♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 29 » ორი ბილეთი ნიცაში
9:58 PM
ორი ბილეთი ნიცაში

იმ დილითაც დამაგვიანდა..
მაღვიძარამ რომ დარეკა, ზუსტად 10 წუთი აკლდა 9საათს ..
კივილით წამოვხტი ლოგინიდან..

\” დამაგვიანდა… \”
აბაზანაში ისეთი სისწრაფით შევქანდი და გამოვქანდი, მეთვითონ თავბრუ
დამეხვა.. თმა რა თქმა უნდა, არც კი გამიშრია, ისე შევიკარი, ჩავიცვი,
ერთი-ორი და
გამოვვარდი..

ქუჩაში ჩემი მეეზოვე სარე შემხვდა..
გამარჯობის მერე, წამიკითხა 10 წუთიანი ლექცია, რომ აუცილებლად მენინგიტი დამემართება თუ არ გადავეჩვიე სველი თმით სიარულს.. მე გავუღიმე და დავემშვიდობე – : \”სანამ მენინგიტი დამემართება, სამსახურიდან გამაგდებენ თუ დროზე არ მივედი, ეხლა არ მცალია, და ეგ თემა რომ დავბრუნდები , მერე განვავრცოთ-თქო..\” – ვუთხარი.

ტაქსი გაწყდა..
გადავირიე…

ძლივს გავაჩერე და ჩავჯექი..
სამსახურამდე ვისმენდი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სიმღერა \” მოკლე კაბას \” .. ეს \”ღვთის რისხვა\” მელოდია 28-ე ჯერ რომ დაიწყო , ძალიან ვთხოვე მძღოლს,
\”თუ შეიძლება , მაგნიტოფონი გამორთეთ-თქო..\”

საგიჟეთში ვარ დილიდან…

სამსახურში 5 საათი ვიმუშავე, 3 საათი ტელეფონზე ვიჭორავე და ერთი საათი
ვსვი ჩემი უსაყვარლესი რძიანი ყავა..

6 საათზე ანკამ დამირეკა
- ეხლა არ თქვა რომ არ იცი…
- რა? – გავიკვირვე მე
- მართლა არ იცი?
- რა არ ვიცი?
- აუუუ, პროსტა როგორ არ იცი.. – გიჟივით გაიცინა ანკამ
- ანკააა, რა იყო , მთვრალი ხარ?
- მთვრალი შენ ხარ.. ის ბიჭი ჩამოვიდა, შარშან ლადუკას და ნინის ქორწილი რომ გადაუხადა, ლადუკას მეგობარი, ვიღაც.. მილიონერი.
- მერე? – ვუპასუხე მშვიდად
- რა მერე, ფეხებზე მკიდია, უნდა გაგაცნო..
- ანკა , კაი რააა, არ შემიძლია უკვე შენი ატანა..
- არა, რა, … უმადური ხარ, აბა რა ხარ,.. – სერიოზულად გეწყინა შენ
- რატომ ვარ უმადური, რა გინდა.?
- სად ხარ ეხლა?
- გამოვდივარ..
- ძალიან კარგი, პირდაპირ ჩემთან ამოდი…
- აუ, ბასეინზე მივდივარ – არ დავფიქრდი, ისე მოგატყუე მე
- ბასეინზე ხვალ წადი, სულ მარტო ვართ მე და ნუცა.. დათო 3 დღით ბათუმში წავიდა სამსახურიდან, მიდი რა..

ისეთი ხმით მთხოვე, უარი ვეღარ გითხარი, უფრო ნუცას ხათრით, თორემ, შენ 23 წელია გიყურებ და უკვე ვეღარ გიტან… თან ზუსტად ვიცი, რა დღეშიც უნდა ჩამაგდო…
ასე იცი ყველაფერზე, საკმარისია, რამე აიჩემო ..

