♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 8 » ... რა არის სიყვარული ...
2:43 PM
... რა არის სიყვარული ...


რა არის სიყვარული? მისი მნიშვნელობის აზრს ბოლომდე ვერ ჩასწვდები. მის გარეშე ვერ წარმოგიდგენია სოცოცხლე. იქნებ ეს შენი ასაკისა და ცხოვრების ბრალია? სიყვარული, ერთადერთია რის გამოც ღირს ცხოვრება. რომ განიცადო მისი სიტკბოება, რომ ერთხელ მაინც უთხრა მას წრფელი გულით
„ მე შენ მიყვარხარ"

ყველა ქალს სიამოვნებს მისდამი ნათქვამი სასიყვარულო სიტყვები, რაც არ უნდა უაზროდ და ორიგინალურობის გარეშე იყოს წარმოთქმული.
დამეთანხმებით რომ ის სიტყვა მაინც ლამაზი და არაჩვეულებრივია. ხოლო მაშინ თუ იგივე გრძნობა გაგაჩნია კონკრეტული პიროვნებისადმი, შენს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, დაფრინავ ღრუბლებში, სრულიად სხვა სამყაროში ხარ, ყველას მიმართ სითბოს აფრქვევ, და ბოლო ხმაზე გსურს ყვირილი, რომ ყველამ გაიგოს შენი სიყვარულის შესახებ. სრულიად გათიშული ხარ, გსურს მუდამ გესმოდეს მისი სუნთქვა, მთლიანად მასზე ხარ დამოკიდებული, მიჯაჭვული, უმისობა ვერ წარმოგიდგენია. გიყვარს, უაზროდ გიყვარს. კითხვები კი თავს არ განებებენ, ეჭვი გღრღნის „ ვუყვარვარ"?
ეს იქნებ არცაა ასე, და იქნებ იგი მხოლოდ გატაცებულია შენით, და მხოლოდ ქალი აინტერესებს შენში? გსურს მის პიქრებს ეკუთვნოდე, მუდამ შენს მოლოდინში იყოს. და შენს გარდა წამსაც ვერ ძლებდეს. იქნებ ის მართლა ასეა, ის გაღმერთებს, შენი სუნთქვა ჩაესმის და გრძნობს რომ შენ მისი სიყვარულით ხარ გაჟღენთილი, გსურს მოეხვიო და გესმოდეს მისი გულის ცემა, რომელიც იმ მომენტში გამალებით ძგერს....

პირველი სიყვარული , პირველი კოცნა,, პირველი ცრემლი, სურათები, უამრავი მხიარული სურათი და ისევ ცრემლების ზღვა, რომელშიც გსურს ჩაიძირო და აღარ გრძნობდე, რომ ცდებოდი, ცდებოდი მასში, მის გრძნობებში. რჩები მარტო შენს სიყვარულთან ერთად, სიყვარულთან რომელიც კვლავ მას ეკუთვნის....

ისევ გაუგებრობა, გაურკვევლობა, ცდილობ შენს თავთან დარჩენას მარტოდ, მაგრამ კითხვაზე პასუხი არსად ჩანს!!! უაზრო მოლოდინში გადიან დღეები, თვეები, მაგრამ იმედით ცოცხლობ, რომ ის ისევ მოვა და იგრძნობ მის სითბოსა და სიყვარულს. ზიხარ ჩაფიქრებული და მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ შენ იგი ახლა უფრო მეტად გიყვარს, გიყვარს როგორც არასდროს, შენ შენი ფიქრი გიყვარს მასში, რაც უფრო შორსაა იგი, მით უფრო ძლიერია მისდამი შენი გრძნობა.
„მე შენ მიყვარხარ". ანუ მე ჩემი სიყვარული მიყვარს შენში, მე ჩემი სიყვარული ვიპოვე შენს იერში. შენი პიროვნების სახით, მე ჩემი სიყვარული მიყვარს შენში, ანუ მე თვით სიყვარული მიყვარს, ვარ ამ გრძნობის მონა, მიყვარს თავად ცნება „ სიყვარული". აქედან გამომდინარე მე სიყვარული ანუ თავად ღმერთი მიყვარს. მე ღმერთი მიყვარს შენი. მე შენში დავინახე ის რასაც სხვა ვერ დაინახავს, შენ ჩემი წარმოსახვით ღმერთი ხარ, მე შენ გაღმერთებ რადგან მიყვარხარ. ჩემი ცხოვრების ნაპერწკალი ხარ, სხვისთვის კი მირიგი მოკვდავი. მე დავინახე შენში ის ნათელი და უმანკოება, რომელიც არ არსებობს დინამდვილეში, რადგან მე შენში შევცდი. მე შენ მიყვარხარ, მხოლოდ შენზე ფიქრით ვცოცხლობ და ეს ფიქი მიყვარს, რადგან შენია, რაც გამაჩნია ყველაფერი შენი სახით მევლინება, რადგან სიცოცხლე და შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, და მაინც რა არის სიყვარული? რას ასახავს იგი, რას უკავშირდება, რაზე მიგვანიშნებს? პასუხი მარტივია..... შენ, შენთვის, შენდამი, შენებრი, შენით.
„ შენ ჩემი სიყვარული ხარ" !!!

კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1391 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:43 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 48
სტუმარი: 48
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024