♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 16 » ოცნების კუნძული
4:25 PM
ოცნების კუნძული


ჩემი ცხოვრება არარაობაა! სიცოცხლე, სუნთქვა, მიზანი – ის ერთი. მომავალი გაურკვეველი ბურუსივით მოცული. ყველაფერმა დაკარგა ჩემთვის აზრი. თითქოს უცნაურობათა კარუსელში ვზივარ, რომელიც გაუჩერებლად ტრიალებს.
რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით მე უკვე ის აღარ ვარ რაც ვიყავი, სულ მთლად შევიცვალე, მეგობრები ვეღარ მცნობენ, ყველას ის მხიარული და საყვარელი ანი ენატრებათ, როგორიც ძველად ვიყავი. მაგრამ გიოს გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს. გულში სინანულისა და სიძულვილის მეტი არაფერი დამიტოვა განვლილმა დღეებმა, ყოველთვის მეგონა რომ არასოდეს შემიყვარდებოდა ვინმე ისე, რომ ჭკუიდან გადავიდოდი.
როგორც ამბობენ სიყვარული სენივით შეგეყრება და მოაგონდები "ვარდისფერ სიზმარს”. სხეულის თითოეული ნაკვთით, თითოეული ნერვით იცნობ მის შეხებას და შენი ცხოვრების ყოველი წუთი, ყოველი წამი, მხოლოდ მას დაემორჩილება.
ამგვარ განცდებს ძნელად თუU მოუძებნი სახელს, მაგრამ მათ გარეშე უღიმღამოა ცხოვრება, თუნდაც ვერ გაგიგონ, თუნდაც გაუყუჩებელ ტკივილად აღიბეჭდონ შენს ცხოვრებაში, მაგრამ ამ ბობოქარ ვნებათა ღელვას მაინც მოინატრებ.
ერთხელ გიომ მითხრა: ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვანო, რომელსაც "ოცნების კუნძული’’ ერქვა. მიმიყვანა გიომ ზღვის ნაპირზე, სადაც მიწის მცირე ნაწილი ზღვაში კუნძულივით შეჭრილიყო და უამრავ ფრინველთა გუნდის თავშესაფარი გამხდარიყო. მართლაც საოცრად ლამაზი ადგილი იყო.ზღვის ნაპირას კარგა ხანს ვსეირნობდით, შემდეგ გიომ მითხრა:
ანუ რა ლამაზი თვალები გაქვსო!!!
გიო მასე ნუ მეხუმრები მეთქი ვუთხარი და გამაჩერა.
ანუ გინდა გითხრა ეხლა შენ რას ფიქრობ?
აბა მითხარი
ეხლა შენ ფიქრობ ნეტა გიო ერთს მაკოცებდესო...
მე გულიანად გადავიკისკისე და ვუთხარი: ჩამოფრინდი ღრუბლებიდან რომეოოJJJ
…მერე ისევ გიომ განაგრძო. როცა სახლში რაიმე პრობლემა მაქვს სულ ამ ადგილას მოვდივარ და ვმშვიდდებიო . . . მაგრამ ახლა შენთან ერთად რომ ვარ თავს უსაზღვროდ ბედნიერად ვგრძნობო. . . .
სულ ვხვდებოდით ერთმანეთს, ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ, თავი ზღაპარში მეგონა. . . . . მაგრამ ნაადრევად დამთავრდა ყველაფერი. გიო სადღაც გადაიკარგა, აღარც მირეკავდა, აღარც მწერდა და არც ვახსენდებოდი . . . . L
ჩემთვის კი ისევ ჩამოწვა უღიმღამობისა და მოწყენილობის გაბმული ზუზუნი. დრო საშინლად ნელა მიდის, თითქოს მიღოღავს, ისევ წვიმა, ისევ ავდარი, ისევ წყვდიადი. რა არაჩვეულებრივი ძალა გაქვს ამ თითქოსდა ჩვეულებრივ ბავშვს. ნეტავ ვის შეუძლია გაიგოს ჩემი ძახილი, რომ უშენოდ სიცოცხლე არ მინდა. როგორ მენატრები! შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ან გამოვხატო თუ როგორ მენატრება ის დღეები, "ოცნების კუნძული’’. თვალწინ შენი სახე მიდგას, ლამისაა ხელებგაწვდილმა მოვიარო მთელი სახლი რათა შენს აჩრდილს მოვკრა თვალი და შევეხო.
