♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » შუამთის მონასტრის მწირი
9:26 PM
შუამთის მონასტრის მწირი

მთიდან ჩამოღმა რიყესა ვრცელსა,

მიხრილ-მოხრილი ბილიკი მიჰსდევს,

გზა ის კახეთის და იქ გამვლელსა,

ტურფა ბუნება გაშლით წინ უდევს.

კლდიდგან სხუა და სხუა, ცივნი წყნარონი

ლურჯათ, კამკამად, მოჩქრიალებენ,

ზედან ტევრები აქვს შეფუთქვნილი,

ვარდნიც შიგა და შიგ აშვენებენ.

მის გაზისა ახლოს შენობა მოჩანს,

ზღუდე ავლია თლილის ქებისა,

ხუროთმოძღვრების მას ვიზანტიის,

აჩნია კვალი ხელოვნებისა.

მას ზღუდეს ქვისას ორმხრივ გარეთა,

მწვანეთ მოსილი ველები უძევს

და იგი ველნი, ას წლოვან ხეთა,

გრძელის შტოებით გადმოუჩრდილებს.

გალავანს შიგნით, ახლო სახლსა,

ტაძარი უდგას შემკული ტურფად,

იქ მყოფნი ბერნი, წმინდა კერემისა,

შეტრფიან ლოცვით დილით, თუ მწუხრად!

რომ მივედ იქ იმ მყუდროს უდაბნოს,

საღმრთო გრძნობითა გული მიძგერდა,

მოხუცი ბერი წამოდგა ახლოს,

ხელს ვეანბორე, ის პირჯვარს მწერდა.

მითხრა: შენ, შვილო, ვინ ხარ, რა გინდა;

ილოცავ, შეხვალ წმინდას ტაძარსა?

მიუგე: მიახ, ნახვა მომინდა,

შორის ქვეყნითგან მგზავრად მავალსა.

და რა გააღეს კარი ტაძრისა,

წმინდათ ხატებს რა თაყვანი ვეცი.

ბერმა:--- აი, გვამიც თინათინისა,

ვისგან აღშენდა, მგონია იცი?

დაჰსთმო სოფელი და დიდებაცა,

და აქ შესწირა გრძნობა და სული,

მის ღვაწლს უყურებთ, ხედავ? დღესაც,

ჰსჩანს გვჯობნებია ჩვენ ნივთეული.

ვკადრე: მამაო, ამ აჩრდილს სოფელს,

რას ვემონებით ხანგრძლივ, რას ველით?

არა ვჰრწმუნდებით თვალითვე ნახულს

მეფე, გლახაკი, თანავჰსწორდებთ!

პასუხად მიგო: სასახლეც ნახე,

ნათლად გამოჰსთქვამს მისა დიდებას,

ეს ცრუ სოფელი მაშინ დაძრახე...

ცრემლით ვიქარვებ მეც მწუხარებას...

ამიძღვა კიბის თლილის ქვისასა,

შინ შემიყვანა რა სასახლეში,

ფიქრით ვსინჯავდი ყოველს მხარესა

თითქოს ვიყავი რაღაც სიზმარში.

ფანჯრით ნიავნი ფოთოლს მოწყვეტილს

ჩემკენ ისროდა, ხეთ აქანებდა,

სარკმლისა ახლოს ვარდსა და ხეხილს

ფრინვლისა გუნდი დაჰსჭიკჭიკებდა.

გულ ამომჯდარი, როგორც ყმაწვილი,

ბერი მდუღარეს ცრემლებს ჰღვრიდა,

ეს ვნახე, --- ვიქმენ გაშტერებული,

რა ვკითხე მოჰყვა, არ მომერიდა:

- მაშ მომითმინე, გიანბობ მეცა,

მოკლედ, აქა იქ, ჩემს გარდასავალს.

ამ მოგონებით ზარი დამეცა, -

ნეტამც დამშლიდეს საჩქაროდ ფერფლსა¦

- მეც ვთავადობდი, ვიყავ განთქმული,

სახლ-კარი მქონდა გაღმა მხარშია,

ჩემთვის უღირსნი ცოლი და შვილი,

გარს მეხვეოდნენ უბე-მკერდშია.