კარი ისეთ ფორმაში გამიღე, რომ გამეცინა..
ნუცას ფაფა გესვა სახეზე, ფეხებზე, თმებზე..
- რას ვგავარ არა? – მკითხე და გაგეცინა..
- ძალიან მომწონხარ , ფაფა განსაკუთრებულ ხაზს უსმევს შენს გარეგნობას..
- ეკაიფე, იცი ვიის?

ორივეს გაგვეცინა

ნუცას ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, სიხარულით კინაღამ ფაფა თეფშიანად გადასანსლა …..
- ადრე ვერ მოხვედი? – მკითხა გადაღლილმა ანკამ – 2საათია ყირაზე ვდგავარ,
ორი ლუკმა რომ შეჭამოს..
- ბავშვთან ურთიერთობა უნდა იცოდე.. ! – ვთქვი ამაყად .
- შენ ხომ ძიძად ხარ დაბადებული, რა ! – გამეხუმრე შენ
ნუცა ლოგინში ჩავსვით , სათამაშოები ჩავუყარეთ და მაგიდას მივუჯექით..

- მომისმინე.. – დაიწყე შენ – მართლა ძალიან კარგი ბიჭია.. ლადუკასთან მეგობრობს დიდი ხანია.. ქორწილიც თვითონ გადაუხადა და პარიზშიც მან გაუშვა ..
მოკლედ რა, როგორ არ გახსოვს, სიმპათიურია, შავგვრემანი, კარგად ჩაცმული, ქორწილში გვიან რომ მოვიდა.. მუქი ლურჟი პიჯაკი ეცვა, \”დაზაგრული\”….

- არ მახსოვს..
- იმას ახსოვხარ და ძალიან უნდა შენი გაცნობა…
- ვიღაც სირი იქნება , ხომ ვიცი.. – გითხარი სიცილით – ქორწილის დისკი ნახა და მოვეწონე , უეჭველი…
- ქორწილიდან ახსოვხარ, დეგენერატო, რა დისკი , რის დისკი ?.. ძალიან მაგარი ბიჭია, საზღვარგარეთ ცხოვრებს დიდი ხანია .. არ დაგღალა ქართულმა გოიმობამ და მარიაჟობამ ?
- რა ჰქვია? – გკითხე გულგრილად
- ძიმკა .
- \” ძიმკა \” რა სახელია… – ცხვირი ავიბზუე მე
- რა გინდაააა? – აღშფოთდი შენ..
- რა გვარია?
- ძიმკა \”გრუზინსკის\” ეძახიან.. გვარი არ ვიცი..
- ხო გითხარი, ვიღაც სირი იქნება-თქო – ისევ გამეცინა მე – მე იქ სიმპათიური არავინ არ მახსოვს.
- რა გემახსოვრება, გუგა ვერ მოიშორე მთელი საღამო… – დამცინე შენ

მთვრალი გუგას გახსენებაზე, გამაჟრიალა…
- აბააა, რა დღე იყო.. – გამეღიმა მეც.. – მაგიდის ქვეშ ვემალებოდი ბოლოს.. გადამრია.. წელში გადამამტვრია იმდენი მაცეკვა..

ისეთი ისტერული სიცილი აგვიტყდა ორივეს, ნუცას შეეშინდა და ტირილი დაიწყო….

- მოკლედ არ წამოხვალ, ხომ ?
- სად? – გკითხე გაკვირვებულმა და ყავის ჭიქა დავაყირავე.
- ნინისთან..
- არა – ვთქვი ამაყად, – ძალიან მეზარება, ამ გაცნობებს ვერ ვიტან, ცოტა მეგოიმება .. ეგრე, შენ ზუკას მეგობარსაც ასე აქებდი და მერე აღმოჩნდა, რომ ისე აპათოლოგებდა, საკუთარ დედას ესროდა იარაღს,
- კაი რა, დაუჯერე ნინის – გეწყინა შენ
- ეგრეა ხო.. – არ ვწყნარდებოდი მე – ესეც ვიღაც მანიაკი აღმოჩნდება და მერე ყელგამოჭრილს მიპოვნით სადმე, კანაოში..

ანკას სახე მოეღრიცა ამ სურათის წარმოდგენით..

