♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 29 » ორი ბილთი ნიცაში 2
10:04 PM
ორი ბილთი ნიცაში 2

- დროებით – გამიღიმა კეტებიანმა, სიგარეტს მოუკიდა და სერიოზული სახით გავიდა რესტორნიდან..

\” მგონი ცოტას აფრენს ეს კეტებიანი.. – გავიფიქრე ჩემთვის – რა ქირურგი, რის დალევა, რა მომვლელი?…

ან რა უნდა ჩავიცვა რა საინტერესოა….
ანკა გადამერევა რომ გაიგოს , ვიღაც მორიგი სულელი გადავიკიდე….

ღამის 10 საათია და მაინც ცხელა, ან მე მცხელა…
მთელი კვირაა თვალი მიშტერდება რომ ვხედავ და ის საერთოდ არ მიმჩნევს
ეხლა მოვეწონე? …
გამოაშტერა იმ ინვალიდმა … სულ იმასთან ერთად დადის და ირგვლივ აღარ იყურება…

ალბათ ცოტას დავაგვიანებ, როგორც ქალებს გვჩვევია..
იყოს და მელოდოს..
თავხედი..
მოინდომა ეგრევე, \” გადმოჯექი, დავლიოთ..\”
ეხლა იჯდეს და უყუროს საათს…….. \”

11-ის ნახევარზე არანორმალურად გამოპრანჭული და სუნამო მიპკურებული დავეშვი ლიფტით სასტუმროს რესტორანში…
სიხარულისგან სახე მიბრწყინავდა იმაზე ფიქრით, რომ დიდხანს ვალოდინე და გავაწვალე,..

სახე მომერყა, როდესაც რესტორანი ცარიელი დამხვდა..
ჩვენს მაგიდაზე , პატარა ლურჯი სანთლიდან , მოუსვენრად ხტოდა წითელი ალი..
მაგიდას მივუჯექი და სიბრაზისგან ისეთი სიჩქარით მოვწიე სიგარეტი, თავბრუ დამეხვა…

გავიდა 10 წუთი …

\”საინტერესოა, რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი?\”

15 წუთი…..

\”თავი ასეთი სულელი არასდროს, არ მგონებია .\”..

20 წუთი..

\” სად მოვედი…, რა მინდოდა….. \” ?

30 წუთი…

მეტი ლოდინი უკვე შეურაცხყოფა იყო.. ჩანთა ავიღე და გამოვედი რესტორნიდან, კუთხეში ისეთი სიძლიერით შევასკდი ვიღაცას, თვალებიდან ნაპერწკლები გავყარე.. წავბარბაცდი და რომ არ წავქცეულიყავი,, კედელს მივეყრდნე.. გონზე მოსულს , თავიდან მომინდა გონების დაკარგვა, როდესაც კეტებიანი შემრჩა ხელში…

- შენ თარჯიმანი კი არა, მგონი მორბენალი ხარ, თან სერიოზული. – მითხრა მან და ნატკენ შუბლზე ხელი მოისვა – ასეთი სისწრაფით სად მიქროდი, რა საინტერესოა? – მკითხა ღიმილით.. – მგონი ცოტა დამაგვიანდა.. ხო ?
- ცოტა არა .. – წავისისინე მე
- მართლა? – იკითხა გაოცებით კეტებიანმა და საათს დახედა – უი, რა დრო გასულა..
- მართლაც – წარბი შევკარი მე…
- სულ გადამავიწყდა რომ უნდა დაგველია… .. ნომერში ვიყავი და ჩამეძინა.. ცოტახნის წინ გავიღვიძე და გამახსენდა, რომ დალევას ვაპირებდი ვიღაცასთან ერთად…
მერე მომაგონდა, რომ ის ვიღაც შენ იყავი, ხოდა, ვიფიქრე მაინც დააგვიანებს-თქო და ძილი გავაგრძელე….. მერე , როგორც იქნა ავდექი და გამოვედი…- დაამთავრა სიცილით კეტებიანმა – ხომ არ დაიღალე ლოდინით??

მე ამ ისტორიამ ისეთ ისტერიკაში ჩამაგდო, რომ აღშფოთებისგან პასუხის გაცემაც გამიძნელდა..