სიგიჟემდე მენატრები!!! გესმიიიიიიის?!

"ერთად წამართვი ყველა გრძნობა თუკი გწადია,
ამითი მაინც არაფერი შეგემატება,
წაურთმევლადაც შენი არის რაც მაბადია,
რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი ჩემო ხატებავ,
თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა,
მადლობას გეტყვი, გულში ასე რომ ითარეშე,
მაგრამ ვაი თუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან
და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე,
შენდობას გეტყვი, მშვენიერო! ჩემო მძარცველო
სულით ღარიბი, ბოლომდე რომ გამაღატაკო,
მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცელოს
ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს,
მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს,
კიდეც რომ მომკლა, შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ.

გავყურებ სევდიან ჩვენს მიერ ათასჯერ განვლილ გზას და ათასჯერ ნაფიქრს ვფიქრობ. არ დარჩა იმ ქუჩაზე ჩემი ნაბიჯების კვალი, არ ვიცი რატომ, მაგრამ წვიმას ვაბრალებ. თუმცა ვერავინ და ვერაფერმა წაშალა შენი არსებობა ჩემს გულში. ვითვლი უკვე მერამდენე დღეს უშენობით დაღლილს, არ სცილდება შენი სახე ჩემს ცრემლიან თვალებს, მაგრამ არსად არ ჩანხარ, მხოლოდ და მხოლოდ ლოდინს ვხედავ ამ ნისლიან ფიქრებში. იმ წარსულს მივტირი, რომლისთვისაც მომავალს ვერასდროს გაცვლი და იმედიანი, იმედით აღსავსე, მჯერა წარსულის დაბრუნების, მისი მომავალში გაცოცხლების. მე გაძარცვული დავრჩები და შინ ისევ მარტო მივალ, შენი ხათრით გადავიღლები, აჩრდილივით ავიტუზები ფანჯარასთან და დაგელოდები, ჩემი ლოდინი ხომ უსასრულოა. . . . . .
მწყურია შენი ხილვა, მსურს შენს სუნთქვას ვუსმინო დაუსრულებლივ. თავდავიწყებამდე მიყვარხარ გესმის?! აზრს ვეღარ ვაწყობ, სიტყვა სიტყვას მისდევს. ერთფეროვანი დღეები, არეული ფიქრები, დატანჯული ცხოვრება, გაგიჟებული გრძნობა, თავდავიწყებით შეყვარებული მე შენი არსების გრძნობის მონა, გამუდმებული ცრემლები, ცრემლები წარსული იმედგაცრუების, ცრემლი მოლოდინის და ერთგულების. . . . . .
უცნაურია განცდები რომელიც მხოლოდ მაშინებს, სულს მიწეწს, მტკენს . . . . ვგრძნობ ჩემი გონება, ცნობიერება სადღაც მიქრის ჩემზე წინ, იქ კი ტკივილია იმაზე უფრო მწველი და მტანჯველი ვიდრე აქ, ვხედავ გატანჯულ გრძნობას, ვგრძნობ როგორ მახრჩობს და მგუდავს ეს დღეები, ეს Fფიქრები. . . . . . . . . მენატრები!!!!!!
