განა კი აქვს ლამაზ სიყვარულს ისტორია?მას არა აქვს მატიანე.ბედნიერ სიყვარულს ისტორიის ფურცლები ცარიელი აქვს... შავი თვალები ჰყავსო მეტოქედ ბედნიერებას-ამბობენ...შავი თვალები- შურს რომ წააგავს. არავის დაანახო შენი ბედნიერება. და მაინც სად იწყება ბედნიერება და სად მთავრდება? სად ივსები სიყვარულით და სად იცვლები? ვინ არის იგი,გულებს მსხვერპლად რომ ითხოვს? მოდის და მიდის ლამაზი სიყვარული... "ბედნიერ სიყვარულს სასაფლაო არა აქვსო"-უთქვამს ბრძენკაცს. სიყვარული ხომ მარადისობაა. მისი აკლდამა ხომ ადამიანის გულია. სიცოცხლე...რა დიდებული გამოგონებაა სიცოცხლე. ბუნება თვითონ არის ყოვლისშემძლე. მის დიად გულში არაფერი იკარგება... თეთრ თაიგულს წააგავსო სიყვარული. თეთრს- იმიტომ,რომ სპეტაკია. თაიგულს-იმიტომ, რომ მინდვრის ყვავილივით ნაზია. მაშ, გაუფრთხილდი და მოეფერე სიყვარულს. განა კი აქვს ლამაზ სიყვარულს ისტორია?
|