♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 16 » როგორ მივაღწიოთ წარმატებას?
7:05 PM
როგორ მივაღწიოთ წარმატებას?

LoVStory.UcoZ.CoM

ეიმინგი: მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის ხელოვნება
ჩვენი ცხოვრება – ეს არის ვექტორული მოძრაობა ერთი წერტილიდან მეორემდე. ეს არის მოძრაობა ერთი მიზნიდან მეორე მიზნამდე, და როცა მიზანი იკარგება, მოძრაობა მთავდება. ადამიანები მიზნებს ყოველდღიურად ისახავენ, ყოველწამიერადაც კი – დალიონ ჩაი, სამსახურამდე დროზე მიაღწიონ, შეიძინონ ახალი კაბა, მიიღონ ახალი თანამდებობა – ასეთი წვრილმანებისაგან შედგება ცხოვრება. მაგრამ ყველაფერი არ ხდება ისე, როგორც იგეგმება: ჩაი მოულოდნელად თავდება, ავტობუსზე გაგვიანდებათ, კაბის შესაძენად ფული არ გყოფნით, ხოლო ხელმძღვანელობა თვლის, რომ თქვენი დაწინაურება ჯერ კიდევ ადრეა...ბედის ირონია? წარუმატებლობა? არა!

არის ადამიანთა მეორე ტიპი – ისინი, ვისაც "უმართლებს". მაგრამ აქ საქმე ფორტუნის გაღიმებაში არ არის. "ბედნიერი შემთხვევა როგორც წესი, გადაცმული მოდის – მძიმე სამუშაოს ფორმით, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა მას ვერ ცნობს" (ენ ლანდერსი). ის, ვინც რამეს აღწევს ცხოვრებაში, "ბედის ნებიერი" კი არ არის, ის არის მიზანდასახული, წარმატებისაკენ მიზანმიმართულად მოძრავი ადამიანი. ეს არიან ადამიანები, ვისი ცხოვრებაც აგებულია ეიმინგის პრინციპზე.

ეიმინგი – ახალი მცნებაა და ნიშნავს "მისწრაფებას". ეს ტერმინი ნიშნავს მიზნის მიღწევის ხელოვნებას, პრინციპების კომპლექსს, მიმართულს წარმატებაზე. მაშ ასე, გადავიდეთ თეორიაზე:

პირველი ეტაპი. მიზნის დასახვაც ხელოვნებაა:
თითქოს უბრალო მოქმედება სინამდვილეში არც ისე ადვილია, რადგან საგნებს ყოველთვის ობიექტურად ვერ აღვიქვამთ და ვიხლართებით მიზეზებში და შედეგებში. ამიტომ პირველი პრინციპი ასე ჟღერს: მიზანს უნდა გრძნობდეთ ან ხედავდეთ, იგი მკაფიოდ ფორმულირებული უნდა იყოს. ამასთან, მან არ უნდა შეუშალოს იმ დადებითს, რაც არსებობს, და არ უნდა იყოს ფანტასტიკის სფეროდან: "მინდა ბილ გეიტსი ვიყო!"მიზანი შესრულებადი და რეალობის შესაბამისი უნდა იყოს. ბილ გეითსი რომ იყოთ, ან სახელი და გვარი უნდა შეიცვალოთ, ან პლასტიკურ ქირურგიას მიმართოთ. ხოლო თუ მაიკროსოფტის დირექტორის შემოსავალი უფრო მეტად გაინტერესებთ, მიზანი ასე ჩამოაყალიბეთ: "მინდა გამოვიმუშაო მილიონი დოლარი ყოველთვიურად!". ამგვარად თქვენ გაგიჩნდებათ შანსი წარმატებისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი – უარყავით აბსტრაქტული აზრები. მიანიშნეთ ზუსტი ციფრები და თარიღები! მაგალითად: "არ მინდა მსუქანი ვიყო" ან "მინდა ბევრი ფული" - ეს მიზანი არ არის. უნდა თქვათ: "მე მოვიკლებ 5 კილოგრამს 60 დღეში" ან "მე ვიყიდი ავტომობილს 6 თვის შემდეგ".