მდუმარე დღეები, წყენა, საყვედური, უყურადღებობა, სიყვარულის ნატვრაში გათენებული ღამეები, შენზე ოცნება, მოზღვავებული გრძნობა, სიგიჟე, შენს გამო თავის გაწირვა, იდეა კი რა . . . . . . "შმაგი სიყვარული”. რომელიც თავს არ მანებებს, უფრო მიმძაფრდება გაუთავებელი ტკივილი, ჩემგან წასული ცნობიერება, დაბნეული საქციელი და ისევ მონატრება, უსაზღვრო მონატრება. . . . . . გეძახი ისე როგორც არავის არასდროს დაუძახია შენთვის. . . . . .მიყვარხარ ისე როგორც არასდროს არავის ჰყვარებიხარ და ეს მონატრება ისეთი ძლიერია, როგორც მომაკვდავის სიცოცხლისათვის ბრძოლა. უკვე აღარ შემიძლია უშენოდ, როგორ მოვუღო ბოლო ამ ყველაფერს?! დამეხმარე!! დამირეკე მაინც, მითხარი მიზეზი თუ რატომ ან რისთვის წახვედი ესე მოულოდნელად?! რა დაგიშავე ასეთი რომ გამიწამე ცხოვრება?! . . . . . მიყვარხარ მინდა მთელი ხმით ვიყვირო, გესმიიიიიის?! მინდა გაგაგონო რომ უშენოდ ვერ ვძლებ, არ მინდა არავინ და არაფერი, აღარაფერი მაინტერესებს, მხოლოდ შენ. სულ ოთახში ვარ გამოკეტილი, გარეთ არ გავდივარ, საშინლად გავხდი, სულ ავად ვარ, ყველა და ყველაფერი მეზიზღება და მაღიზიანებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ასე მიდიოდა უფერული დღეები ჩემი არეული ცხოვრებისა და ერთხელ როცა გიოზე ვფიქრობდი, ტელეფონმა დარეკა. . . . ვუპასუხე . . . გიო იყო, მითხრა რომ დღეს 9 საათზე "ოცნების კუნძულზე” მივსულიყავი. . . . . . მივედი . . . . . ცოტა ხნით დუმდა და არაფერს მეუბნებოდა . . . . . . . შემდეგ დაიწყო . . . . . . . .
ანი ერთ საათში ამერიკაში მივდივარ სამუდამოდ, მაგრამ მე შენ ყოველთვის მეყვარები და არასოდეს დაგივიწყებ.
გიო სამუდამოდ მიდიხარ????????? იქნებ მართლაც სამუდამოდ იქ დარჩე, მაგრამ გიო . . . . სამუდამოდ შენს გულში ვერ ვიქნები, ყოველთვის არ გეყვარები რადგან შენ მიდიხარ, ჩემგან შორს, სულ სხვაგან და ახალ ცხოვრებას დაიწყებ, ახალ სიყვარულთან და აქ მე, მესამე ზედმეტი ვიქნები. . . . . ჩვენი სიყვარული გიო შენთვის არაფერს ნიშნავს, ნამდვილ სიყვარულს არ ტოვებენ . . . არ ნებდებიან. . . . . მისთვის იბრძვიან, რადგან მოიპოვონ და შეინარჩუნონ. . . . . . . მაგრამ შენარჩუნება ყველაზე რთულია . . . . . . ვერ გამიგია როგორ იქცევი, ისე უაზროდ მომახალე ეს ყველაფერი რომ გაგება ძალიან მიჭირს, მაინც რა არის მიზეზი შენი ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებისა? ამას ვერ ამიხსნი?
არა, ანი გამიგე აქ დარჩენა არ შემიძლია უნდა წავიდე!!!!!!!!!!!
მაკოცა ლოყაზე ნაზად და წავიდა. . . . . . ეხლაც ვგრძნობ მისი ტუჩების შეხებას ლოყაზე, ეს დამრჩა მხოლოდ მისგან იმ დღის მერე. . . . . . რაც გულს მითბობს . . . . . თუმცა გულის დიდი ნაწილი გატეხილი და დატანჯულია. . . . .
აღარ გამოჩენილა! როგორც ჩანს მართლაც სამუდამოდ წავიდა, მე კი ისევ ისე ვიყავი და ველოდებოდი, უიმედო სიყვარულს, რომელიც სამუდამოდ დამეკარგა.