- არ გგონია, რომ ფანტასტიკების ყურებას თავი უნდა დაანებო? სულ გადაირიე, ხომ ხედავ – მითხრა შეშფოთებულმა
- მორჩა, წავედი, აღარ მცალია..
- გეუბნები, წავიდეთ და თუ არ მოგეწონება, ცხოვრებაში აღარავიზე აღარ შეგჭამ..
- შენთავს ვფიცავარ , ძალიან მეზარება , მართლა, მოიკითხე ჩემგან ეგ \”ალ კაპონე\” და სხვა დროს გნახავს, ეხლა არ სცალია-თქო – გადაეცი..
- საშინელი გოგო ხარ, ძალიან კარგი თუ არ მოდიხარ, მაინც არ მოეწონები ეგეთი აუტანელი ხასიათის პატრონი.. მარტო ერთი მათრახი შენს ჭკუაზე მოყვანას უნდა ..
- კაი, მეც მიყვარხარ, – გაგიღიმე , ნუცა ჩავკოცნე და კარი გავიკეტე..

ქუჩაში ისეთი სითბო იყო, ცოტა ბოდიალი მომინდა…Aახლა ყველაზე ძალიან მინდა, რომ მეცვას რამე Qჭრელი სარაფანი, მეკეთოს დიდი შავი სათვალეები, მეხუროს მწვანე ლამაზი ქუდი , ვიყო აეროპორტში , მქონდეს ორი დიდი ჩემოდანი 3 – 4 მილიონით, და ერთი გზის ბილეთს
ვყიდულობდე ნიცამდე , ბოდიალი შენ მერე უნდა ნახო.. ოღონდ, მინდა სულ მარტო წავიდე, აი, ესე, უპატრონოდ… პრინციპში, რაღა პატრონი მინდა 3 – 4 მილიონის პატრონს : )
აუუუუ, მართლა ძალიან მინდა : )))))) მარტო წასვლას სხვა მუღამი აქვს.

წარმოვიდგინე, მარტო რას ჩავატარებ ნიცაში და სულელივით გამეცინა..

სამსახურიდან მივლინებით ბათუმში მიშვებენ..
ხო, მაგარია? ნიცაზე ფიქრის მერე
აჭარა .. თან მაისში…

საოცარია ეს ცხოვრება რა..
წარმოუდგენელი ამბები ხდება..

ვგიჟდები მივლინებებზე, მაგრამ – საზღვარგარეთ..
ბათუმი, ისიც გაზაფხულზე, ცოტა მოსაწყენია..

თან ისე წამოვედი თბილისიდან , გუგას გამოვეპარე..
ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მშობლიური ენა არ ესმით..
ზიხარ და წლების მანძილზე ელაპარაკები, მაგრამ.. მაინც არ იშლიან თავისას …
აი, ასეთი ადამიანების კატეგორიას ეკუთვნის გუგა..
პიროვნება, რომელსაც 29 წლის მიუხედავად, 3 წლის ბავშვივით უნდა ესაუბრო, რამე რომ შეაგნებინო…..
მე, პირადად, ვალოკორდინის 30 წვეთიან ხსნარს ვსვავ, წყობიდან რომ არ გამოვიდე და ისტერიკა არ დავიმართო..
გუგა ისეთი ბიჭია, რომელსაც სიტყვა \”არა\” არ ესმის.. ბავშვობიდან ჩემი
უბნელია და , სიმართლე გითხრა , ატანა აღარ მაქვს მისი, ისე მაბეზრებს თავს..

მოკლედ.. რა დროს გუგაა.. : )

…. ყველაფერი, როგორც ყოველთვის იქიდან დაიწყო, რომ ძალიან მშიოდა..
უფრო სწორედ , როგორც ყოველთვის კი არ მშიოდა…
როგორც ყოველთვის იწყება ხოლმე,
ისე დაიწყო…

ერთი ჩვეულებრივი Dდღე იყო, ან არ იყო ჩვეულებრივი დღე და მე ვიყავი ჩვეულებრივ ხასიათზე … : ) მოკლედ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.. ვატარებდი მივლინების ნაცრისფერ დღეებს ბათუმში.. არ ვპასუხობდი გუგას ზარებს, ვცხოვრობდი ძალიან ლამაზ სასტუმროში და ვითვლიდი დღეებს თბილისში წასვლამდე..

