♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 11 » სექსი სასარგებლოა
7:12 PM
სექსი სასარგებლოა

  

გარდა ყველა იმ სიამოვნებისა, რომელთაც სიყვარული გვჩუქნის, ფიზიკური სიახლოვე ჯანმრთელობისათვის შეუცვლელია.

უპირველეს ყოვლისა ყველასთვის ცნობილია, რომ სექსი აუმჯობესებს განწყობას. თუმცა, ნაკლებადაა ცნობილი მისი სასიკეთო გავლენა ორგანიზმზე მთლიანად. სრულფასოვანი სექსი ჯანმრთელობის გარანტიაა. ფრანგი ექიმები თვლიან, რომ სექსუალურ აქტივობას აქვს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჩვენი ფსიქიური წონასწორობისათვის. ის ადამიანს მატებს იმის რწმენას, რომ უყვართ და მოსწონთ. რაც შეეხება ჯანმრთელობაზე გავლენას: მისი სასიკეთო მოქმედება ადვილი შესამჩნევია ისეთ მნიშვნელოვან ორგანოზე, როგორიც კანია. შეყვარებულ ქალს უუმჯობესდება სახის კანი და ფერი.

ყველაფერი დამოკიდებულია ჰორმონებზე. სექსი ხელს უწყობს ჰორმონალურ წონასწორობას. ქალის ორგანიზმში გამომუშავდება ის ჰორმონები, რომლებიც აუმჯობესებენ კანის ხარისხს და ანიჭებენ მას სირბილეს.

ამას გარდა სექსი ყველაზე სასიამოვნო და ბუნებრივი საშუალებაა უძილობისაგან, რაც ისევ და ისევ ჰორმონებთანაა დაკავშირებული. სასიყვარულო ალერსის დროს, ჩვენი შეგრძნებები ნერვული დაბოლოებების გავლით მიდის ტვინამდე, სიამოვნების ცენტრამდე. არსებობს სიამოვნების ჰორმონებიც კი, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებები.

სწორედ აქედან წარმოიშობა სიმშვიდის შეგრძნება, რომელსაც ზოგჯერ ძილამდე მივყავართ. სხვა საძილე საშუალებებისგან განსხვავებით ამ ჰორმონებს არ აქვს უკუჩვენება ან რაიმე გვერდითი მოვლენები და ისინი არ ვნებენ გულით ავადმყოფებსაც კი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ სექსმა შეიძლემა გამოიწვიოს გულის ინფარქტი, დღეს კი , როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენა, ეს შიში უსაფუძვლოა. პირიქით, სექსი შესანიშნავი საშუალებაა გულის ვარჯიშისათვის. მაჯისცემა სიმშვიდის მდგომარეობიდან (70-80 დარტყმა წუთში) სექსის დროს 100 დარტყმით წუთში, ხოლო უშუალოდ ორგაზმის დროს 160-180 დარტყმით წუთში იცვლება.

თუ ქალს რეგულარული სექსი აქვს და რაც მთავარია იღებს ამით სიამოვნებას, მისი მკერდი იმატებს ზომაში. იგივე ხდება, თუ დიდი ხნის შესვენების შემდეგ ქალი ისევ იწყებს რეგულარულ სექსულაურ ურთიერთობებს.

სხვათა შორის, სექსით ბევრი ქალბატონი იკლებს წონაში . ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სექსის დროს ადამიანი მეტად ტკივილამტანია, ვიდრე სხვა შემთხვევებში. ამ დროს სხეული სავსეა ისეთი ჰორმონებით, რომლებსაც აქვთ გაუტკივარების თვისება.
აღსანიშნავია, რომ სექსი დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა , რომ ჩვენი მოგონებები მეტად ხანგრძლივია, თუ ისინი დაკავშირებულია ძლიერ ემოციებთან.

და ბოლოს, ისევ ფრანგი ექიმების რჩევა: სჯობს, გქონდეთ იშვიათი, მაგრამ კარგი სექსი, ვიდრე ცუდი სექსი ხშირად. სიყვარული სასარგებლოა მაშინ, როცა ის ორმხრივია.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1337 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:38 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 62
სტუმარი: 62
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024