ქორფები მყვანდნენ, ვაჟი შვილები,

სამნივ კოკორს ვარდს ემზგავსებოდნენ,

გიშრისა ფერი, შავი თვალები,

თეთრს ყირმიზს სახეს დაუშვენებდნენ.

მაღზედ უფროსი მე მყვანდა ქალი,

თექვსმეტის წლისა, - მშვენიერება;

არ გაიფიქრო, ვიტყუი მშობრლი

და განგება ვსთქვი ესრეთი ქება!!!

რომ შევსულიყავ უცებ სახლშია,

ჩემი კასია წინ შემხვედროდა,

გავსილი მთვარე ვით ღამეშია,

ბრწყინვალე შუქით ზედ დამნათოდა.

არსად გინახავს - განთქმულს მხატვარსა

რომ დაეხატოს სურათი რამ ცდით,

იგიცა, ეგრეთ, თვით შემოქმედსა,

სრულად შეემკო თვალ ტანადობით!

ნეტამც იმ დღესა, ოდეს საწყალი,

სვიმონ ჯანიძემ ალავერდს ნახა,

იმ დღით უყვარდა მას ჩემი ქალი

თურმე იდუმალ თვისთვის დასახა.

იმ ალავერდში, მზგავსი არ ჰყვანდა,

კასია, თვის ტოლთ ყველას ჰსჩაგრამდა,

ნაზი ღიმილი ბაგეზედ აჩნდა,

როცა ცეკვამდა და დაფრინამდა.

ჭეშმარიტათ რომ სვიმონიც ისე

იყო იმ ხალხში განსხვავებული:

გადაშლილს შუბლს და მშვენიერ სახეს

აჩნდა ყოველი სიკეთე თქმული.

სამ დღეს იცოდნენ იქ ხომ დღეობა,

ჯირითის ტყორცნა, ლხინი და შვება,

ჯგუფად და ჯგუფად ხალხის ყრილობა,

დუქან-ბაზრები, ვრცელი ვაჭრობა...

მოვიდღეობეთ, შინ რომ წავედით,

გზაც ერთი გვქონდა ცვუენ და სიმონსა,

დარახტულს ცხენებს მივაქროლებდით,...

ლხინით გავედით ალაზნის ფონსა.

მგზავრნი ერთმანეთს მერმე განვშორდით,

მაგრამ სვიმონ შინ, ჩქარა გვესტუმრა.

ცოლ-ქმარი დავხვდით, ქალს ვკრძალამდით,

მის ნახვაც გთხოვა, ვითომ გვიხუმრა.

შემდგომ მოგზავნა მოციქულები,

ქალს თუ არ მომცემთ, თავს მოვიკლამო,

დედის ერთავარ, არ ვებრალები,

კასიას ჰკითხეთ, რათ უმალამთო?

ცოლ-ქმართ ვარჩიეთ, ნათესავთ ვჰკითხეთ,

გითხრეს: უკეთესს აბა ვის მისცემთ...

ჭკვიანსა და გმირს რას დაუწუნებთ,

სიკეთისათვის ყველა პატივს ვცემთ.

ჩვენ შევუთვალეთ: ნება დაგრთევით,

იხარე შემდქომ თან ტაიყვანე...

მეორე ღამეს, ჩუენ მძინარეთა

თავსა დაგვესხა ლეკების ჯარი,

კარის მტვრევამ და დაფის ბრახუნმა,

მსწრაფლ დაგვაღვიძა, მოვიდა მტერი.

როგორ მივედი თოფ-იარაღთან,

მე ჩამოღება ვეღარ დავასწარ,

მძვინვარე ლეკნი, მოცვივდნენ და თან

ხანჯალი დამცეს, ჰსურდათ შევეკარ...

გამწარებულმა, მე, ლეკს, ხანჯალი

წავართვი, ხელი მთლად გადუგრიხე,

თავში შემოვკარ და გაგვეთილი

დაბალა დაეცა, რახუნით, ვით ხე.

