მთავარი » 2010 » იანვარი » 31 » რბოლა მიზნის მისაღწევად
9:48 AM რბოლა მიზნის მისაღწევად |
ღირს თუ არა მონაწილეობის მიღება რბოლაში, თუ ფინიშთან იდეალი გელოდებათ? არის ასეთი საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმა: "მთავარი გამარჯვება არ არის, მთავარი მონაწილეობაა!" მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია სწორი, როცა გამარჯვებულს ფინიშთან თასი, დაფნის გვირგვინი ან მაისური ელოდება. ხოლო თუ ფინიში თქვენთვის ფატასთან და საქორწილო ბეჭედთან ასოცირდება?
ჰორიზონტზე გამოჩენილი იდუმალებით მოცული ახალი ადამიანის დანახვისას, რომელიც მაშინვე იპყრობს თქვენს ყურადღებას, მაშინვე გადაწყვეტთ: "ეს ის არის, ვისაც მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ველოდი!" იკეთებთ ვარდისფერ სათვალეს, და გარშემო მთელი სამყარო მაშინვე იცვლება.
ფიქრობთ თუ საუბრობთ, მხოლოდ მის შესახებ და მის გარშემო. ის ისეთი შესანიშნავია, იმდენი ღირსება აქვს და რა თქმა უნდა, არანაირი ნაკლი.
თქვენ შეყვარებული ხართ და კარგავთ სიფრთხილესა და კეთილგონიერებას. არც მეგობრების, არც ნათესავების რჩევას არ შეუძლია შეარყიოს თქვენი გადაწყვეტილება: "მე მხოლოდ ის მჭირდება!" მაშინაც კი, როცა ყველა გიმტკიცებთ, რომ ის თქვენი შესაფერისი არ არის. რა თქმა უნდა, ასეთ საუბრებს ერთ ყურში უშვებთ, და მაშინვე გამოუშვებთ მეორე ყურიდან. "მათ არ იციან, რომ ეს კაცი – ყველა ქალის ოცნებაა!"- ფიქრობთ თქვენ.
რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობაში ვერავინ შეძლებს დაგიმტკიცოთ საპირისპირო, მაგრამ მოდით თქვენივე თავს დაუსვით რამდენიმე შეკითხვა, რომ საკუთარ გრძნობებში უკეთ გაერკვეთ:
გალწრფელად უპასუხეთ საკუთარ თავს: გარეგნულობისა და რესპექტაბელურობის ანკესზე ხომ არ წამოეგეთ? ალბათ ყოველდღე ერთი და იგივე "პერსონაჟები გახვევიათ თავს, და მათ უკვე შეეჩვიეთ. უფრო მეტს, ვიდრე "კარგი მეგობრობა", ისინი ვერ გაქაჩავენ. და აი უცებ გამოჩნდა მაღალი, ცისფერთვალებიანი, და თანაც "მერსედესის" უკანასკნელი მოდელით... ხშირად ამას უწოდებენ "ბრბოს კომპლექსს". როცა ყველა ერთი ვიღაცითაა გატაცებული, თქვენც გტანჯავთ ცნობისმოყვარეობის გრძნობა: "რა შეიძლება იყოს ამ მამაკაცში ისეთი, რითიც უამრავი ქალის ყურადღებას იპყრობს?" ხანდახან ეჭვები გიპყრობთ, შესძლებთ კი ღირსეული კონკურენცია გაუწიოთ იმავე მიმართულებით მორბენალ ქალებს? და თქვენ მთელი ძალებით ცდილობთ დაუმტკიცოთ გარშემო მყოფთ და საკუთარ თავსაც, რომ შეგიძლიათ. გჭირდებათ კი ახლა რომანტიული თავგადასავალი? შესაძლოა, სადღაც შიგნით წითელი ნათურა აინთო: "რას უზიხარ?" და თქვენც "სიჩქარე ჩართეთ". თუ ყველა ამ შეკითხვას უარყოფითად უპასუხეთ, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე:
აიღეთ საყოველთაოდ ცნობილი თეთრი ქაღალდის ფურცელი, გაყავით ორ ნაწილად.
დაწერეთ ყველაფერი, რითიც ამ კაცმა დაგატყვევათ. პირველ ნაწილზე – თვისებები, რომელიც სახელდობრ მას ახასიათებს. ეს შეიძლება იყოს ერუდიციაც, იუმორის გრძნობაც, "გასაგიჟებელი" გარეგნობაც, ელეგანტურობაც და ა.შ.
ხოლო მეორეში ჩამოთვალე "მაკიაჟი". ანუ: საყურე ყურში, ოქროს ჯაჭვი კისერზე, შესანიშნავი ჯიპი...
შენიშვნა: ვერავინ მოგცემთ გარანტიას სამ პუნქტზე: ყოველთვის ჯანმრთელი, მდიდარი და სამუდამოდ შეყვარებული იყოთ. დაიმახსოვრეთ, რომ ეს "გრიმია", რომლისგანაც წვიმის შემდეგ აღარაფერი შეიძლება დარჩეს. თქვენ თხუტმეტი წლის არა ხართ და იცით, რომ ყოველთვის არ ანათებს მზე, როგორც არ უნდა გინდოდეთ.
ახლა კი ნახეთ, რამდენი ჩანაწერია პირველ ნაწილში. თუ იქ აღნიშნულია საიმედოობა, ჭკუა, სიკეთე და სხვა სამუდამო კატეგორიის თვისებები, მაშინ ღირს გაბედულად ჩაერთოთ "სპორტულ შეჯიბრში". რატომაც არა?
შენიშვნა: თუ პრინცი ცოლიანი იყო, არა უშავს. ნამდვილი მიზეზი მხოლოდ მათთვის, ორისთვისაა ცნობილი, და თქვენ ის არ უნდა გაინტერესებდეთ. მაგრამ თუ იგი თავის ყოფილ თანამგზავრს ცუდად მოიხსენიებს, მაშინ იგი ვერც თუ დიდი "ჯეკ-პოტი" ყოფილა.
გისურვებთ წარმატებებს და ღირსეულ ჯილდოს!
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1115 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 57 სტუმარი: 57 მომხმარებელი: 0 |
|
|