კარგი იქნებოდა თქვენი სასურველი მანქანის ფოტოსურათის დადება თქვენს სამუშაო მაგიდაზე.

მეორე ეტაპი. სავალი გზა მიზნისაკენ:
ნებიჯი 1. "მე..." ჩამოთვალეთ პრობლემური სიტუაცია (მაგალითად: მე ვიწონი 5 კილოგრამით მეტს, ვიდრე საჭიროა. ამის გამო არა კომფორტულად ვგრძნობ თავს).

ნაბიჯი 2. "მე აღარ..."იპოვეთ "უბედურების" მიზეზები (მაგალითად: მე აღარ შევჭამ ძილის წინ, აღარ შევჭამ ბევრ შოკოლადს, არ შევჭამ ბევრს ვახშამზე და ა.შ.). მათი შესრულება – ეს თქვენი ამოცანებია.

ნაბიჯი 3. "ამის მაგივრად მე..." (ამის მაგივრად ვივლი სავარჯიშოდ ტრენაჟორების დარბაზში კვირაში სამჯერ, მოვაწყობ განტვირთვის დღეს კვირაში ერთხელ, შევჭამ მხოლოდ დაბალკალორიულ საკვებს და ა.შ.).

ნაბიჯი 4. მინდა ვიყო ისეთი, როგორც...". თქვენს გარემოცვაში ალბათ არის ადამიანი, რომელსაც თამამად შეგიძლიათ იდეალი უწოდოთ: ყოფილი თანაკლასელი, მეზობელი ან... თუნდაც შერონ სტოუნი! და ეს პიროვნება უნდა იქცეს თქვენს ორიენტირად დასახული მიზნისაკენ სავალ გზაზე.

ნაბიჯი 5. "მე მინდა მქონდეს შემდეგი თვისებები..." - ჩამოთვალეთ ხასიათის ის თვისებები, რომელიც გსურთ რომ გქონდეთ. (მაგალითად: "მინდა მქონდეს შემდეგი თვისებები: ქარიზმატულობა, მიმზიდველობა, სექსუალობა, თავდაჯერება და მიზანსწრაფულობა").
ნაბიჯი 6. "მინდა ვიყო უფრო..." ჩამოთვალეთ ის თვისებები, რომელიც უკვე გაქვთ, მაგრამ გსურთ უფრო განავითაროთ.

ნაბიჯი 7. "მე რომ ეს მიმეღო, მაშინ..."(მაგალითად: მე რომ ეს მიმეღო, უფრო დარწმუნებული ვიქნებოდი საკუთარ თავში, ადვილად ვიურთიერთებდი ადამიანებთან, გავთხოვდებოდი და ა.შ.).

ნაბიჯი 8. "როცა მე ამას მივაღწევ, ვიგრძნობ..." ბოლო საფეხურზე თქვენ უნდა უპასუხოთ კითხვას თუ რა მოხდება, როცა მიზანს მიაღწევთ? რას იგრძნობთ? როცა ზუსტად ჩამოაყალიბებთ პასუხს ამ შეკითხვაზე, ერთდროულად მიიღებთ თქვენს ფინალურ მიზანს.

კიდევ ერთხელ გადაათვალიერეთ ყოველი ნაბიჯი, შეასწორეთ უზუსტებები, დაუმატეთ რაც გამოჩრჩათ, და გადადით შემდეგზე.

