♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » სიყვარულის აჩრდილი
9:19 PM
სიყვარულის აჩრდილი
  

დილის შვიდი საათი. მაღვიძარა ჯიუტად ცდილობს სიმშვიდის დარღვევას ,,გაიღვიძე გამოფხიზლდი”. მიძინებული გონება ძლივს ახერხებს აზროვნებას მაგრამ მხოლდ ორი წუთით. ხელები ინსტიქტურად იწყებენ მოძრაობას თიშავენ რეალური და არა რეალური სამყაროს მიჯნაზე მოწიკწიკე საათს და გონება ისევ არარსებულ სამყაროს ისევ სიზმრებს უბრუნდება. ეთიშები მწარე რეალობას და იწყებ ბოდიალს უსასრულობაში. გადის მთელი დღე მთელი თვე, არაფერი იცვლება ამ სიარულში მაგრამ მინც არ ფიქრობ სიზმრების სამყაროდან გამოსვლას. სინამდვილეში კი საათი დღეებისა და თვეების ნაცვლად მხოლოდ რამოდენიმე წუთს ითვლის. 1; 2; 3…10 და უცბად ჩაგესმის ხმა:

_ ადექი დაგაგვიანდება.

ოხ, მშობლები! ისინი ყოველთვის ზრუნავენ ჩვენზე მაგრამ არ ვაძლევთ მათ უფლებას ჩვენს გულში ჩაიხედონ ამიტომ ხშირად ვერ ხვდებიან რა გვაწუხებს, რა გვტკივა ან რა გვიხარია. რა ადვილია?! გაიღვიძე და გადმოაბიჯე სამყაროში სადაც ვერ პოულობ პასუხს ვერცერთ შეკითხვაზე. სადაც არ არის ჭეშმარიტი მეგობრობა და სიყვარული. და მაინც დგები იმ იმედით რომ იპოვი ამ ყველაფერს.

უბრალოდ დაელოდე და ის თავისით მოვა.

ვდგები იმედით სავსე და ღმერთს ვთხოვ რომ მშვიდი და ლამაზი დღე მქონდეს.

გაიცანით ერთმანეთი…… ყველაფერი ნაცნობია, ხელის ჩამორთმევა, ინტერესით აღსავსე თვალებით სუბიექტის რენდგენზე გატარება, ეფექტისთვის ოდნავ გაღიმება ზრდილობისთვის ნათქვამი გაცვეთილი ფრაზები: ,,სასიამოვნოა თქვენი გაცნობა”, და ნაცნობობაც შედგა. მაგრამ ის სხვებს არ ჰგავს.

აი ესეც ლამაზი დღის დასაწყისი. აკვირდები ამ ადამიანს და ხვდები რომ ის…. იწყებ ოცნებას და ცდილობ აღარ გაიქცე ამ სამყაროდან, ბედნიერი ხარ, არ გინდა დაიძინო და ოცნების წამები სიზმარში გაცვალო. გადის დღეები და გრძნობ როგორ ლამაზდება შენი ცხოვრება.

_მაჩუქებ ამ საღამოს?

პასუხად ღიმილი და თვალებით ნათქვამი თანხმობა და ოცნაბაც ამისრულდა. ღმერთო არ მჯერა!

ზამთრის სუსხიანი საღამო. ღამის ლამპიონებით განათებული ცარიელი ქუჩები, მოთეთრო ცა, თოვლის ულამაზესი წვიმა და ჩვენ. ჩვენს გულშიც თოვს ლამაზად თოვს სიყვარული.

_ღმერთო რა ლამაზი ხარ!!! ლამაზი ისევე როგორც ეს ღამე, როგორც ეს თოვა, ეს ფიფქები და შენს გარშემო ყველაფერი. მხოლოდ ეს საღამო კი არა შენ ის სიყვარული მაჩუქე რომელიც ახლა ორივეს გვათოვს. შენ მე სამყარო მაჩუქე და გპირდები თოვლის ნაცვლად გაზაფხულზე შენსავით სათუთ ყვავილებს გაჩუქებ, ზაფხულში მზის სხივებს, შემოდგომაზე კი ოქროსფერ ფოთოლცვენას.