უფრო გამიხარდებოდა, ბათუმში დასასვენებლად რომ წავსულიყავი,
თუნდაც ისევ მარტო და
თუნდაც ისევ მაისში
ოღონდ 12 უცხოელი (ესტონელი) არ შემოეტენა ჩემს უფროსს,
თორმეტი ორმოც წელს გადაცილებული და
თორმეტივე ქალი!
ღმერთო..
ალბათ წარმოგიდგენია, რა დღეში ვიყავი..
საუზმე, სადილი, შეხვედრა,
საუზმე, შეხვედრა სადილი..
და ასე დაუსრულებლად…..

ჩვენი სასტუმროს ფოიეში 3 დღეა ერთსა და იმავე დროს, ანუ მე რომ ნომრიდან ჩამოვდივარ იმ დროს – ერთი ბიჭი მხვდება, ყავის ჭიქით და მზის სათვალით ხელში..
ძალიან მომწონს, რატომ არ ვიცი..
დიდი არაფერი ბიჭია, მაგრამ არის მასში რაღაც,. ზუსტად არ ვიცი რა , მაგრამ რაღაც, რაც მიზიდავს….. ან არც მიზიდავს, მაგრამ მაიძულებს თვალი არ მოვაშორო..
ყველაზე მეტად მისი სხეული მომწონს…..
ძალიან ლამაზი სხეული აქვს..
ჭკუა მეკეტება კაცის მხრებზე..
ლამაზ, ნავარჯიშებ მხრებზე…..
ზუსტად ასეთი მხრები აქვს ამ ბიჭს და ..
აცვია ყოველთვის თავისუფლად, არც გამოპრანჭულია, არც სპორტული
.. რაღაც შუაშია ,..
კეტები, ღია ფერის პერანგი და ჩვეულებრივი ლევისის მუქი ლურჯი ჯინსი..
უფრო იმიტომ ვაქცევ ყურადღებას, რომ თვითონ აბსოლუტურ იგნორს მიკეთებს..
არ ვიცი, ალბათ პიდარასტია… თორემ როგორ შეიძლება მე ყურადღება არ მომაქციო.. : ) ?
ვიღაც ბიძასთან ერთად ვხედავ სულ.. ის ბიძა ინვალიდია, სავარაუდოდ ხერხემლის პრობლემა აქვს და ინვალიდის სკამით დაჰყავს ამ პიდარასტს..

არ ვიცი, ასე რა ახარებთ..
რამდენჯერაც ვნახე, იმდენჯერ იგუდებიან სიცილით,
ძალიან მშურს რომ ვუყურებ… ისე გამოვშტერდი ჩემი უმარილო თორმეტი უცხოელის ყურებით .. და დევნით.. , რომ…

ხოდა, როგორც ვამბობდი,
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ღამე ცუდად მეძინა..
დილის 8საათზე გამეღვიძა , ძალიან მშიოდა, ვიფიქრე ჩავალ და ადამიანურად შევჭამ-თქო..
თმა არც დამივარცხნია…. პირდაპირ სველი შევიკარი და ლიმნისფერი ხალათი შემოვიხვიე.. ..

სასტუმროს რესტორანი ცარილი იყო,…
ფანჯრების მხარეს მაგიდანს მივუჯექი…
რძიანი ყავა ,
კარამელის ნამცხვარი შევუკვეთე
და სიგარეტს მოვუკიდე…
ნაფაზი დავარტყი და კინაღამ გადამცდა სიგარეტი.. როცა ინვალიდის სკამი და ჩემი კეტებიანი ბიჭი დავინახე..