ერთობ მოიღეს ჩემზედ გრიალი,

შუამომწყვდეულს ხელი შემიკრეს,

შამ ლეკს ვეჭირე თოკით გაბმული,

ხანჯლების ჩხვლეტით სისხლში მომბასრეს.

ბელადმა მათმა რომ დაინახა,

ხელი მოჰკიდა კასიას მჰსწრაფლად,

მეტს არასა გთხოვთ, ლეკს დაუძახა,

ეგენი თქუენა და ეს მე წილად.

მაშინ მივჰხედე საბრალოს ჩემს ცოლს

წინ დაეჩოქა სთხოვდა ვედრებას;

თუ არ წაასხამთ ჩქარა მომკალით,

მაგათ სიკვდილს კი ნუ დამანახვებთ;

აბა რომ მოკლათ, რას გამორჩებით?

ტყვეს დაიხსნიან, მაშინ ბევრს ირგებთ.

პასუხის ნაცვლად, წიხლები ჩაჰკრეს,

უთხრეს: რას ყბედობ, მანდ ვინ გაკითხებს,

ჯაბრით, სამნივე წინ მოუყენეს, უთხრეს:

უყურე, თვალს ნუ აშორებ.

ჟერ ერთს შემოჰკრეს, ბასრი ხანჯალი

ჩქაფუნით სისხლი, დედას შეესხა

მერმე ის ორი, მთლად დაკუწული,

მუხლსა და კალთას ზედ გადუყარა

ლეკი ჯიყების: ჰაი, შენ ქართველო!

მთებში მეთრია? მწყდებოდა წელი.

უბედო დედამ შეჰკივლა: ,,შვილნო!

და მსწრაფლ განქრა, როგორც სანთელი.

რა ესა ვნახე, მაშინ გავცოფდი,

კბილებით მოვჰსწვდი ერთ, თუ მეორეს,

ხელს გამოუსხლტი და თოკსა ვჰსწყვეტდი,

იმათ მაშინვე დამბაჩა დამჰსცეს...

როდესაც თვალი მე გავახილე,

ზედ წახურული მქონდა ფარჩები,

პირს გადვიხადე და რა ვიხილე!!!

თვით და ფერხით მენთო სანთლები!

წამოხვიდე, ჩემს გვერდით იწვნენ,

ზარ-წახურულნი საბრალოდ მკვდარნი,

გონს მაშინ მოველ და მომაგონდნენ,

ის სალმობის დღე და სისხლის ღვარნი...

მეც ვგონებივართ თურმე მათ მკვდარი,

და იმის გამო აქ ასე ვდევარ,

უბედო ბედი ჩემი რა არი,

რომ მათ შემდგომ აქ საფლავს არ ვწევარ.

გულმა ეს მითქმა-სულ დაიხოცა,

მაშ რიღისთვისღა დავრჩი მე ობლად,

ისევ დავჰსწვები, ვიწექ როგორცა,

ამათმა მეცა დამმარხონ ცოცხლად.

ზეზედ წამოვდექ, რომ გამესინჯა,

სრულად ვთრთოდი რა ახლოს მიველ,

ტირილითა ვსთქვი: ღმერთო ეს დასჯა,

რათ მომაყენე, რას გიშავებდი?

ამ ჩემს სიტყვაზედ სხვა ოთახიდამ,

იქ შემოცვივდნენ მსქრაფლ ჩემნი ყმანი,

იქვე თურმე სთქვა, აი ეს, მამიდამ:

რა მეყურება? ვის ხმათ ვიცანი?

კივილით მორბის თმებ-გაწეწილი,

მოხუცებული ქვით-ქვითიდ მწარედ,

თან იმას მოსდევს კაცი და ქალი,

ვინცა ვინ გყვანდნენ მონათესავედ.

შიზმარსა ვხედამთ, თუ ცხადით მართალს?

გვითხარი ჩქარა და დაგვარწმუნე,

შენ იყავ მკვდარი, ქხედავთ აწ ცოცხალს,

სასწაულია?-გვრწამს, ვართ მორწმუნე.

მე უპასუხე: ჩემი სიცოცხლე,

რათ მინდა ეხლა, ამათ დამკარგავს;

სულ დამიხოცეს, ქვებით ჩამქოლე...