,,გაიღვიძე გამოფხიზლდი”. მაღვიძარას ნაცვლად ღამის 3 საათზე ტელეფონის გაბმული ზარი მიფხიზლებს მიძინებულ გონებას. ხელები ისევ ინსტიქტურად იწყებენ მოძრაობას. ტელეფონში გარკვევით ისმის ადამიანის გახშირებული სუნთქვა.

_გამოიხედე შენს ფანჯრებთან ღამის აჩრდილს დაინახავ, აჩრდილს რომელსაც არ სძინავს და მუდამ ფხიზლობს რომ შენს მშვიდ ძილს უდარაჯოს. მაგრამ მასაც აქვს გული ვეღარ გაუძლო უშენობას და თავადვე დაგირღვია მშვიდი ღამე. მხოლოდ მცირეხნით დაინახავს თავის სიყვარულს და ისევ გააგრძელებს დარაჯს განთიადის მოლოდინში.

_ღმერთო რომელი საათია? თუმცა…. რა მნიშვნელობა აქვს დროს….

გარეთ ძალიან ცივა. მთვარის ვერცხლისფერი შუქი მთლიანად ანათებს მიძინებულ ქალაქს. ყველას და ყველაფერს ღრმა ძილით სძინავს ქუჩის მაწანწალა ძაღლებიც კი სადღაც მიმალულან და გარშემო ისეთი სიჩუმეა გამეფებული თითქოს ღმერთმა ჯერ მხოლოდ დედამიწა გააჩინა სულიერი კი ჯერ არავინ. არ სძინავს მხოლოდ ერთ პატარა ქუჩას, რომელიც გაფაციცებით ადევნებს თვალს ორი აჩრდილის ცეკვას. გრძნობ როგორ იცვლება როგორი სხვანაირი ხდება შენს გარშემო ყველაფერი. უცებ ცხოვრების ეკრანზე მომაბეზრებელი შავთეთრი კადრები სიცოცხლითა და სიყვარულით გაჟღენთილი ფერადი კადრებით იცვლება. შენBბედნიერი ხარ და ვერც კი გრძნობ როგორ ადვილად მიაბიჯებ მწვერვალისკენ, საიდანაც ცხოვრება ერთ პატარა ქოხს ემსგავსება რომლის ბედიც შენს ხელთაა ან დაანგრევ ან ააშენებ.

_გათენდა კიდეც ახლა აღარ გჭირდება დარაჯი, წადი და იძინე მშვიდად. მოთმინებით დაველოდები დღისა და ღამის ჭიდილს, დაველოდები იმ წუთს როდესაც ღამე იბატონებს დღეზე და როცა ისევ სიყვარულის აჩრდილად მაქცევს და მაშინ მე მოვალ შენთან, მოვალ და ჩვენ ისევ ვიცეკვებთ მთვარის ვერცხლისფერ შუქზე, ვარსკვლავები მხოლოდ ჩვენთვის იციმციმებენ, ქარი კი ჩვენთვის იმღერებს. მე მოვალ…. მოვალ…. მოვალ……

ღამის სიბნელეში ჩაკარგული ქალაქი ნელნელა ვარდისფრად შეიღება. ცეცხლისფერი დისკო ჯიუტად ცდილობს ქალაქის გაღვიძებას. მზის პირველი სხივიც შეეხო საწოლს, რომელიც მთელი ღამით მიტოვებული ახლაღა გაახსენდა მის ქალბატონს. გათენდა კიდეც. ამინდი ნამდვილად არ იყო ზამთრის შესაბამისი.

სახლში არც კი შეუმჩნევიათ ღამით მისი არყოფნა. ალბათ ფიქრობდნენ რომ ღამითაც ისეთივე მშვიდი ძილით ეძინა როგორც ახლა. სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი ესახებოდა. ის სიყვარულით სავეს ანგელოზი იყო რომელსაც ცხოვრება მწარე დაცინვას უპირებდა.

