ცნობილია, ქალი და კაცი ურთიერთობის დაწყების მოტივაციითაც განსხვავებული არიან. მამაკაცი აპრიორი მონადირეა, ქალი – "ბუდეს იკეთებს”... "მხოლოდ სექსისთვის ვჭირდები”, "არ მიშვებს ცხოვრებაში”, "სერიოზული ურთიერთობისთვის განწყობილი არ არის”, – ჩივიან გოგონები. თუმცა, ყველაზე მტკივნეული მაინც ისაა, როცა ამბობ, მიმატოვაო...
უფრო სახიფათო ისაა, რომ 2-3 ასეთი ეპიზოდის შემდეგ გოგონა გულწრფელად იჯერებს, რომ მისი საქმე ცუდადაა და, როგორც ჩანს, საერთოდ არაა მიმზიდველი მამაკაცებისთვის. მაქსიმუმ, რაც მათ შეუძლიათ, მცირე ხანს გაერთონ და გაქრნენ.
როგორ უნდა ისწავლო, ჯერ ერთი, ისე მოქცევა, რომ არ მიგატოვონ, მეორეც, თუ ეს მაინც მოხდა, ამას მშვიდად შეხვდე და მეხსიერებაში მხოლოდ კარგი მომენტები დატოვო?
დასაწყისისთვის, გავიგოთ, რატომ წყვეტენ ”ძვირფასები” ერთ მშვენიერ დღეს ასე ადვილად და ძალდაუტანებლად ურთიერთობას და არც კი გიხსნიან, რატომ. თავად ძალიან იშვიათად გცემენ პირდაპირ პასუხს ამ კითხვაზე. დროდადრო თავადაც ძნელად ერკვევიან, საკუთარი ქცევის ანალიზი და ზედმეტი რეფლექსიებისგან ტანჯვა ხომ ნამდვილად არაა მამაკაცური ნიშა. მოუნდა- გააკეთა და მორჩა, ესაა ახსნა. ამიტომ, შევეცადოთ, პასუხი გავცეთ.
უფრო ლამაზია? ყველაზე გავრცელებული ვარაუდი: «სხვა ნახა და ის უფრო ლამაზი და მიმზიდველია». განვაიარაღოთ ეს მითი: მამაკაცი არასდროს მიატოვებს თავის გოგონას, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა უფრო ლამაზია. მომხიბვლელობა, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს არჩევანში, მაგრამ არც ისეთს, ქალებს რომ ჰგონიათ. სხვაგვარად როგორ აიხსენება, რომ ამდენი მომხიბვლელი გოგონა მარტოა და საშუალო სილამაზის ბევრი მანდილოსანი კი სულაც არ გრძნობს თაყვანისმცემლების ნაკლებობას?
დასკვნა: თუ მამაკაცი სხვის გამო გტოვებთ, ის – მეორე – საინტერესოა მისთვის, როგორც პიროვნება, უფრო ბუნებრივია, უფრო მარტოვი ხასიათი აქვს, ან საერთო ინტერესები აქვთ. ეს ყველაფერი მეტოქეს დიდ უპირატესობას აძლევს. და თუ ასეა, იქნებ, ღირს მაქსიმალური ძალდატანება მიმართოთ ინტელექტისა და პიროვნული განვითარებისკენ. მოცემულ მომენტში უამრავი წიგნი არსებობს, რომლებიც უკონფლიქტო ურთიერთობის დამყარებაში გეხმარება, გირჩევს, როგორ შეამცირო წვრილმანების გამო კამათის რიცხვი; გასწავლის, როგორ გახდე მისთვის მხოლოდ საყვარელი კი არა, საიმედო მეგობარიც, რომელთანაც კარგად გრძნობს თავს.
