♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 23 » სიკვდილი
7:16 PM
სიკვდილი


ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სიკვდილი მეზიზღებოდა,თუმცა მისი არასდროს შემშინებია,ყოველთვის ვებრძოდი,ვომობდი მასთან და ყოველდღიურად უფრო და უფრო ახლოს მივდიოდი ჩემს მტერთან...მოვიგე უამრავი ბრძოლები,თუმცა რა აზრი აქვს?ამის ბოლო ხომ ერთია?ომს მაინც ის მომიგებს და ვერ შევძლებ წინააღმდეგობა გავუწიო...ის მოვა ჩემთან ხელს მაგრად შემომხვევს და წელში გადამტეხავს...აზრი არა აქვს მასთან ბრძოლას...მისი განადგურების ერთადერთ გზას მივადექი,თუმცა ეს ყოვლად შეუძლებელია...თუ გავახარებთ,ყველაფერს ავუბნევთ და ჩვენთვითონ მივალთ მასთან,მერე ყველას ერთად ჩაგვყლაპავს და განადგურდება კიდეც....-რამდენკერ გამიმეორებია ეს სიტყვები ჩემი თვაისთვის მაგრამ სულ ტყუილად,ომს მაინც ვაგრძელებდი.
ხალხს ეს არ სურდა...ხალხი ამას არ აპირებდა...ყველა უაზროს და გიჟს მიწოდებდა!იცით რატომ?იმიტომ რომ მათსავით არ მეშინოდა სიკვდილის,მათსავით არ გავურბოდი და ვემალებოდი...ამიტომ ვარ გიჟი...ხალხმა თავისი განაჩენი უკვე გამომიტანა.....სწორედ მას შემდეგ რაც,რაც პირველად ვიგრძენი ზიზღი....
ნოემბერი მიმთავრდა და მოვიდა სუსხიანი ზამთარი,მოვიდა და თავისი კვალი დაატყო ბუნებას,ადამიანებსაც...ყველას სულში შეუძვრა და დააზამთრა იქაურობა.მეც შემომეპარა და დამაჭკნო....თუმცა სხვებისგან მაინც გამომარჩია...ეს არ იკმარა და გულიც გამიყინა....მოკლედ ერთ დღეს მოვდიოდი ამ უსასრულო ქუჩებში,ისევ ჩემი დაკარგული გულის ძებნაში პატარა ბავშვი ვიპოვე...სახეზე თეთრი ლამაზ ღვთისგან ჩამოსახლებულ ანგელოზს მოგაგონებდათ...მაშინვე მიიქცია ყურადღება თავისი თვალებით,უძირო,ლაჟვარდოვანი თვალებით,რომელსაც არ ეტყობოდა ამქვეყნიური სიბინძურე...თავი ვეღარ შევიკავე,მივუახლოვდი,მისით მოჯადოებულმა ბოლოსღა შევნიშნე გამოწვდილი ხელი,რომელშიც რამდენიმე ხურდა ბრჭყვიალებდა...
-რა გქვია პატარა ანგელოზო? -ბავშმა გაკვირვებით შემომხედა,როგორც ჩანს გამჩენს ასეთი თბილი სიტყვებით არ ყავდა განებივრებული..მერე ლამაზი ღიმილი მაჩუქა და ერთ ხანს ჩაფიქრდა
-მე ანა დეიდა,ფული უნდა მომცე?-იკითხა ბავშმა,თუმცა ფულის ხსენებისასაც კი არ შეიძინა მისმა თვალებმა ეშმაკობა..
-ფულს არა,მე სხვა რამეს მოგცემ,მაგრამ უნდა დამპირდე რომ გაუფრთხილდები,არსად დაკარგავ და სულ თან გექნება...
გოგონამ თავი დამიქნია და საჩუქარს მოთმინებით დაუწყო ლოდინი....დავიხარე,ანას შუბლზე ვაკოცე,მერე გულში ჩავიხუტე და დავინახე როგორ ჩამოგორდა მის ლოყაზე უბიწო ცრემლი...ერთს მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე და ბოლოს გულამოვარდნილმა დაიწყო ტირილი...
-გესმის ახლა რა გაჩუქე?დაკარგავ ამას როდესმე,დატოვებ სადმე?
-არა დედა არ დავკარგავ,მოვუვლი დედა...ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა-შენ ხომ დედა ხარ,დარწმუნებით შემეკითხა გოგო თან მთხოვდა მითხარი,მითხარი რომ დედა ხარო...
ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა,მე მასში ამდენი ხნის ნაძებნი გული აღმოვაჩინე,მან კი ჩემში დედა იპოვა,დედა რომელსაც ეძებდა..სახლშიც წავიყვანე,ვაბანავე,გავალამაზ
ე...ფრთები არ ჰქონდა თორემ ანგელოზს არაფრით ჩამოუვარდებოდა...პირველად სიკვდილზე რომ ჩამოვუდე ლაპარაკი,მივხვდი ისიც ჩემნაირი იყო,მასაც არ ეშინოდა,პატარასაც სხვანაირად ესმოდა....მერე გავერთიანდით და ერთად დავიწყეთ ბრძოლა...თუმცა პირველი ის დამარცხა,სიკვდილმაც დაცემა არ აპატია,დასუსტებულს ეძგერა და იმდენი ახეთქა აქეთ-იქით სანამ სული არ ამოხადა,სულსაც არ აცადა გაპარვა,წინ დახვდა ხელი მაგრად მოუჭირა და ცაიყვანა,სხეული მე დამიტოვა...მეც სხვა რა გზა მქონდა დავასამარე.ცჰემი კოცნა და ჩახუტებაც თან ჩავატანე...მერე მივდიოდი,ხშირად მივდიოდი და მის ნაგვემ სხეულს ზემოდან ველაპარაკებოდი...მაშინ სემეზიზღა სიკვდილი,მის მერე ველოდი მასთან შეხვედრას...არც მალოდინა ბევრი..ერთ ჩვეულებრივა დღეს სასაფლაოს კარებთან დამხვდა,ხელი ჩამკიდა და შიგნით ისე შემიყვანა
-ამათ ხომ ხედავ?-ხელი გააწვდინა სასაფლაოს უსასრულობისკენ-ხედავ როგორ შევჭამე თითოეული მათგანი?-არც ერთი გამომიტოვებია,იმის გარდა ვინც იქიდან მოვიდა-ხელი შენობისკენ გაიწვდინა....
-ეკლესია?მაშ იქიდან მოსულებს ვერ ჭამ არა?-სიკვდილმა თავისი შავი თვალებით შემომხედა სახეში,მომიახლოვდა და მკითხა-არ გეშინია,რომ შენც შეგჭამ აი ახლავე,დაგიჭერ და გადაგტეხავ ორ ნაწილად?-ხელი კიდევ ერთხელ შემახო,თავისი ცივი და შავი ბრჭყალები მომისვა ლოყაზე და ჩამეხუტა.სუნთქვა შემეკრა,უცბად ვიგრძენი როგორ წამერთვა ძალა,ჩავიმუხლე,ხელი შემიშვა,თავზე გადამისვა ხელები და ნელ-ნელა დამცილდა...
-არ წახვიდე!დარჩი,უნდა მოგკლა უნდა დაგამარცხო...
სიკვდილმა გადაიხარხარა.......
-გაგიჟდი,არ მჯეროდა,შენზე ამბობენ გიჟიაო,მაგრამ ასეთს არ მოველოდი...მიდი მომკალი,მიდი დამამარცხე...კიდევ გადაიხარხარა..
ნელ-ნელა წამოვდექი ფეხზე,ჩემი სახე მისას გავუსწორე და ვუღრიალე,კიდევ ხარხარი,ვერა და ვერ გავაჩერე...მერე წელში გავიმართე
-მიდი აბა გელოდები,მაჩვენე სიკვდილო რა შეგიძლია,მიდი მომვარდი....
-რა გინდა?შემომბღვირა სიკვდილმა-მე აღარ მეცინება წადი გჩუქნი სიცოცხლეს...
-აბა რად მჭირდება?არაფერი არ შეგიძლია სიკვდილო,შენ იცი რომ მე გაგანადგურებ,შენ იცი ჩემი ძალა..ამდენი ხანი იცოცხლე იკვებე ხალხის ხორცით..და ახლა მოვიდა დრო რომ მეც გავსინჯო შენი ხორცი,თუმცა შენი არა..შენ ხომ ხალხის ნაფლეთ-ნაფლეთ დაგლეჯილი ხორცის ერთიანობა ხარ...შენ ხომ არაფერი ხარ
-სიკვდილი ჩემსკენ გამოექანა და შემჭამა,მეც ნაფლეთ-ნაფლეთ დამგლიჯა...
მერე რაღაც იგრძნო,ჩემი გული დაინახა დაბლა დავარდნილი,მივარდა და ვერაფერი უყო,მერე გაახსენდა,დაიწივლა და ვეღარაფერს გახდა,იქვე მდგომ მესაფლავეს მოვარდა ვეღარაფერი დაუშავა....ეკლესიისკენ გაიხედა,მერე ჩემს გულს დახედა...იქიდან მოსულა და თავი შემაჭამინა,თავი დამაგლეჯინა....მომკლა დამამარცხა.... ბღაოდა გამწარებული სიკვდილი და მერე ახტა დახტა და გაქრა.....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1018 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:56 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 59
სტუმარი: 59
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024