♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » შორს ცის კამარას მიწიერთაგან
10:07 AM
შორს ცის კამარას მიწიერთაგან

შორს ცის კამარას მიწიერთაგან ალი ეკიდა მზისფერ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში.
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი ცხრა საფეხური ამაღლებულა,
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი დროში ქცეული უკვდავ სხეულად.
იქ ღმერთი იჯდა , ამაყი ღმერთი და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას,
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა,
მე დედამიწის იალაღებზე ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან.
და თითქოს ლოდი გულმკერდზე მეცა, ღვთის ხმამაღალი ,ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა, ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა.
-- ადამიანო, სასუფეველში ადრე მომხვდარხარ, რომ დარჩე მარად
მე ვხედავ შენი სულის მორევში იმ ბოროტებას რომელსაც მალავ.
მოგიახლოვდა ღვთის სამართალი, განსჯა უმწიკვლო, სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა, რომ ხარ მართალი , გულის სიღრმეSი ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე, ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი,
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე, ჩემში გაცოცხლდა მოკვდავის ზიზღი.
--უალო ხალხმა დაგარქვა ღმერთი, მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?
დედამიწაზე რა ვნახე მეტი? სხვა ჯოჯოხეთი არ არის, არა!
შრომას და დაღლას ვუძლებდი დიდხანს, ვერ ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი,
თითის დაქნევა და შენი რისხვა, არ მინდა ღმერთო ისედაც მყოფნის...
სიმართლე გინდა? აგერ ვარ შენს წინ, მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის, ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს, ხედავ?!
იცი უფალო რა არის ცრემლი? ვერ მიამსგავსებ შენ შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი, ცრემლი ისაა როდესაც გტკივა,
მაგრამ არ იცი უფალო რადგან, შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ცრემლი და დაღლა, რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.
მე გეტყვი მართალს დამსაჯე მერე, ადამიანი ამდენს ხომ ვბედავ
მაგრამ, რომ მითხრა ვერ დავიჯერებ მე დამნაშავე რაში ვარ ნეტა?
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან? იქვე ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან? თუ ყველაფერი შექმენი თვითონ?
ცოდვებით არის სამყარო სავსე, რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე და დამნაშავეც შენვე ხარ თვითონ.
-- ადგა უფალი...დატოვა ტახტი და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედ და ყველაფრით დაღლილს თან თითქოს მონას პასუხი გამცა:
-- გტკივა! და ასე იქნება მარად, რადგან ეს არის სამყოფი ხალხის,
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად, რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.
ნახეთ სამყარო მშვიდი და სუფთა, მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით
მტვერი ააგდეთ სიმართლის შუქთან ახლა ამ მტვერში სამართალს ეძებთ?
არ იყო ცუდი, არ იყო კარგი, არც განსხვავება არ იყო დროში,
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი და გული დაჭრა მიწიერ ომში.
შენ მართალი ხარ , უკვდავი სული აღარ ღონდება ცოცხალის სევდით,
მაგრამ ოდესღა მეც მქონდა გული ახლა რომელიც ხალხს დააქვთ მკერდით.
ოდესღაც ასე, უცრემლო მშვიდი დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი ამდენი შვილის გადასარჩენათ.
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა, ცეცხლი ეკავათ ცეცხლისფერ გველებს,
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა, არა ეს იყო ცხოვრების მერე.
თავი დავხარე, დავმალე სახე, ასე უეცრად ჩემ სასჯელს ვიხდი
და მე უფლის წინ სიმართლე ვნახე, ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი.
თუ მეზობელი სახლს აგიშენებსმ შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას
არ დააბრალო მერე მშენებელს სახურავიდან წყალი თუ წვეთავს.
უფალს შევთხოვე : - ყველაფერს შენ წყვეტ, ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო.
მე სიბრმავისგან არ მქონდა ფიქრი და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს,
მე დამნაშავედ იმიტომ გთვლიდი,რომ უკვდავებში ვეძებდი ბრალულს.
დედამიწაზე ვეძებდი მართლებს და მოსამართლე არ მყავდა არსად
შენა ხარ ჩემი დღეს მოსამართლე და შვილი შენი მოველი დასჯას !


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2791 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 4.8/15
სულ კომენტარები: 4
4 meko meko  
0
magadiaa

3 panc  
0
temur eliavas

2 შოთო  
0
visi leqsia zepirad viswavle da ar vici visia

1 nodari  
0
Wow Dzalian magaria :O amas aucileblat viswavli zepirad

სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 0:18 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024