძნოს თავი სექს-გიგანტად, რადგან ის განიცდის გულწრფელ სიხარულს საყვარელ ადამიანთან ინტიმური სიახლოვით. მაგრამ ასეთ სავსე ურთიერთობას ცოტა ეგუება. მეოთხე ჯგუფის ქალები ხშირად ვარდებიან უცნაურ სიტუაციაში, როცა მის სიყვარულზე ოცნებობს ბევრი, ხოლო იგი მისტირის იმ ერთადერთს და განუმეორებელს, რომელმაც მიატოვა.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1658 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:22 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 65
სტუმარი: 65
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024