თუმცა მტანჯავდა ცალმხრივი გრძნობა ძლიერი, მაინც არ ვანებებდი ამ გრძნობას თავს, ვერ ვამჩნევდი იმათ ვისაც მართლა ვუყვარდი . . . და არ შემეძლო მათი შეყვარება. . . . . ერთი ამათგან გამოირჩეოდა. . . . . . . ის იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჩემდამი ნამდვილი სიყვარულის გრძნობა გააჩნდა, რომელიც ჩემზე წუხდა, ზრუნავდა და ფიქრობდა, ყოველდღე მკითხულობდა. მაგრამ იკას ჩემი გული სერიოზულად ვერ ითვისებდა. . . . მეცოდებოდა მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. პატივს ვცემდი მას როგორც მეგობარს, მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არ იყო. . . . ზოგჯერ გიოზე ფიქრებში გართულს სულ ვივიწყებდი და ნერვებმოშლილი ზიზღს მის მიმართ ვავლენდი.
ერთ დღეს მეგობრები ერთად შევიკრიბეთ, მე არანაირად არ მინდოდა წასვლა მაგრამ ძალით წამიყვანეს ცოტა გულს გადააყოლებო. იქ იკაც იყო, ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა, თვალები გაუბრწყინდა და ლექსიც კი წამიკითხა, საერთოდ უყვარდა ლექსების წერა, ჩვენს სამეგობროში ერთი პოეტი იყო. . . . . . თქვა ამ ლექსს ჩემს უსაყვარლეს ადამიანს ანის ვუძღვნი, რომელიც მისთვის დავწერეო და დაიწყო:

"დარდი ვერ გამიქრო განშორებამ სიცოცხლე, შენ ისევ მელანდები,
ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები,
გრძნობა მომეძალა შენი ნახვის, გული მოლოდინით ამიტირდა,
კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს, მაგრამ უშენობა გამიჭირდა,
ისევ ძველებურად მენატრები, აღარც სიყვარული მიძველდება,
ვიცი არასოდეს დაბრუნდები, მაგრამ დაჯერება მიძნელდება. . . . . . . "

მოგეწონა ანი?!
არა!
რატომ?
იმიტომ, რომ ცუდად კითხულობ!
იცი ანი? ეს შენს გარდა არავის უთქვამს.
მე კი გეუბნები!
ანი დამცინი?
ეგ როგორ? არც მიფიქრია. . . .
ანი მიყვარხარ!!!!!!!
მე გიო მიყვარს! იკა ხომ იცი?!
ცოტათი მაინც არ გრძნობ ჩემს მიმართ რამეს?
არა იკა სერიოზულად შენზე ფიქრი არ შემიძლია, მაპატიე მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო, გულს ვერ ვუბრძანებ. . . . . . . . . . . . . .
ესე იგი შენ ამბობ რომ არაფერი გამოვა? შენზე ფიქრი არ ღირს?
არა იკა! მე წინასწარ გაფრთხილებ რომ მერე არ დაიტანჯო, გესმის?
ანი იცი? არ მინდა თავი მოგაბეზრო ან შეგაცოდო, მაგრამ რა ვქნა რომ შენზე ფიქრს ვერ ვიშორებ, ძალიან დიდი ხანია უკვე რაც მიყვარხარ. . . . . იმ დროიდან როცა გიოსთან ერთად იყავი, მეც შენსავით ვგრძნობდი თავს. . . . ვხედავდი რომ სხვასთან იყავი, სხვა გიყვარდა, მაგრამ არ ვანებებდი შენზე ფიქრს თავს. . . .ვერ ამოგშალე გონებიდან და გულიდან. . . . . განა ეგ დასაძრახია????? განა სიყვარულისთვის სჯიან ადამიანებს? ანი იქნებ სცადო და გამოგვივიდეს რამე, ხომ იცი "ცდა ბედის მონახევარიაო” იტყვიან. ადრე თუ გვიან გიო ხომ უნდა დაივიწყო? გთხოვ იყავი ჩემთან ერთად, გინდ გიოზე ფიქრობდე მაინც, რატომ უნდა გადაწურო შენი ცხოვრება ერთზე და თან ისეთზე რომელიც არც ფიქრობს შენზე? ანი მიპასუხე!!!!