- ცოტა დავიღალე ..
- კაი , რაა.. შენც დააგვიანებდი, ზუსტად ვიცი.. სულ ასე იცით ქალებმა, მე კი ამის ატანა არ მაქვს, ამიტომ ყველგან დაგვიანებით მივდივარ, ნერვები რომ არ დამაწყდეს .. ასე რომ ბარი-ბარში ვართ – ღიმილით დაამთავრა კეტებიანმა და მაგიდას მხიარულად მიუჯდა….. – დაბრძანდი, თუ შეიძლება..

სიბრაზისგან მოკრძალებით გამეღიმა და სკამზე გრაციოზულად დავეშვი .

- ესეც ასე.. აბა, რას დალევ ?.. მე ვისკი მინდა ორმაგი ყინულით, შენ ?
- ჩაი, ლიმნით..
კეტებიანმა გაოცებით შემომხედა
- რას ლაპარაკობ, რა დროს ჩაია….. არანაირი ჩაი.. – მენიუს თვალი გადაავლო და ომახიანად დაიწყო მან – არაყს ხომ სვამ? , - სვამ და დავლევთ ბოლომდე… კარგი… \”მოხიტო\”, კიდევ \”რედბული\” , არაყი, თხილი, ნაბეღლავი და ჯერ-ჯერობით საკმარისია…
- მარტო მე და შენ ვსვამთ? – ვიკითხე ამდენი სასმელის დანახვაზე
შეშფოთებლმა,
- ხო, რა იყო, არ გვეყოფა? არაა პრობლემა, კიდევ დავამატებ..

კეტებიანის სითავხედემ გამაოცა და ისევ გამეცინა..

- ამ წამს რაზე ფიქრობ? – მკითხა მან და ვისკით სავსე ჭიქაში ჩაყო თავი..
- ამინდზე…- ვუთხარი დაუფიქრებლად..
- იტყუები! – მითხრა სიცილით
- მართლა ….. – ვუთხარი სერიოზელად მე
- წესით ჩემზე უნდა ფიქრობდე – მითხრა მან და მეორე ჭიქაც მოიყუდა

\” ლოთია, უეჭველი \” – გავიფიქრე ჩემთვის

- შენზე რატომ უნდა ვფიქრობდე? – ვკითხე სიცილით
- რატო, ცუდი ბიჭი ვარ? – იკითხა სერიოზულად
- რა შუაშია ? – გამეცინა მე
- ააა, ანუ შენ სხვანაირი ბიჭები მოგწონს? – მკითხა გამომწვევად
- სხვანაირი, როგორი?
- რაღაცნაირი – მითხრა მან და სიცილისგან ჩაბჟირდა..

\” მგონი მართლა აფრენს, ის დროა, მალე გავიპარო აქედან \” -
გავიფიქრე და ისევ სულელივით გამეცინა.

- არა, მაინც, როგორი ბიჭები მოგწონს ? – არ შემეშვა კეტებიანი
- კაცური – ვთქვი ამაყად
- კაი?!!! რას მეუბნები! \”შვარცნეიგერები\” და \”სტალონეები\” გევასება ? – მითხრა და ისევ ისტერიული სიცილი აუტყდა.
- \”სტალონე\” რა შუაშია – გადავირიე მე
- რა ვიცი, კაცურია.. არა?
- არა, ქაჯურია.. – შევიცხადე ისევ
- კაი ეხლა, არ თქვა , რომ არ გევასებოდა ბავშვობაში..
- რა სისულელეა – აღვშფოთდი მე..
- კი, კი!
- არა! – მეც ამიტყდა სიცილი…
- მოდი, ამ ჭიქით \”სტალონეს\” გაუმარჯოს – თქვა აღფრთოვანებით კეტებიანმა – ოღონდ ბოლომდე სვამ, იცოდე!
- კაი – ვთქვი და სავსე არყის ჭიქა მოვიყუდე..
- ყოჩაღ, სმა ნამდვილად გცოდნია.
- და რა არ ვიცი ? – გამიკვირდა მე
- სირბილი – გაეცინა კეტებიანს
- აფრენ..
- ვაფრენ ! – დამეთანხმა ის და ისევ გაეცინა..
- რამდენი წლის ხარ? – გრადუსმა გამათამამა : )
- შენ რამდენის გგონივარ ? – მკითხა გამომწვევად და თვალები მოჭუტა..
- შეენ ? – გამომცდელად შევხედე მე.. – იქნები ასე ორმოცამდე..
- ასე მეტყობა ასაკი ? – შეშფოთდა კეტებიანი
- კიი!
- არა, მართლა ?
- მართლა.. დედასვფიცავარ, რა იყო, რა ქალივით შეიცხადე?
- უბრალოდ ოცდაათის ვხდები მალე .. მეტის არა..
- არ მჯერა.. – ვიუარე მე
- გეუბნები!
- არ გეტყობა !
- გინდა გითხრა, შენ რამდენის ხარ ? – მკითხა კეტებიანმა და მე-9 Eჭიქა მოიყუდა.
- აბა ?
- ოცდათორმეტის – მითხრა და გადაიხარხარა
- ოცდათორმეტის არა, სამოცდაორის – სერიოზულად მეწყინა მე
- რა იყო, რა ქალივით შეიცხადე ? – გამიმეორა ჩემივე კითხვა და ისევ მოკვდა სიცილით.
- შენა და.. ცუდად ხომ არ ხარ? – ვკითხე მისი ზედმეტი სიხალისით შეშფოთებულმა
- კი, როგორ არა, მეორე ბოთლის სმას ვიწყებ.. მეტყობა რამე ცუდად ყოფნის?
- არაფერი ! – ვთქვი და ორივე ჩავბჟირდით სიცილით..
ოფიცინტებს სახეზე გაოცება დაეტყოთ..

