♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 16 » შეგიძლიათ თუ არა პატიება
6:46 PM
შეგიძლიათ თუ არა პატიება

შეგიძლიათ თუ არა დაივიწყოთ თქვენთვის მოყენებული უსიამოვნებები თუ ელოდებით, სანამ ხალხი თვითონ მოვა თქვენთან და შერიგებას გთხოვთ? ამაში გასარკვევლად ეს ტესტი დაგეხმარებათ.

1. ეჩხუბეთ შეყვარებულს. თქვენ...

ა. მოხდენილში მხოლოდ თქვენ თავს ადანაშაულებთ;
ბ. დარწმუნებული ბრძანდებით, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე;
გ. თვლით, რომ თქვენ ორივე დამნაშავე ხართ მოცემულ სიტუაციაში;


2. წარსულზე ფიქრისას, ყოველთვის იხენებთ...

ა. წყენები, რომლებსაც ხალხი გაყენებდათ;
ბ. საკუთარი წარმატებები და მიღწევები;
გ. ბედნიერი მომენტები, რომლებიც თავს გადაგხდენიათ;


3. ეჩხუბეთ ახლო დაქალს მისი ყურადღებისთვის თქვენი თაყვანისმცემლის მიმართ. თქვენი მოქმედება?

ა. დაიცდით, სანამ სიტუაცია ჩაწყნარდება და დაელაპარაკებით მას;
ბ. მოძებნით შერიგების შესაძლო გზას;
გ. გამორიცხავთ მას ახლო მეგობრების სიიდან;


4. კოლეგა გჭორავთ ზურგს უკან. რა ხერხით შეეცდებით გამოასწოროთ მოცემული სიტუაცია?

ა. გაწყვეტთ მასთან ყოველგვარ ურთიერთობას;
ბ. წყნარად დაელაპარაკებით, რომ გაარკვიოთ, რა მიზნით აკეთებს ამას;
გ. დაფიქრდებით მისი საქციელის მიზეზზე და შეეცდებით ყველანაირი მის მიერ ნათქვამი ჭორი ახსნათ


5. მეგობრებთან ერთად წახვედით რესტორანში, ოფიციანტმა კი, რომელიც თქვენს მაგიდას ემსახურებოდა, უხეშად გიპასუხათ. როგორ მოიქცევით?

ა. არანაირ ყურადღებას არ მიაქცევთ, თქვენ ხომ ყველანაირი წყენა იოლად გივლით;
ბ. გამოიძახებთ ადმინისტრაციას და მასთან გასწორებას სთხოვთ;
გ. გადაჯდებით მაგიდასთან რომელსაც სხვა ოფიციანტი ემსახურება;


6. სამსახურის გზაზე, გამვლელმა მანქანამ ტალახი შემოგასხათ. რეზულტატში თქვენ თვლით, რომ ახლა უკვე...

ა. დღე უიმედოდ გაფუჭებულია. და ამ ინციდენტთან დაკავშჲრებით საღამომდე აღშფოთებული იქნებით!
ბ. რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოთ ამ პატარა უსიამოვნების შესახებ;
გ. უნდა იყოთ უფრო ყურადღებით, რომ უსიამოვნო გამოცდილება მეტჯერ არ განმეროდეს;


7. წარმოიდგინეთ, რომ გაღიზიანებულ მოსაუბრესთან მოგიწიათ ურთიერთობის ქონა. როგორ მოიქცევით?

ა. გადაიყვანთ საუბარს ნებისმიერ ნეიტრალურ თემაზე;
ბ. სთხოვთ მას დაწყნარდეს და საუბარს გააგრძელებთ;
გ. იმ წუთშივე შეწყვეტთ ურთიერთობას;


8. დედამთილმა ძლიერ გაწყენინათ. რას მოიმოქმედებთ საპასუხოდ?

