"პიჟამო" PARTY "პიჟამო" PARTY-ს ორგანიზება არაჩვეულებრივი გზაა "გამოფინოთ" საკუთარი თავი მეგობრებთან (დაქალებთან) ერთად და უსაზრვროთ გაერთოთ თქვენს სახლში... ეს არის ერთერთი იაფი "ფართი" რომელსაც არ სჭირდება წინასწარი მომზადება... პიჟამო "ფართის" მოწყობას გოგონები პატარაობიდან იწყებენ და თინეიჯერობიდან მომწიფებულობამდე აგრძელებენ... ეს ფართი სხვა წვეულებებს არ ჰგავს, იგი ბევრად "უსაფრთხო" , მშვიდი, ნაზი და საყვარელია :)) ამ წვეულებისას გოგონები მასპინძელი გოგონას ოთახში იკრიბებიან, სადაც მათ თავიანთი პიჟამოები აცვიათ...ამ ღამეს მათ უმეტესად ღვიძავთ და დაუვიწყარ დროს ატარებენ: ჭამენ სხვადასხვა სასუსნაოებს, სვამენ მსუბუქ სასმელს, თამაშობენ სხვადასხვაგვარ თამაშებს, იკეთებენ მაკიაჟს, მანიკურს და ა.შ. უყურებენ სხვადასხვა ტიპის კინოებს, ჭორაობენ ბიჭებზე გოგონებზე თუ სხვაგვარ საჭორაო თემაზე... ერთი სიტყვით ეს ყველაფერი ძალიან მაგარია გოგონებისათვის და თითოეულ გოგონას უნდა ჰქონდეს ასეთი ფართი გატარებული... სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი პიჟამო ფართები არ იმართება..თუმცა ამის გამოსწორება ძალიან ადვილია...თანაც ასეთი ტიპის ფართები ეხმარებათ გოგონებს ერთმანეთს დაუახლოვდნენ, გაანდონ თავიანთი საიდუმლოებანი თუ მრავალი სხვა რამ.....საყვარელია.... აბა ენჯელებო, ჩვენ ხომ ყველა ენჯელები ვართ და ასეთი რამეები გვაკლია...
ეს სწორედ ენჯელების ფართია
|