♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 11 » როგორ "აიძულოთ" მამაკაცს თქვენი შეყვარება
11:43 AM
როგორ "აიძულოთ" მამაკაცს თქვენი შეყვარება

ბევრი ადამიანი თვლის, რომ სხვა ადამიანის გრძნობებით მანიპულირება არ შეიძლება, ხოლო ქორწინება ზეცაში ხდება. იდეალურ სამყაროში ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ რეალური ცხოვრება შორსაა იდეალურისაგან. ადამიანები ხშირად წლობით ელოდებიან მეორე ადამიანს, რომელიც ძვირფასია მათთვის, ელოდებიან, იმედი აქვთ და უყვართ. სამაგიეროდ კი ხშირად არაფერს იღებენ. გთავაზობთ არ გამოიყენოთ რაღაც შავი მაგია იმისათვის, რომ ადამიანს თქვენი შეყვარება აიძულოთ მისი ნების წინააღმდეგ, არამედ ოდნავ უბიძგოთ წარმატებას, რომ თქვენს მხარეს გადმოვიდეს. ეს ისე საშიში არაა.

იყავით გამუდმებით მის გვერდით... შემდეგ კი დაიკარგეთ

ბევრი თეორიის თანახმად, რაც უფრო დიდხანს იმყოფებით ამა თუ იმ ადამიანის გვერდით, მით მეტია ალბათობა, რომ მას თქვენს მიმართ სიმპათია გაუჩნდება (იმ შემთხვევების გარდა, როცა თქვენი განწყობა ამ ადამიანის მიმართ ნეგატიურია). ამიტომ არ უნდა იყოთ ქედმაღალი და უკარება. ამის მაგივრად ეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ თქვენი ინტერესის ობიექტთან და რაც შეიძლება ხშირად მოხვდეთ თვალში. შემდეგ კი, როცა მიხვდებით, რომ ამ მამაკაცს მოსწონხართ (უბრალოდ მოსწონხართ), გახდით ოდნავ მოუწვდომელი მისთვის. მნიშვნელოვანია, რომ არ გამოგეპაროთ ეს მომენტი. შემდგომში ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად მოხვდეთ მას თვალში. მთელი ფოკუსი იმაშია, რომ დაიკარგოთ მისი თვალთახედვიდან იმ დროს, როცა იგი უკვე მიეჩვია თქვენს არსებობას. იგი შეიძლება მაშინვე ვერც კი მიხვდეს, თუ კონკრეტულად რა აკლია, მაგრამ აუცილებლად მოაკლდებით - თქვენ! სურვილის შემთხვევაში ამ ტაქტიკის გამოყენება რამდენიმეჯერ შეიძლება.
ნუ ეცდებით ასიამოვნოთ მას. დაე, თვითონ გასიამოვნოთ

როცა ადამიანს რაიმე კარგს უკეთებთ, ეს თქვენ ორმაგ სიამოვნებას განიჭებთ: ჯერ ერთი, თქვენ კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით და საკუთარი საქციელით, მეორეც, თქვენ დამატებით სიმპათიას გრძნობთ იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ასიამოვნეთ. ამიტომ, როცა ადამიანი შეყვარებულია, უნდა რაღაც სასიამოვნო გაუკეთოს საყვარელ ადამიანს - იგი ხომ ძალიან კარგია და იმსახურებს ამას! საბოლოო ჯამში კი უფრო მეტად უყვარდება იგი. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ მისი სურვილები შეასრულოთ, ეცადეთ დროდადრო მან შეასრულოს თქვენი პატარ-პატარა თხოვნები. აიძულეთ, რომ თავი რაინდად იგრძნოს, რომელიც გმირულად იქცევა.
აიძულეთ, რომ თვალებში გიყუროთ

ერთმა ჰარვარდელმა ფსიქოლოგმა სცადა გაეზომა სიყვარული მეცნიერული თვალსაზრისით. რაღაც დონეზე მას ეს გამოუვიდა, როცა დააზუსტა, თუ რამდენ ხანს უყურებენ შეყვარებული ადამიანები ერთმანეთს თვალებში. მან გაარკვია, რომ ღრმად შეყვარებული ადამიანები საუბრის დროს ერთმანეთს თვალებში უყურებენ მთელი დროის 75%-ის განმავლობაში და უხალისოდ გადააქვთ მზერა, თუ საუბარში მესამე ადამიანი ჩაერთვება. ორი ჩვეულებრივი ადამიანის საუბრისას ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებენ მთელი დროის 30-60%. ზოგიერთი ფსიქოლოგი ამ აღმოჩენას თავის პრაქტიკაში იყენებს, როცა სჭირდებათ გაიგონ, თუ რამდენად ღრმად არიან მიჯაჭვულნი ერთმანეთს პარტნიორები. ეს ცოდნა მათაც გამოადგებათ, ვისაც სურს მამაკაცს შეაყვაროს თავი. რაც უფრო დიდხანს გიყურებთ ადამიანი, მით მალე აღნიშნავს მისი ტვინი: "შეყვარებული ვარ!" და დაიწყებს ფენილეტილამინის გამოყოფას. ეს არის ჰორმონი, რომელიც სინთეზირდება თავის ტვინში სიყვარულის დროს. ამიტომ, სცადეთ ამის გამოყენება პრაქტიკაში. რეზულტატით გაოგნებული დარჩებით.
ნუ მოარიდებთ მზერას