ა. შურს იძიებთ მასზე, მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილისთვის;
ბ. დაივიწყებთ მის სიტყვებს. რატომ უნდა გაიფუჭოთ ნერვები მათთვის, ვინც ამის ღირსი არ არის?
გ. შეწყვეტთ მათთან ურთიერთობას და შეეცდებით მასთან შეხვედრებს თავი აარიდოთ;


9. კოლეგა "იაზვურად" გაგეხუმრათ ყველას თანდასწრებით. თქვენ...

ა. შეეცდებით იგივენაირად უპასუხოდ;
ბ. ყველასთან ერთად თქვენც გაიცინებთ, სიცილი ხომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს;
გ. კოლეგას, რომელმაც გაწყენინათ, აიძულებთ სახალხლოდ მოგიხადოთ ბოდიში


10. დაინახეთ, თუ როგორ ეარშიყება თქვენი შეყვარებული დაქალს. ეს თქვენ გაწყენინებთ?

ა. რა თქმა უნდა არა! ისაუბრონ;
ბ. აპატიებთ, თუ შეყვარებული იტყვის, რომ მას ის არ მოსწონს;
გ. ეტყვით, რომ მასთან ლაპარაკი შეწყვიტოს;


ახლა კი დროა, დათვალოთ ქულები, მოცემული ცხრილის გამოყენებით

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ა 1 3 2 3 1 3 1 3 2 3
ბ 3 2 1 2 3 1 2 1 1 2
გ 2 1 3 1 2 2 3 2 3 1


10-16 ქულა

არ ხართ წყენია ადამიანი. თუ ვინმე შეურაცყოფას განებთ ან ცუდად გეხუმრებათ, ამას დიდ ყურადღებას არ აქცევთ, პრობლემას არ ქმნით და მთელ ნეგატიურ აზრებს ყრით თავიდან. მაგრამ მიდიხართ იმ აზრამდე, რომ ის ადამიანი ჯობია დაივიწყოთ. მცირე უსიამოვნებები ცუდ ხასიათზე არ გაყენებთ, შეგიძლიათ ურთიერთობისგან, ცხოვრების უმნიშვნელო მოვლენებისგან და სასიამოვნო ამბებისგან სიამოვნება მიიღოთ. ხოლო წყენებზე კი საერთოდ არ გსურთ დროის დახარჯვა!


17-23 ქულა

ადვილად პატიობთ ადამიანებს. მაგრამ არა ყველას! საკუთარი ფასეულობების დაფა გაქვთ, - რაზე ღირს თვალების დახუჭვა, და რაზე - არა! თუ თვლით, რომ ვინც გაწყენინათ დამნაშავეა, მაშინ შეგიძლიათ შეწყვიტოთ მასთან ურთიერთობა და მეგობრების სიიდან გამორიცხოთ. ასეთი მსოფლმხედველობა გაძლევთ საშუალებას არ გააკეთოთ აქცენტი სისულელეებზე, და ყურადღებას მართლაც რომ მნიშვნელოვან საგნებს. სერიოზულ კონფლიქტში, განსაკუთრებით ახლობლებთან, თვლით, რომ ყველა მხარე დამნაშავეა, და თქვენ თვითონ შერიგების გზას ეძებთ. ხალხის ნაკლთან სწორი მიდგომა საშუალებას გაძლევთ თავი აარიდოთ პატარ-პატარა წყენებს და ყოველგვარ გაურვკვევლობებს.

24-30 ქულა

ყოველგვარ სისულელეს შეუძლია თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა. უბრალო რამეზეც კი წუხდებით, როგორიცაა მაგალითად ლაქა ტანსაცმელზე და ა.შ. არაფერს ივიწყებთ! ხოლო სანამ ადამიანი რომელმაც გაწყენინათ სამაგიეროს არ მიიღებს, ჯობია თვალწინ არ დაგენახოთ. გჭირდებათ, რომ ირგვლივ მყოფებმა პატივი გცენ. იფიქრეთ იმაზე, რომ "წყენიაობა" ხელს გიშლით ცხოვრებისეული სიხარულისგან სიამოვნების მიღებაში...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1094 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 5:28 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024