ტანჯვითაც თრევა სიცოცხლესა ჰგავს?

მამიდამ მითხრა: რაღას ვუშველით,

საეშმაკოთ ხომ ვერ გახდი სულსა,

ბიჭო, წინ მოდექ, ვინც დაესწარით,

თქუენვე იტყოდეთ ამბავს ნამდვილსა.

ბიჭმა სთქვა: ქალი რომ წაიყვანეს

და რომ მოვიდნენ მუხა ციხესა,

იქ მოვიწივეთ ჩუენ იმავ ღამეს,-

მდევარზედ გავჰყვე ბატონ სიძესა.

სვიმონ შეება ორმოცის კაცით

გულჯავრიანი გამძლავრებულ ჯარს,

უბალთამ ლეკნი თოფითა და ხმლით,

მშუენიერს ჭაბუკს, გულადსა და გმირს,

დაგვკივლა ქართუელთ ნუგეშის ხმანი:

,,აბა ბიჭებო! თქუენი ჭირიმეთ,

გამხნევდით, მამულს შევჰსწიროთ თავნი,

მამა-პაპასთან პირნათლად წარვსდგეთ!

თოფით და ხმლითა მარჯვეთა ჰკვეთდა

ჰხოცდა, მიჰსდევდა ჯარს უშველებელს;

იმ დროს კასიას შეხვდა, დაფეთდა,

ხმალი გაჰსტყორცნა ხელიდგან, შორს ველს

იქით გაქანდა, სადაც ჰსჯდა ქალი,

წარბ-შეჭმუხვნილი, თვალ ცრემლიანი,

ზედ შემოხვია ბროლ მკერდზედ ხელი,

დაჰკოცნა, უთხრა: ცეცხლი მწვავს შენი,

ვაჟკაცურ სიკვდილს არ დავინანებ,

ჩემი ოჯახი აღიფხვრეს, გაქრეს,

შენ თუ იცოცხლებ და მომიგონებ

ნუ ვეღირსები თუნდა სამარას!

კასიამ უგო: მე რათ მამდაბლებ?

გული მეცა მაქვს, მეც მეყტურება,

მომკალი შენვე, ნუ აგვიანებ:

მტერს მისჰსცემს, ვისაც ვინ ეყვარება?!

მაშინ სვიმონმა მიბრძანა: ჩქარა

აგიქე, ჯარს რატ გვიგვიანებენ?

ჩქარა მოვიდნენ, ეს დამაბარა,

ამ დროს გარს ლეკნიც შემოეხვივნენ.

ჯაგში გამოვსჰსძვერ, მაგრამ კი მიგრძნეს,

წინ გადმომიდგნენ გზები შემიკრეს,

ჩუმად ვუჭვერტდი ომის სიცხარეს...

ცხელ-ცხელი ტყვია, ისე ჰსცვიოდა,

როგორც მაისის შხაპუნა წვიმა.

სვიმონ, დაკოდეს, სისხლი სდიოდა,

თუმც არ ისმოდა კვნესა და მოთქმა.

კასიამ ნახა, მივარდა მარდად,

ახლა მას მოჰხვდა სიმონის ნაცვლად,

იქვე დაეცა ცნობა მიხდილი!

მიწვდა, სვიმონმა მკერდზედ მიიიყრდნო,

ის იყო კიდეც ჰხდებოდა სული,-

მართლად ვჰყოფილვართ მუხთალი, უნდო,

რად არ შევსწირე სიცოცხლე ტკბილი.

სალომობის დღეში, მათი მეშველი

არა სულდგმული იქ არსით ჰსჩანდა,

ოხრათ მისი ცხენი, აღვირწაყრილი,

ხან ჰსძოვდა ახლოს, ხან ხვიხვინებდა.

ხანჯალმოსმული, სვიმონი, მსწრაფლად,

წამოეწია, კასიას მკვლელსა,

გაბრაზებულმა აკუწა, სულ მთლად

და მოუბრუნდა ისევე ქალსა.

