♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 29 » როგორ მოვინადიროთ ოცნების მამაკაცი !
8:30 PM
როგორ მოვინადიროთ ოცნების მამაკაცი !

როგორ მოვინადიროთ ოცნების მამაკაცი !
აი, დგას იგი თქვენს წინაშე: სოლიდური, სერიოზული და თვალს გიკრავთ. სიმპატიური, შეძლება ათლეტურიც, მოდური საათით და მაგარი მანქანით – ფაქტიურად ოცნებაა. მაშ რატომ გახრჩობთ ეჭვები?

იმიტომ რომ დიდი ხანია 30 წლისა აღარ არის, აქვს გარკვეული სახსრები, რომ ღარიბულად არ ცხოვრობდეს, სიმპატიური და თანაც ნორმალური ორიენტაციისაა, მაგრამ ცოლი არასდროს ყოლია. თუ კარგად გაერკვევით, ყველაფერი გასაგები გახდება: იგი უბრალოდ უცოლო მამაკაცია! და სანამ თქვენ ეჭვის თვალით უყურებთ, თვითონ არანაკლები "ჩხვლეტითა" და შიშით გათვალიერებთ.

მაშ ასე, აღვწეროთ ეს მამაკაცური ფაუნის იშვიათი ტიპები.

ნამდვილი, უცოლო მამაკაცი უნდა იყოს არა ნაკლებ 40 წლისა, იმიტომ რომ 40 წლის ასაკს ქვევით ჯერ კიდევ "საცოლედ" ითვლება. უცოლო მამაკაცს უნდა ჰქონდეს ბინა, ავტომანქანა, დაჩა, მოსამსახურე და საკუთარი აზრი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უცოლო არ არის.

სპეციალისტებმა აღწერეს, სისტემატიზირება და კლასიფიცერება გაუკეთეს ასეთ მამაკაცებს:

დედიკოს ბიჭი: მერე რა რომ მას მაგარი მანქანა ყავს (თუნდაც 4 ცალი), ძვირფასი საათი უკეთია და საუკეთესო დიზაინერებთან იმოსება, ის ხომ დედასთან ცხოვრობს. დედიკო ხაჭაპურებს დაუცხობს, ჩაის დაალევინებს, ცხვირს მოწმენდს, წინდებს მოუძებნის, ცუდ პარტნიორს ჩამოაშორებს, კარგს – საკუთარი ხელით გაუკეთებს საჩუქარს. ეს ყველაფერი ისეთი საშიში არ იქნებოდა, "ბიჭი" რომ ორმოცი წლისა არ იყოს.

უფრო კარგი ვარიანტია, თუ დედიკოს ბიჭი – დედიკოსთან არ ცხოვრობს, მაგრამ ურეკავს, ხშირად მიდის სტუმრად. და გადაწყვეტილებებს შემდეგი პრინციპით იღებს – როგორც დედიკო ეტყვის.

ასეთი უცოლო მამაკაცი – ყველაზე რთულია საქორწილო თამაშებისთვის. რატომ? ისევ იმიტომ – დედიკოს გამო. ხოლო ის კი თვლის, რომ მას აქვს ყველა ექსკლუზიური უფლება შვილზე და ძალიანაც შესაძლებელია, რომ ცოლიც თვითონ მოუძებნოს.

მაჩო: მასზე მაგარი მხოლოდ ჩაკ ნორისია და ესეც უნდა გადაამოწმოთ. მთელი თავისი გარეგნობით და ქცევით იგი გაჩვენებთ, რომ ჯერ არ დაბადებულა ისეთი ქალი, რომელიც დაიმსახურებდა ვაკანტურ ადგილს მის გვერდით... ამასთან, ძალიანაც შურს თავისი დაქორწინებულ-გათხოვილი მეგობრების და ცდილობს დააშოროს ისინი. მთელი არსებით ცდილობს დაგიმტკიცოთ, რომ იგი ნამდვილი მამაკაცია. სახეც გასაპარსი აქვს, ტვინიც დანაგვიანებული, საშინელი სუნიც და ა.შ. მილიონებიც კი ვერ შველის.

თავდაჯერებული: საკვირველი, რაფინირებული – მოკლედ, ნამდვილი ეგოისტი. იგი იმდენად თვითცენტრისტულია, რომ აზრადაც არ მოსდის, თუ სამყაროში სხვა ადამიანებიც არსებობენ. არასდროს და არავითარ შემთხვევაში ეს საოცრება თავის თავზე პასუხისმგებლობას არ აიღებს – არც ცოლზე, არც შვილებზე. თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ძაღლებსაც კი არ მოსწონთ იგი. დასკვნა თავად გამოიტანეთ.

მარტოხელა: თვლის, რომ სანამ შვილს გაზრდის, ჯერ სახლი უნდა ააშენოს და ერთი ხე მაინც დარგოს. მერე, ცოტა მოგვიანებით, ხვდება, რომ კარგი იქნებოდა მილიონიც რომ ჰქონოდა. უფრო გვიან ხვდება, რომ ოჯახური ცხოვრება ნობელის პრემიის გარეშე რა ცხოვრებაა, ან საპრეზიდენტო ასაკის გარეშე. მოკლედ, გეგმები უსაზღვროდ აქვს, სამწუხაროა, რომ სიცოცხლეა ხანმოკლე.

მონადირე: მას მუდმივად სჭირდება ვინმეს მონადირება – უბრალოდ, ტონუსში რომ იყოს. ამასთან, ყოველთვის, როცა მსხვერპლი ეცემა, იგი მისადმი ინტერესს კარგავს და ასაღებადაც კი არ მიდის. დასკვნა – ნუ მიანიჭებთ მას ამ სიამოვნებას. დაე, იხეტიალოს ეჭვებში, დაე მისი გული კვნესოდეს და ფიქრები დაქროდეს. დაე... ეს მისთვის მხოლოდ სასარგებლოა.

გარყვნილი: ყველაფერი გასაგებია – არატრადიციული სექსუალური მისწრაფებები, უცნაური გემოვნება და საშიში სურვილები. რა ქორწინებაზეა ლაპარაკი ასეთ სიტუაციაში?

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1256 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:20 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024