\”რაღაც იმაზე მეტად გამითამამდა , ვიდრე წარმომედგინა..\”

- კიდევ რა გაინტერესებს ? – მკითხა კეტებიანმა
- არ ვიცი – მხრები ავიჩეჩე მე..
- კაი, მაშინ მე გკითხავ.. ოღონდ ჯერ ეგ დალიე ბოლომდე.
- კაი – დავემორჩილე მე
- სულელი გგონოვარ, ხომ?
- კი არ მგონია, უკვე ზუსტად ვიცი, რომ აფრენ – ვთქვი გულღიად
- მაგარი გოგო ხარ ძალიან, – მოვეწონე კეტებიანს
- მადლობთ – დავიმორცხვე მე
- ერთი პრობლემაა მარტო , ძალიან უჟასი სუნამო გასხია.

ყურებს არ დავუჯერე ჩემი ასეთი მიწასთან გასწორება
- შე თავხედო, \”შანელია!\” – ისეთი სახით ვუთხარი , კეტებიანი გამოშტერდა..
- კაი რაა, ეგ რა მითხარი..
- მართლა…
- ვერ ვიტან მძაფრ სუნებს.. – თავი გაიმართლა კეტებიანმა
- მე ვგიჟდები..
- მე არა..
- ძალიან მიყვარს…..
- კაი,, მაშინ.. ეხლა, მოდი \”შანელს\” გაუმარჯოს..
- მე მეტი აღარ შემიძლია.. – მივხვდი, რომ უკვე ნამეტანი მომდიოდა.. ერთბაშად ამდენი სასმელი…..
- გამორიცხულია! ბოლომდე ვსვამთ, სანამ არ დაგვეძინება, იქამდე!
- გიჟი ხარ!
- ვარ! თან ცოტა მთვრალი!
- მაგარი მთვრალი – შევუსწორე მე
- თუ გგონია, შენ ფხიზელი ხარ , ძალიან ცდები – მოკვდა სიცილით კეტებიანი..

სიცილი ამიტყდა მეც

- რაღაც მშია.. არ გშია?
- არა..
- კაროჩე რა, შენ \”არა\” – უნდა დაგარქვა
ორივეს გაგვეცინა.

მე \”ცეზარის \” სალათი ავიღე, მან – \”სტეიკი\”..