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეყვარებულებს უხალისოდ გადააქვთ მზერა ერთმანეთისაგან, თუ საუბარში მესამე ადამიანია ჩართული. ამიტომ, ნუ იჩქარებთ მოარიდოთ მზერა მამაკაცს რომელიც მოგწონთ, მაშინაც კი, თუ თხრობა დაასრულა ან საუბარში მესამე პირი ჩაერთო. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამუდმებით მას უყურებდეთ და მზერის გადატანა მაინც მოგიწევთ, მაგრამ არა მაშინვე. შეაჩერეთ მასზე მზერა თუნდაც 3-4 წამით, შემდეგ კი გაიხედეთ, მაგრამ ნელა და უხალისოდ. ხოლო როგორც კი მესამე პირი დაასრულებს საუბარს, მაშინვე შეხედეთ თქვენთის საინტერესო ობიექტს. კიდევ სხვა დანარჩენის გარდა თქვენ მას ამით აგრძნობინებთ, რომ იგი უფრო გაინტერესებთ, ვიდრე მეორე თანამოსაუბრე.
ყურადღება მიაქციეთ თვალის გუგებს

ისევ და ისევ გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის თვალი ატარებს და გადასცემს უამრავ ინფორმაციას მასზე. მეცნიერებმა ასეთი გამოკვლევა ჩაატარეს: მამაკაცებს აჩვენეს ფოტოების ორი კრებული, რომლებიც პრაქტიკულად ერთმანეთის იდენტური იყო, მაგრამ მეორე კრებულში ქალების თვალის გუგები ხელოვნურად იყო გადიდებული. მამაკაცებს ბევრად მიმზიდველად მოეჩვენათ ქალები მეორე კრებულიდან.

ადამიანს არ შეუძლია სპეციალურად აკონტროლოს თვალის გუგების ზომა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ შესაბამისი ატმოსფერო იმისათვის, რომ თვალის გუგები გაიზარდოთ და წარმოიქმნას საჭირო ეფექტი. ეცადეთ, რომ შუქი არ იყოს დიდი. დაბალ შუქზე გუგები ფართოვდება. სწორედ ამიტომ ითვლება ვახშამი სანთლების შუქზე ასე რომანტიულად. ამ ყველაფრის გარდა დაბალი განათება სახეს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს.

გუგები მაშინაც გვიფართოვდება, როცა რაიმე ჩვენთვის მოსაწონს ვუყურებთ ან რაიმე სასიამოვნოზე ვფიქრობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა ჩვენ ვუყურებთ ადამიანს, რომელიც მოგვწონს, გუგები გვიფართოვდება. ეს უკვე კარგია. ეფექტის გასაძლიერებლად ეცადეთ ამავე დროს იფიქროთ რაიმე სასიამოვნოზე.
გამოიყენთ "სხეულის ენა" საკუთარი სიმპათიის გამოსახატად

შენიშნულია, რომ როცა ადამიანი ჩვენს სიმპათიას გრძნობს, ისიც იგივეს განიცდის ჩვენს მიმართ. იმას, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფება თქვენი სხეული, შეუძლია ბევრი რამ მიანიშნოს თანამოსაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად გაინტერესებთ იგი და რამდენად ღია ხართ ურთიერთობისათვის. ამიტომ, გამოიყენეთ "სხეულის ენა", რათა გამოხატოთ თქვენი განწყობა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მოგწონთ და გახსოვდეთ, რომ "საქციელი უფრო მეტყველია, ვიდრე სიტყვები"
გაიღიმეთ. ღიმილი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია იმისათვის, რომ დაანახოთ მეორე ადამიანს თქვენი სიმპათია მის მიმართ. ასევე, ნიშნავს მიწვევას ურთიერთობისათვის.
დაუქნიეთ თავი თანხმობის ნიშნად. საუბრის დროს ადამიანი მეორე ადამიანს იმის მისანიშნებლად, რომ ეთანხმება, არავერბალურ ჟესტებს იყენებს. თუ თქვენ არ დაანახებთ თქვენს თანხმობას, მაშინ მოსაუბრემ შეიძლება იფიქროს, რომ თქვენ სხვა აზრის ხართ ან არ გაინტერესებთ ის, რაზეც იგი საუბრობს.
დაიხარეთ მოსაუბრისაკენ. ასეთი ჟესტი არაორაზროვნად მიანიშნებს თქვენს სიმპათიაზე მის მიმართ. შეიძლება ასევე ოდნავ დაეყრდნოთ მას, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოთ.
შეეხეთ მოსაუბრეს. ასეთი ჟესტი პირველ რიგში გამოხატავს სინაზეს და როგორც წესი მოსაუბრის მხრიდანაც სიმპათიას იწვევს. ფიზიკური კონტაქტი ასევე იმაზე მიუთითებს, რომ გახსნილი ხართ ემოციური ურთიერთობებისთვისაც.
პოზა უნდა იყოს "გახსნილი". "დახურული" პოზა(გულზე დაკრეფილი ხელები, ფეხზე გადადებული ფეხი) იმის სიგნალია, რომ თავს იცავთ, რომ ფრთხილობთ ან არ გსურთ ურთიერთობა. ამიტომ, თქვენი პოზა გახსნილი უნდა იყოს, რათა თანამოსაუბრეს დაანახოთ თქვენი სრული ნდობა და დაუცველობა.
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1795 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:42 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024