,,გაიღვიძე გამოფხიზლდი”. ხელები ისევ ინსტიქტურად მოძრაობენ. მიძინებული გონება ვერ ახერხებს გამოფხიზლებას და ვერ აღიქვავს რეალობას. ტელეფონის გრძელი მომაბეზრებელი ზარი. ხელები მიზანს აღწევენ და აპარატის ყურმილიც უკვე ყურთანაა.

_გისმენთ.

_გაგაღვიძე მაგრამ….

_დილა მშვიდობისა. არაფერია მეგობრებს ვპატიობ ასეთ ,,შეცდომებს”. რომელი საათია? არ მეგონა ასე ადრე თუ იღვიძებდი.

_ხო მაგრამ……მისმინე ცუდი ამბავია ის….ის….

_რა მოხდა?!!!

_………….. ის ………….. ღამით ….ავარიაში მოყვა და……დაიღუპა

ტელეფონის ყურმილი ყრუ ხმაურით დაეცა რბილ ხალიჩაზე. იდგა უგრძნობი, ლამაზი ქანდაკებასავით გაშეშებული და უაზროდ მიშტერებოდა ფანჯრებიდან შემოჭრილ მზის სხივებს. სახეზე უცნაური სიმშვიდე აღბეჭვდოდა. სმენას ექოს გამოძახილივით სწვდებოდა სიტყვები დაიღუპა….დაიღუპა…., და გულში ტყვიასავით ესობოდა. საშინელმა სიცარილემ დაისადგურა სულში და ძლიერ ტკივილს უფრო გაუხსნა გზა. უცბად ყველაფერი ლამაზი ოცნებასავით სადღაც გაქრა, გარშემო მხოლოდ შავი ნისლი დამდგარიყო. წამით ტკივილი იგრძნო მარცხენა მხარეს თითქოს ვიღაც მისი გულის ორად გაპობას ცდილობდა ტკივილმა მთელ სხეულს დაუარა და უკანასკნელი ძალაც გამოაცალა. გარშემო ყველაფერი შეჩერდა, ნელნელა ღრუბელივით თეთრ ნისლში ეხვეოდა სამყარო და… ჰორიზონტზე სუსტად მბჟუტავი მქრთალი სინათლეც გამოჩნდა. სინათლეში აჩრდილი იდგა ხელგამოწვდილი და მომღიმარი. უცბად სადღაც გაქრა სიყვარულის და ტკივილის შეგრძნება აი ზღვარი რეალობასა და არარეალობას შორის. მთელი ტკივილი რეალურ და ამავე დროს ტკივილით სავსე სამყაროში დარჩა. იქ კი… სადაც ორი აჩრდილი ცეკვას აგრძელებს არავინ იცის როგორია სამყარო. ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია წარსულმა გადაიბარა და მის ფურცლებს კიდევ ერთი სევდიანი სიყვარულის ისტორია შემატა რომელიც ძალიან მალე წარსულის მტვრიანი ფურცლების რიცხვს მიემატება რომლებმაც ჭეშმარიტი სიძლიერის მიუხედავად ვერ გაუძლო დროის გამოცდას და დავიწყებას მიეცა. უბრალო მოგონებად გადაიქცა.

1; 2; 3…10 საათი ჩვეული რითმით აგრძელებს დროის ათვლას. გადის დრო და ნელნელა ყველას ავიწყდება პატარა სიყვარულის ისტორია. არ სძინავს მხოლოდ ქალაქის ერთ პატარა ქუჩას, რომელიც ისევ გაფაციცებით ადევნებს თვალს ორი აჩრდილის ცეკვას….




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1754 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 natia  
0
au ar vici vin xar mara ashkarad zaan magari nichi gaq gaagrzele genacvale wera martla magrad gamogdis yvela wavikitxe ukve da yvela kai

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:33 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024