♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » შემოდგომის ინტერვიუ
4:20 PM
შემოდგომის ინტერვიუ

შემოდგომის ინტერვიუ 
პირველი რესპოდენტი – ნაძვის ხე

ჟურნალისტი – როგორ მოგმართოთ: ბატონო ნაძვო, თუ ქალბატონო ნაძვო?
ნაძვი – რიგრიგობით
ჟურნალისტი – ბატონო (?!)
ნაძვი მხოლოდ იცინის
ჟურნალისტი – რას გვეტყვით თქვენი ცხოვრების შესახებ, როგორ პირობებში გიწევთ ცხოვრება?
ნაძვი – ბედს არ ვუჩივი, აგერ უკვე 32 წელია ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალურ ტყე-პარკში ვცხოვრობ. გვიცავენ და გვივლიან... თუმცა ამ ზაფხულს ცოტა შევწუხდით, ალბათ მოგეხსენებათ ოკუპანტების (უხ მაგათი ტუუ...) მიერ გაჩენილი ხანძრის თაობაზე. კიდევ კარგი აქამდე არ მოსულა, მაგრამ საშიშროების შემთხვევაში მე მაინც გავასწრებდი, საზღვარგარეთის პასპორტი და სხვა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს.
ჟურნალისტი პირდაღებული და თვალებგაფართოვებული უყურებს, მაგრამ მაინც განაგრძობს – რას ფიქრობთ მომავალზე?
ნაძვი – ახალი წელი გვიახლოვდება, ჩვენი მასობრივი ჩეხვის პერიოდი. ვინ იცის, იქნებ თბილისში პარლამენტის წინაც მიხილოთ მთავარ საახალწლო ნაძვისხედ. მაგრამ ხომ იცით იქიდანაც მომისვრიან 14 დღეში პირდაპირ ნაგავსაყრელზე.
ჟურნალისტი – ნუ ღელავთ, ახლა მოდაში ხელოვნური ნაძვებია.
მეორე რესპოდენტი – ალვის ხე

ჟურნალისტი აღარ კითხულობს, თუ როგორ მიმართოს მას.
ალვის ხე ტირის
ჟურნალისტი – რა გატირებთ?
ალვის ხე – შვილები წამართვეს
ჟურნალისტი – ვინ წაგართვათ შვილები?
ალვის ხე – დროებამ... წარმოიდგინეთ დაჰბერავს ქარი, შვილებს ახლოს მივიკრავ, ხელიდან მგლეჯენ... იცით, სანამ საბოლოოდ არ მომშორდებიან ჩემი შვილები, უკანასკნელად იკრებენ ღონეს, რომ თავი დაიმაგრონ ჩემზე, ისტერიულად ფარფატებენ, აქეთ-იქით აწყდებიან, ყვირიან. მეც არ ვუშვებ მათ ხელს, მაგრამ ბოლოს მაინც ქარი იმარჯვებს. ისინი ჩემს ფერხთით დაესვენებიან და მე ვუყურებ მათი ლპობის პროცესს.
ჟურნალისტი უემოციოდ დგას – რას ელით?
ალვის ხე – გაზაფხულს, რომელიც ჯერ ძალიან შორსაა.


მესამე რესპოდენტი – ბაო-ბაბი

ჟურნალისტი თბილისში, ვიღაც მილიონერის სახლის ბაღში შედის. მილიონერს გართულება აქვს ბაო-ბაბის ხეზე, რომელიც მადაგასკარიდან ჩამოიტანა და საგანდებოდ მისთვის ააშენა უზარმაზარი ორანჟერეა. ორანჟერეიდან გოდება ისმის.
ჟურნალისტი – გამარჯობათ
ბაო-ბაბი – რა გინდა?!
ჟურნალისტი – არ მოგწონთ აქაურობა?
ბაო-ბაბი – მშობელ მიწაში მიდგეს ფესვები!
ჟურნალისტი ცინიკურად – მაშინ აქ როგორ დგახართ?
ბაო-ბაბი – ორმოში ჩამდგეს ფესვებგარეშე და ტროსებზე დამკიდეს
ჟურნალისტი – კი მაგრამ, ხომ კარგ პირობებს გიქმნიან, მეტი რა გინდათ?
ბაო-ბაბი – "არ გავცვლი მე ჩემს სალ კლდეებს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!” – ბაო-ბაბი მომენტალურად ხმება.
ჟურნალისტს ბაღიდან კინწისკვრით გამოაგდებენ.


მეოთხე რესპოდენტი – დაუდგენელი ჯიშის, დიდი ხნის გამხმარი ხე უღრან ტყეში

ჟურნალისტი – იქნებ უკვე დროა ღუმელში აგიზგიზებული გიხილოთ?!
ხე ხმას არ იღებს, მხოლოდ უცნაურად ირხევა
ჟურნალისტი – ვერაფერი გავიგე!
ხე უწინდებურად დუმს, რხევა ძლიერდება
ჟურნალისტი წყობიდან გამოდის, ხეს მიაფურთხებს და თავისი გულის გამაწვრილებელი ხმით კივის – გამაგებინეთ რა ხდება აქ?!
ხე უკომენტაროდ ადგილს მოსწყდა და ჟურნალისტს დაეცა.
ჟურნალისტი მოკვდა.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1135 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:04 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024