სულ დაეხოცად ჩუენი ბიჭები,

ვეღარა ვნახე ერთი მათგანი,

მხოლოდ ყვიროდნენ წუწკი ლეკები

და მათ ჭაჭყანსა მთამ მისჰცა ბანი.

სვიმონ არც ადგა, აღარც იბრძოლა,

იჯდა მწუხარე, გამწარებული,

მას ორთა თოფი მაშინ ესროლა,

მოკლეს და მერმე ჰყვეს განძარცული.

ბელადი მათი სვიმონის ცხენსა

ზედ მოაფრინდა გარდიგდო თოფი,

ლეკებს უძახდა ის თავის ნიშანს,

მოგროვდნენ, მიაქვთ მთაში ალაფი.

წავიდნენ და რომ ფეხის ხმა მოსწყდა,

მაშინ ჩამოველ ძირს, ჩუმათ ხიდგან,

დანაშაული მაქვს,ხმაც გამიტყდა,

მარტო მე დავრჩი ცოცხალი რადგან.

რომ გამოვცილდი, მთასთანვე ახლოს

შემომხვდა კიდეც რუსის ჯარები,

ნაბავი მკითხეს, მივბრუნდით ბოლოს,

წამოვასვენეთ აქ ქალ-ყმა მკვდრები.

ამის მოსმენასა რა არ მმართებდა,

ვიტირე, მოვთქვი და მთლად გავშმაგდი,

ჯარა ექიმი ვინც ხალხს ჰსწამლობდა

არ მივიკარე,-მაგრამ არ მოვჰკვდი!

რა განგიგრძელო, ჩემსავ საყდარში,

ცოლ-შვილთან სიძეც დავასაფლავე.

მერმე რაც მქონდა სულ მონასტრებში

შევსწირე, შევდექ, მწირად აქავე...

რომ გაათავა მან ეს ამბავი,

კვალად დაღვარა ცრემლი მრავალი,

მწუხარედ მოსთქვა: ვაი, ნეტავი,

მე ეხლა მაინც გარდამხდეს ვალი.

ვუთხარ: მამაო, ამ სევდიან გულს

რისთვის აღმიგზნე სახმილის ალი?-

ასე მცოდნოდა აქეთ გამოვლილს,

ვერა მნახვიდა მე შენი თვალი.

მკითხა: სულ უნდა საქართუელოში,

მართალია სისხლი უბრალოდ ჰღვარონ?

ვერ გაგვახარონ ჩუენ სამშობლოში,

კაცსა სიცოცხლე, მთლად გაუმწარონ?

ოთხსავე კუთხივ მტერნი მფლეთელნი,

გარს გვახვევიან, გვიკლებენ, გვხოცენ,

თუმცა მაგრობენ გმირნი ქართუელნი,

ერთსა ჩუენგანსა-ოცს შეახოცენ.

მაგრამ რა ვიცით ბოლოს რა მოაქვს,

გაუმაგრდებით მათ ძალას, განა?

მამულს და წმინდათ წინაპართ საფლავს,

მიიტაცებენ ნუ თუ ჩუენგანა?..

რა ეს წარმოსთქვა, სვეტს მიესვენა,

თვალებს იწმენდდა გაფითრებული,

ვსთხოვე, გავიდეთ გმართებს მოთმენა,

დღეს ღუთისაგან ხარ შენ თვისებული.

ჩამოვლეთ ორთავ კიბე იგივე,

მიმართა მან თვის სენაკს ბედკრულმა,

და მე ჩემს გზასა შეუდექივე,

ფიქრის უფსკრულით გარემოცულმა.

განვლო დროებამ და გაირბინა,

მკითხველნო, ვნახეთ დიდი ცვლილება:

შავ ღრუბლებშუა ძლევამ იბრწყინა,

ვჰგონებ განვჰდევნოთ მტერი და ბრძოლა.

ჩუენს საქართუელოს, რომელიც იცნობს,

არ განიკვირვებს ზემო თქმულს ამბავს,

კავკაზის მხსნელსა, კავკაზში ვინ ჰგმობს,


და ერთობ სამწყსო მსხვერპლს არ შეჰსწირავს?!
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1309 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:20 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 68
სტუმარი: 68
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024