- ჩემი უფრო გემრიელია! – მითხრა კეტებიანმა
- ვერ ვიტან \”სტეიკსს\”
- რატომ? – მკითხა მან დანანებით..
- ხორცი აბერებს – ვთქვი ამაყად

კეტებიანს წყალი გადასცდა და გაიგუდა სიცილით..
სიცილი ამიტყდა მეც..
მერე ცრემლები მოიწმინდა, ცოტა დამშვიდდა და სერიოზული სახით დაიწყო :

- რაღაც ძალიან პირადი რომ გკითხო, შეიძლება?
- არა.. – გავიცინე მე
- არავინ არ გყვარებია?
- არა – მოვიტყიე მე
- არც აპირებ?
- არა – ისევ ვიცრუე მე
- ხომ ვთქვი \”არა \” უნდა დაგიძახო – მეთქი
- რატომ გადამეკიდე ?
- შენ გადაკიდება არც იცი , ალბათ საყვარელო, რა არის – ისეთი ტემბრით მითხრა , ცოტა დავიბენი..
- შენ ? – ვიკითხე მე
- რა მე ? მე ზუსტად ვიცი ეგ რასაც ნიშნავს.
- არა , ეგ კი არა, შენ არ გყვარებია ?
- კი – მითხრა ორაზროვნად მან
- რა ერქვა?
- ნატალია.
- მერე ? – დავინტერესდი მე
- მოკვდა – მითხრა მშვიდი სახით და უცბად სახე შეეცვალა..
მე სალათის ფურცელი გადამცდა და ხველება ამიტყდა
- ვაიმე, რა საშინელებაა – შევშფოთდი მე
- აბა ! – მითხრა დანანებით
- რითი?
- გული გაუსკდა.
- რატომ?
- არავინ არ იცის – მხრები აიჩეჩა კეტებიანმა და მოხიტო მომიჭახუნა, – ხსოვნა იყოს!

მე ძალიან დავიბენი და მეც ბოლომდე დავლიე..
- ვწუხვარ.. – როგორც იქნა ვთქვი მე
- არაფერია.. კაი ხნის წინ იყო.. დღემდე მივდივარ საფლავზე და ჰოლადიური ყვავილები მიმაქვს..
- რატომ, უყვარდა? – შემეცოდა მე
- ძალიან – თქვა კეტებიანმა და თვალზე ცრემლი მოადგა
.. ცრემლი მეც მომერია..
- იმის მერე სულ ვეძებ და სულ მენატრება..
- წარმომიდგენია – ცრემლნარევი ხმით წარმოვთქვი მე

ორივე გავჩუმდით..
კეტებიანმა კიდევ ერთი ჭიქა მოიყუდა და ცრემლები მოიწმინდა…

- რომ ვსვამ, ისეთი გულჩვილი ვხვდები, ….. – მითხრა მან და უცბად ისეთი ისტერიული სიცილი აუტყდა, რომ შემეშინდა…- დაიჯერე ხომ? – ძლივს გასაგონად თქვა მან..

ეს უკვე კულმინაცია იყო…..

- აუტანელი ხარ რააა!!!!!!!
- დაიჯერე ხო? – კიბორჩხალასავით გაწითლდა კეტებიანი
- მსახიობი ხარ , რა… რა სპექტაკლი დადგი ? – გავბრაზდი მე
- აუ, აი, ძალიან საყვარელი ხარ , როცა ბრაზდები..
- არ ხარ ნორმალური.. – არ ვწყნარდებოდი მე
- მადლობთ – მშვიდად მიიღო კეტებიანმა
- არაფრის..
- როგორ გატირე ? – მითხრა სიცილით მან
- ძალიან \”დავიგრუზე\” – გავიბუტე მე
- არა , რა, ძალიან მაგარი ვარ… – თქვა თავისი თავით კმაყოფილმა
- ასეთი თავმდაბლობაც არ შეიძლება – გამეცინა მე
- ხო, ჩემზე თავმდაბალი უკვე სიგიჟეა..
- შენ მართლა აფრენ..
- შენ კიდევ ბატი ხარ! ყველაფერი როგორ გჯერა.. ?
- რა ვიცი, იტირე და გადამრიე.. – გავიმართლე თავი
- ხომ მაგარი ბიჭი ვარ, თქვი! – მკითხა კეტებიანმა და თვალები აუციმციმდა
- ძალიან მაგარი..
- კაი, მაშინ \”მაგარ ბიჭებს\” გაუმარჯოს!
- ძალიან თავმდაბალი ხარ – თქო, ხომ გეუბნებოდი… გაგიმარჯოს!
- დესერტად რა გინდა?
- არაფერი..

კეტებიანმა უკმაყოფილების ნიშნად თავი გადააქნია..