როგორ უნდა განავითაროთ ინტელექტი, ალბათ, გეცოდინებათ. ნაკლებად უყურო ტელევიზორს და იჩათაო ინტერნეტით. წაიკითხო კარგი წიგნები, იარო თეატრებსა და გამოფენებზე, დაინტერესდე პოლიტიკითა და კულტურით, – ეს ყველაფერი ნებისმიერი საუბრის აყოლას მოგანდომებთ, გახდები საუკეთესო თანამოსაუბრე ყველს შორის, რომელიც ჰყოლია. საინტერესო საკითხებზე საუბრის უნარი მამაკაცებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! და გოგონა, რომელიც მხოლოდ დიზაინერებისა და პოპმუსიკის ვარსკვლავების სახელებს ცნობს, კაცს ნაკლებად დააინტერესებს, ისევე, როგორც თქვენ – ფეხბურთზე გადარეული კაცი.
რა თქმა უნდა, თუკი პარტნიორი ხვდება კიდეც, რომ არაჩვეულებრივი და საინტერესო ადამიანი ხართ, მაინც მიაქცევს ყურადღებას სხვა გოგონებს – ეს მის ბუნებაშია. მაგრამ იმ სხვებში იმედი გაუცრუვდება, რადგან თქვენ ყველანაირ კონკურენციას გაუძლებთ.
«მხდალი იყო ჩვენი ვანო» თუ განშორება ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე მოხდა? მეტოქე არ არსებობს. შეხვედრებს სიხარული მოაქვს ორივესთვის, ყურში სასიამოვნო სიტყვებს ჩურჩულებს...
და, აი, უცებ მიატოვებს რეკვას, აღარ პასუხობს ზარებს და "იძირება”. ეს ყველაფერი ემდეგს ნიშნავს: ცოტა მხდალი ბიჭი შეგხვდათ, რომელიც თავის გრძნობებს უფრთხის. ეშინია, რომ ზედმეტად მოგეკედლება, ეშინია, რომ თუ შეუყვარდებით, უფრო მგრძნობიარე გახდება და თუ თქვენ მისი მიტოვება გადაწყვიტეთ, ვერ გადაიტანს, ძალიან ეტკინება. ამიტომ პრევენციულ დარტყმას გაყენებთ.
ამის გაცნობიერება და, რაც მთავარია, პატიება – ძალიან რთულია. ან ღირს კი? ღირს კი სულიერი ძალების იმ ადამიანზე დახარჯვა, რომელიც საკუთარ გრძნობებს გაურბის მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დემონსტრირების ეშინია? ეშინია, რომ ეს "არაკაცურია”, ეშინია დამცირების და ა.შ. და თუ გოგონამ აჩვენა, რომ მისი გრძნობა სიმპათიაზე მეტია, სინდისის ქენჯნა საერთოდ არ შეაწუხებს. ფიქრობს: «მთელი წელი ვხვდებოდით, მაგრამ როგორც კი სიტყვა "სიყვარულის” ხსენება დაიწყო, მიტოვება მომიხდა. ეს ძნელი იყო. არ მინდოდა ტკივილის მიყენება. მაგრამ რაც მეტად გავწელავდი, მეტად ეტკინებოდა. ის იმსახურებს ისეთი ადამიანის შეხვედრას, რომელსაც ჩემზე მეტად ეყვარება». მართალიცაა. მეტს იმსახურებთ!
ან, იქნებ ჩემშია მიზეზი რატომღა ხარჯავენ მამაკაცები დროსა და ძალას იმ ურთიერთობაზე, რომლის დასასრული წინასწარვე გათვლილი აქვთ? იმიტომ, რომ დღევანდელი დღით ცხოვრების უნარი აქვთ, თანაც სასარგებლო გამოცდილების მიღებაც სურთ – ეს ზედმეტი სულაც არაა. და საკუთარი სულიერი ძალის ხარჯვა მათ გეგმაში სულაც არ შედის. ღიმილით მიაბიჯებს ცხოვრების გზაზე, სიამოვნებით, პასუხს არაფერზე აგებს და არავის არაფერს აძლევს.
ჰკითხეთ საკუთარ თავს – რად გინდათ ასეთი ერთდღიანი ფარვანა? და თუ პასუხი გაეჭვებთ, ე. ი. უიღბლობის მიზეზთა 80% თქვენში იმალება. ქვეცნობიერად ირჩევთ ისეთ მამაკაცებს, რომლებიც ტკივილს მოგაყენებენ. უფრო მეტიც, შესაძლოა, თავად ეძებთ კიდეც ამავე ტკივილს. თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა...
|