გიპასუხო??? გიპასუხებ! გიოს ვერ ვივიწყებ, თავს ვერ ვერევი და ვერც დავივიწყებ, ჩემი გული მას ეკუთვნის და მორჩა . . . . . . . ეხლა კი წადი გთხოვ!!!! უკვე თავი მომაბეზრე, დამივიწყე. . . . შენ ხომ მე მეუბნები რომ გიო დაივიწყეო და მე კი გთხოვ რომ მე დამივიწყო. . . . . . . .
კარგი ანი წავალ, მაგრამ დაუფიქრებლად იქცევი და მასე ცხოვრებაში ბევრს წააგებ . . . . თუ შენი ბოლო პასუხი ასეთია, მე სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან და შენი ბედნიერებისთვის მსხვერპლსაც კი გავიღებ. . . შენ იცხოვრე ისე სანამ გამიცნობდი, ვიცი შენს ცხოვრებაში დიდ დანაკლისს არც წარმოვადგენ ჩემნაირები ბევრია. . . . . . მაგრამ საბოლოო რჩევას დაგიტოვებ რათქმაუნდა თუ გაითვალისწინებ, ეცადე არ დაკარგო ახლო ადამიანი და თუ უკვე დაკარგე გახსოვდეს ცხოვრება გრძელდება!!!! ჩემი გულის კარი შენთვის მუდამ ღია იქნება. ნახვამდის ანი . . . . . !!!!!!!
იკას ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და გული მატკინა, მივხვდი რომ რაღაც მემართება, ყველას გულს ვტკენ, განა ეგ მინდა? არა რაღაც მისდაუნებურად ხდება . . . . არ ვიცი რა მემართება, დაბნეული ვარ, ვერავინ მიგებს. . . . .
ჩემთვის მხოლოდ გიო და გიოოოო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვინ მოითვლის კიდე რამდენი ხანი ვფიქრობდი მასზე, თითქოსდა ეს ფიქრები ჩემი ლანდი იყო, რომელიც ყოველთვის თან დამსდევდა. . . . . . მე მას ველოდი, ველოდი დიდხანს, ლტოლვით, შიშით და ასე გრძელდებოდა ლოდინი!!! ნაცრისფერ დღეებს წარმოსახვით შექმნილი ფერებით იფერადებ, სიზმრებით, ფიქრებით, ოცნებით ცხოვრობ!!!! ეს იყო ჩემი სიზმარი, რომელიც შორსაა ან იქნებ სხვისიც გამხდარა, ჩემთან კი მხოლოდ ნატვრა და ზმანებაა. . . . . . . . . . .
ჩემი ცხოვრება ლოდინში გაილევა, უსასრულო ლოდინში, ჩემი ცხოვრების დრო და ჟამი ნელა ძალიან ნელა მიცოცავს, ბედი დამცინის, რისთვის ვერ ვივიწყებ მას, თითქოსდა ამის იქეთ არ არსებობს არსებული დრო . . . . . . . . ! მხოლოდ დრო მკლავს, რომლის უკიდეგანო სივრცეში ჩაქსოვილია მჭიდროდ მოლოდინი.
ეს ღამეც ნელა, თეთრად თენდებოდა, მაგრამ უცნაური იყო დანარჩენ დღეებთან შედარებით. ცივი, წვიმიანი, თითქოსდა ჩემს წუხილს ცა ღვრიდა. ვგრძნობდი რაღაც უცნაურ ტკივილს, რაღაც გული ცუდს მიგრძნობდა და მეშინოდა. . . . . . .
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1247 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:47 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 45
სტუმარი: 45
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024