- ესე არ გამოვა… მაშინ აღარაფერს აღარ შეგეკითხები და პირდაპირ შევუკვეთავ.
- კაი, მაშინ ხილი.
- აი, ასე რა.. რას იპრანჭები… ? – გამიღიმა მან – ხილი გიყვარს?
- ჭკუა მეკეტება!
- მეც
- მე უფრო..
- არა მე ! – არ დამითმო კეტებიანმა
- მე ისე მიყვარს, რომ შემიძლია მთელი დღე ვჭამო..
- მე კიდე ერთ საღამოს 5 კილო ბალი მაქვს ნაჭამი.
- ერთით ნოლი, ეგრეც არ მიყვარს ხილი..
- კიდევ კარგი, რაღაც დამითმე.. – გამეცინა მე


რესტორანში \”არეტა ფრანკლინის\” ხმა გაისმა..
- ვგიჟდები მუსიკაზე.. – გავუგღიმე მე
- მეც..
- მე უფრო მსუბუქი მუსიკა მიყვარს , მელოდიური და რითმული..
- მე კიდე, ხმაურიანი და მონოტონური..
- მე კიდე, ცივი ყავა მიყვარს ნაყინით – ვთქვი მე
- მე ორმაგი ვისკი და \”მარლბორო ლაითი\”
- მე \”კენტი 4 ნომერი\” და \”ანანასის შეიკი\”
- მე \”დოლჩე გაბანას\” ტანსაცმელი და შავგვრემანი ქალები.
- მეც ვერ ვიტან ღია ფერების ბიჭებს..
- კიდევ მიყვარს ლამაზი თმა და გარუჯული სხეული..

ისევ გამეცინა..

- მე ვერ ვიტან \”ტკბილ\” ბიჭებს
- ეგ რა არის?
- აი, ძალიან გადაპრანჭული ბიჭები რომ არიან..
კეტებიანს სახე მოეღრიცა .. და შეშფოთებულმა მკითხა:
- მე ეგეთი ხომ არ ვარ?
- არა, შენ არა – დავამშვიდე მე..
- მე კიდე ვერ ვიტან , ქალი საქციელს რომ კარგავს..
- მე კაცი..

ორივე გაგვეცინა

- და ვერ ვიტან ცარიელ ქალებს..
- მეც..
- ძალიან ლამაზიც რომ იყოს, მაინც არ ვიქნები მასთან თუ შტერია..
- მე კიდე, ვერ ვიტან როდესაც ადამიანი ბოროტი და ხარბია..
- და ფულის ხარჯვა არ უყვარს – გაამძაფრა კეტებიანმა
- ხოო.. და როდესაც ქალთან ურთიერთობა არ იცის… – დავეთანხმე მე
- ძალიან საყვარელი ხარ – მითხრა კეტებიანმა..
- მადლობთ..
- და ძალიან ლამაზი ხარ..
- დიდი მადლობა – დავიმორცხვე მე..

- დავლიოთ კიდევ ? – მკითხა მან
- საერთოდ რომელი საათია? – ვიკითხე მე
- ოთხია ზუსტად….
- რა დრო გასულა.. – წავუსტვინე ხმადაბლა..
- სახლში ხომ არ გეჩქარება? – გამიღიმა მან
- არააა.. – გავიპრანჭე მე
- მიგაცილებ სახლამდე ტაქსით ..
- მგონი, გაგიჭირდება ..
- რატომ ? – გაუკვირდა კეტებიანს
- იმიტომ რომ ტაქსები ლიფტებით არ დადიან..
- შენ ეგრე გგონია? – მკითხა მან და მთვრალი მზერა მესროლა
- დიახ, დარწმუნებული ვარ , მგონი მეტი აღარ უნდა დავლიოთ..
- სასმლის ბრალია ?!
- ნამდვილად..
- ლიფტის ტაქსები \”მოხიტოს\” ბრალია – გავუღიმე მე
- არა, სანამ მფრინავ გველეშაპებზე არ დავიწყებს საუბარს, იქამდე ვსვამთ..!

სუფრას გადავხედე და შევეცადე ციფრი დამესახელებინა, რაც შეიძლება ანგარიშად მოსულიყო :

- ანგარიში მოვა მილიონი ლარი – შემეცოდა კეტებიანის ბიუჯეტი.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1179 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:05 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 65
სტუმარი: 65
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024