♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 31 » შენით დაწყებული წელი
10:04 AM
შენით დაწყებული წელი


სასაცილოა, ადამიანი რომელიც საკუთარ სულში ხელის ფათურს ებრძოდა ყოველთვის ,ეხლა თავად აღებს დიდი ხნის წინათ საგულდაგულოდ ამოქოლილ კარებს და ყველას აძლევს საშუალებას დაინახოს რა ხდება იქეთ... იქეთ გულის გადაღმა ...

ვინც ცხოვრებაზე ერთხელ მაინც დაფიქრებულა დამეთანხმება ალბათ,რომ სიშავეს ხშირად ნათელი ცვლის ... დაღმართს -აღმართი, ბოროტებას- სიკეთე , მწარე ვარდნას -ცაში უშფოთველი ნარნარი და ა.შ ... ანუ ხშირად ვვარდებით ერთი უკიდურესობიდან მეორეში...
განსაკუთრებულს არაფერს ვწერ და არც ამერიკა აღმოვაჩინე ამ პაატარა ჩანახატით ...
უბრალოდ მეწერინება ... რაღაც ფრაგმენტს ვიპარავ გრძნობების კართოთეკიდან და დაუფიქრებლად ვამზეურებ... დაზიანების და ნაცარტუტად ქცევის შიშის_ სრული იგნორით ....

რაღაც რადიკალიზმში გადავვარდი ამ ბოლოს ... ან მაინტერესებს ,ან საერთოდ არ მადარდებს ....მაგრამ ხომ შეიძლება ძალიან არ ვიკლავდე თავს ინტერესით და უბრალოდრაღაც ნიუანსებმა მიმიზიდოს? ... შეიძლება სხვისთვის ალბათ...ჩემთვის არა .
ან ვგრძნობ ყველაფერს , ან საერთოდ უგრძნობი ვარ ,მაშინ, როცა შეიძლება ოდნავ მაინც ამაფორიაქოს რაიმემ ...

ან გული მიმიწევს ,ან საერთოდ არსებობას ვერ ვამჩნევ...როცა შეიძლება უბრალოდ ზრდილობის გამო ვიყო ყურადღებიანი ...

რაღაც ამოუცნობი ძირეული გარდაქმნები მიმდინარეობს ჩემი სულის საძირკველში...მგონი მოშენებას მიპირებენ გრძნობები და საყრდენი, წარსულის კედლის გაუქმებას ... მორჩილად მივყვები დინებას ... ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ არ შემჩნევისთვის ....

იცით ?... მე თავისუფალი ვარ ....
სულით და ხორცით თავისუფალი...

თავისუფალი... წარსულთან ჭიდილით,
თავისუფალი ...აზრებთან ორომტრიალით,
თავისუფალი ...ოცნებების ქარცეცხლით,
თავისუფალი... სილაღის შეგრძნებით ...

... და ამ სრულ თავისუფლებაში ერთ ადგილს ვინახავ მხოლოდ ... ამაყად ვადებ აბრევიატურას busy და ვინახავ ... ვინახავ მხოლოდ .......


როცა ჩაივლის ყველა ტკივილი...ვიცხოვრებთ ...ვისთვის?...
როცა ჩადგები ყველა ტორნადო... ამაყად ვიტყვით... ვისთვის ?
როცა დრო მოვა სამუდამოდ ვიქნებით ერთად ....ვისთვის?
P.s ………..მისთვის!




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1050 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 te_te  
0
nika_wero sheni sakontaqto info mchirdeba .

aq verafrit vipove - am chanaxatis avtori var da imedis shenc ici romeli sitedanac daakopire :)

saavtoro uflebebs argvev - an saxeli miacere ( iq mititebuli aqvs ) an saertod cashale ))


სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:04 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024