LoVStory.UcoZ.CoM
1. დრო და ფიქრი.ყოველთვის ძალიან ბევრს ფიქრობ და მოვლენებს დროში წელავ. ამბობ, რომ ჯერ სიტყვა-"მიყვარხარ"-თქმის დრო არ არის. თუმცა ის გავიწყდება რომ ამ გრძნობისთვის მხოლოდ ახლანდელი დრო არსებობს
2. ძალიან დიდ თავისუფლებას აძლევ, მის ყველა უარყოფით თვისებაზე თვალს ხუჭავ.საბოლოოდ კი ეს უარყოფით შედეგს გამოიღებს.
3. ძალიან მომთხოვნი ხარ და მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს ითვალისწინებ.მას ისე ექცევი,როგორც სათამაშოს:"აქ არ წახვიდე","ეს მე არ მომწონს,რატომ ჩაიცვი","ასე ნუ საუბრობ"...
4. ისეთი რაღაცის გაკეთებას უკრძალავ,რაც მისთვის ძვირფასია.მაგალითად,რომელიმე სპორტზე დადის,შენ კი მხოლოდ იმიტომ რომ ყურადღება არ მოგაკლდეს,სთხოვ,თავი დაანებოს.შეიძლება ეს გააკეთოს კიდეც,მაგრამ ასეთი აკრძალვები ძალიან ცუდად აისაება ურთიერთობებზე.
5. ხან სიზარმაცისა და ხანახ წინდაუხედაობის გამო,ხშირად უშვებ შეცდომებს.მეგობართან რჩები,მას კი არც კი აფრთხილებ,თუმცა იცი,რომ არ მოსწონს შენი ასეთი საქციელი.მისი ყველა შეხედულება მხედველობიდან გრჩება. უბრალოდ,გეზარება და გგონია,რომ ის ყოველთვის თვალს დახუჭავს ამაზე.
6. წვრილმანებს უკრიტიკებ- "ასე რატომ არ მიპასუხე", "დღეს რაღაც არ გამოიყურები კარგად", "უცნაურად იყურებოდი"...
სიყვარულში ათასი წვრილმანია,რაც ნერვებს გიშლის და მთავარს ვერ ხედავ. 7. გინდა,ისეთი იყოს,როგორიც შენს უცნებებში წარმოგიდგენია, მას ყველა ამ თვისებას მიაწერ,თუმცა უმეტესობა მას არ აქვს, შემდეგ კი, როცა იმედი გიცრუვდება,კონფლიქტი ხდება თქვენს შორის.ეს კი მისი ბრალი სულაც არ არის.
8. მხოლოდ საჩუქრებზე და დაპატიჟებებზე აკეთებ აქცენტს და ამას მასაც აგრძნობინებ.
9. მის გრძნობებზე თამაშობ,ხშირად აეჭვიანებ სხვა ბიჭებით და იმასაც კი ეუბნები,რომ სხვასთან წახვალ.გინდა,უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო და შენი დაკარგვის შიში ჰქონდეს,რომ მას ასე ძალიან ძაბავ და არც იმას ითვალისწინებ,რომ ერთხელაც იქნება დაიღლება.
10. სულ აკონტროლებ,მობილურს უმოწმებ,ხშირად ურეკავ და მეგობრებთან ერთადაც კი არ ასვენებ- ასეთი რაღაცეები ბიჭებს საშინლად არ უყვართ.
11. სულ დაძაბული ხარ.ფეხის ყოველ გადადგმაზე ნერვიულობ - "ნეტა თვალი ხომ არ გამედღაბნა,"ფანქარი ხომ არ წამეშალა?", "კაბა მიხდება? ", "ნეტა რას ფიქრობს".უნდა მოეშვა,ასეთი დაძაბულობა მხოლოდ უარყოფით შედეგს გამოიღებს.
|