მესამე ეტაპი. გეგმის შედგენა და მისი შესრულების ვადის განსაზღვრა:
(3 წელი, 5 თვე ან 21 დღე და ა.შ.). შემდეგ თქვენი გეგმა დაყავით რამდენიმე ეტაპად და პერიოდად (მაგალითად, თვეებად), ისინი კი თავის მხრივ უფრო პატარა ეტაპებად. ბოლოს: შეადგინეთ გეგმა უახლოესი თვისათვის, ყოველი კვირისათვის და ყოველი დღისათვის. რაც უფრო დეტალურად აღწერთ თქვენს მინი გეგმებს, მით უკეთესია. და არ დაგავიწყდეთ აღნიშნოთ თქვენს გეგმაში სანქციების შესახებ პუნქტების არ შესრულების შემთხვევაში, და რა თქმა უნდა წახალისება, მაგალითად: თუ თქვენ გამოტოვეთ ვარჯიში ოთხშაბათს, მაშინ შაბათს ჩაეწერეთ საციგურაო მოედანზე, ხოლო თუ წარმატებით გაართვით თავი ზედმეტ გრამებს, გეგმაში შეიტანეთ შოპინგი – ახალ სხეულს ახალი კაბა სჭირდება.

ნუ დაგეზარებათ შეიძინოთ დღიური და ყოველ დღე წეროთ თქვენი კონკრეტული გეგმების შესახებ, ამით თქვენ მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქდებათ მიზნისაკენ მოძრაობა. ამასთან, ასოები – ეს არის თქვენი მოძრაობის მატერიალიზირება, რაღაც უფრო კონკრეტული, ნივთიერი, დამარწმუნებელი, როგორც მოლაპარაკება საკუთარ თავთან. აი ეს არის ეიმინგის ძირითადი რჩევები.

იმისათვის, რომ უფრო გასაგები იყოს, განვიხილოთ გეგმის შედგენა კონკრეტულ; მაგალითზე. მაგალითად, თქვენი მიზანია – კარიბის აუზში კუნძულის შეძენა. ვადა – 2 წელი.

თქვენი გეგმა ასე უნდა გამოიყურებოდეს:
პირველი წელი: წამოხვიდეთ თქვენი ახლანდელი სამსახურიდან (დაწეროთ განცხადება, მიიღოთ ხელმძღვანელობის ხელმოწერა და ანგარიში ბუღალტერიიდან – ყველა დეტალი აღნიშნეთ), იპოვოთ ადგილი, სადაც ხელფასი შეადგენს 10 000 დოლარს თვეში. იმუშაოთ, იმუშაოთ, იმუშაოთ და აგროვოთ. გააკეთოთ შენტანი ბანკში. მეორე წელი: აიღოთ საზღვარგარეთის პასპორტი, ვიზა, იპოვოთ სააგენტო, რომელიც დაკავებულია კუნძულების გაყიდვით, შეიძინოთ მოწონებული კუნძული, მიიღოთ აუცილებელი მოქალაქეობა და...შეიძინოთ ბილეთი გასამგზავრებლად! ყოველი წელი შესაბამისად იყობა ნახევარ წლებად, შემდეგ თვეებად, კვირეებად და დღეებად. ყოველი ეტაპი ჩაწერილი უნდა იყოს!

და ბოლოს, ეიმინგის კიდევ რამდენიმე პოსტულატი:

მუდმივად დაუმატეთ რაღაც ახალი, ნუ შეჩერდებით მიღწეულზე.
იქონიეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი.
განდევნეთ თქვენი ცხოვრებიდან ყველაფერი, რაც ხელს გიშლით მიზნის მიღწევაში. გააკეთეთ ეს დაუნანებლად და მტკიცედ.
იყავით გაბედული!
იძებეთ კრეატიული გადაწყვეტილებები.
დაასაჩუქრეთ თავი ყოველი ახალი გამარჯვებისათვის.
ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. გახსოვდეთ ჯოან კოლინის სიტყვები: "დამანახეთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი შეშლია, და მე დაგანახებთ ადამიანს, რომელმაც ვერაფერს მიაღწია".
იაზროვნეთ პოზიტიურად. იგნორირება გაუკეთეთ წარუმატებლობებს, მიიღეთ წარმატება როგორც განუყოფელი ნაწილი თქვენი ცხოვრებისა.
მიეჩვიეთ წარმატებებს!




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1810 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:42 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 50
სტუმარი: 50
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024