♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » სიყვარული?...ან იქნებ ვნება?
7:16 PM
სიყვარული?...ან იქნებ ვნება?


შეხვდი ადამიანს, რომელიც სრულყოფილად მიგაჩნია? ფიქრობ, რომ ის საუკეთესოა მათ შორის ვისაც ოდესმე შეხვედრიხარ? დადგება დღე, როცა უნდა შეჩერდე და დაფიქრდე, დარწმუნდე გრძნობებში და გაარკვიო, არის თუ არა შენი გრძნობები ნამდვილად სიყვარული. ადამიანები ძალიან გვიან ხვდებიან, რომ ის, რაც სიყვარული ეგონათ, თურმე მხოლოდ სურვილი ყოფილა, ან უბრალო გატაცება. სად არის ზღვარი? როგორ უნდა გაარკვიო ნამდვილად გიყვარს, თუ არა? ამ კითხვისთვის პასუხის გაცემა მარტივი როდია, მაგრამ პასუხი მაინც საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. არ ღირს ხორციელი სურვილები და ვნება მივაწეროთ ისეთ წმინდა გრძნობას როგორიცაა სიყვარული.
ვნება, სურვილი არის მეტისმეტად ძლიერი ფიზიკური მიზიდულობა სხვა ადამიანისადმი და როცა ამას გრძნობ, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ შეგიყვარდა, რადგან ერთადერთი, რაზეც განუწყვეტლივ ფიქრობ ის უცნობია, რომელსაც კარგად არც კი იცნობ.
როგორ შეიძლება ერთმანეთში აგერიოს მენტალური და ფიზიკური გრძნობა? როგორც წესი, გაურკვევლობა იქამდე გრძელდება, ვიდრე ფიზიკური ურთიერთობა რეალურად მოხდება. სექსის გარეშე ძალიან რთულია გაარკვიო შეყვარებული ხარ, თუ არა.
თუ ეს მხოლოდ სურვილია, სექსის შემდეგ იწყებ იმის შემჩნევას, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდი, ხვდები, რომ თურმე ამ სრულყოფილ ადამიანსაც ჰქონია ნაკლი, მასზე ისე აღარ ფიქრობ, როგორც მანამდე. თუ აქამდე ეჭვიანობდი, ახლა აღარც კი უშვებ, რომ მან შეიძლება გიღალატოს, მაშინ შენ ნამდვილად არ ხარ შეყვარებული.
დაფიქრდი, როგორ გრძნობ თავს ამ ადამიანთან ერთად? კომფორტულად? თავისუფლად? სასურველად? მაშინ შეყვარებული ხარ.
ყოველთვის არ არის აუცილებელი გქონდეს სექსი ადამიანთან ვინც გიყვარს, იმის გასაგებად ხარ თუ არა "დაავადებული” სიყვარულით შეიძლება სხვა გზითაც. თუ შეგიძლია თვეების განმავლობაში გაძლო მის გარეშე და სხვისკენ არც კი გაიხედო, თუკი ამჩნევ რომ არ არსებობს არავინ მასზე ლამაზი, მასზე ფიქრებში ფიქრობ მის თვალებზე, თითებზე და არა მკერდზე და საჯდომზე, როცა ხედავ სუნთქვა გეკვრება და გული გამალებით გიცემს.. მაშინ შენ გიყვარს და გცოდნია რა არის სიყვარული.





კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 941 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:51 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 58
სტუმარი: 58
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024