\” მოკლედ რა..
ერთადერთხელ ვარ ჩვეულებრივ ფორმაში და მაინც და მაინც ეხლა…\”

მენიუъ ავიფარე სახეზე და შევეცადე სერიოზული სახე მიმეღო…

\”ბედი არ მაქვს ,
ზუსტად ჩემს წინ მაგიდას მიუსხდნენ…
ოდესმე სახიდან ხომ მოვიხსნი ამ მენიუს ? ასე როდემდე ვიჯდები… \” ?

ოფიციანტმა ყავა მომიტანა და მენიუ ამაცალა..…..
ჩემს წინ ვხედავ მარტო კეტებიანი ბიჭი ზის და ეწევა.. ინვალიდი არსად არ ჩანს…
ეს კი ისეა გართული, რომ არც მიყურებს..
როგორც ყოველთვის,…..ხოდა ძალიან კარგი.. მითუმეტეს..
იქნებ ვერც შემამჩნიოს…

კეტებიანმა სიგარეტის კოლოფიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა… და მშვიდად გააგრძელა მოწევა.. მეც მშვიდად ვაგრძელებ მოწევას..

ის მე მიყურებს..
მე ზღვას..
: )
დრო გადის..

მე ზღვის ყურება მბეზრდება…
კეტებიანს ჩემი – არა

შემოვბრუნდი და მზერა გავუსწორე…
მზერა ჰქონდა რაღაცნაირი, ….
უცნაურად სასიამოვნო
გამეღიმა…
კეტებიანსაც გაეღიმა :
- კარგად გამოიყურები!
- ბატონო ? – ყურებს არ დავუჯერე მე
- ესეთი უფრო საინტერესო ხარ..
- \”ესეთი\”, როგორი? – ინსტიქტურად გამეცინა მე
- სადა – მითხრა მან და ღრმა ნაფაზი დაარტყა..
- მადლობთ – დავიმორცხვე მე და უხერხულობისგან ხალათი გავისწორე..
- არაფრის – გაეღიმა მას.. – სად არიან შენი ქალები?
- ჯერ სძინავთ და მე დრო ვიხელთე.. – გავიღიმე უფრო მოკრძალებულად
- კარგი გიქნია.. მეც ცოტა ვისვენებ.. შემჭამა ამ კაცმა..

არ ვიცი, რა ვუთხრა და ისევ ვიღიმი..

- ყველგან შეიძლება დავყვებოდე?- – აღშფოთებით განაგრძო მან
- ვინაა ის კაცი თქვენი? – ვერ დავმალე ცნობისმოყვარეობა მე
- მე მისი მომვლელი ვარ..

ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა.. \” მამაჩემმა რომ გაიგოს, პიდარასტ ბეიბისიტერ-ბიჭთან დავიწყე სიარული, თავისი ხელით დამაღრჩობს\” –გავიფიქრე ჩემთვის

- ხო, შვილივით ვუყვარვარ და არ მიშორებს გვერდიდან უკვე 5 წელია..
- მართლა ? – ვიკითხე მე სინანულით
- ხო, მაგრამ რა იზამ, ვერ ვტოვებ..
- წარმომიდგენია…
- შენ? დიდი ხანია აქ ხარ ? – იკითხა მან
- არა.. 4Dდღეა.. სემინარები ტარდება ,… და ..
- მოსაწყენზე მოსაწყენი სიტუაცია.. – მითანაგრძო კეტებიანმა
- ხო.. გადამრიეს.. – გავიღიმე მე
- მგონი ცოტა უხერხულია ამ მაგიდიდან მაგ მაგიდაზე რომ გესაუბრები და ჩემს მაგიდაზე რომ გადმოხვიდე, ხომ შეიძლება? – მკითხა ზრდილობიანად მან..

მე – \”რა პრობლემაა \”- მეთქი ვუთხარი და ჩემი სიგარეტითა და ყავით გადავედი..

- პროფესიით რა ხარ? – დაინტერესდა კეტებიანი
- თარჯიმანი..
- მე ექიმი..
- კაი ! ? – არ დავიჯერე მე
- მართლა, ქირურგი ვარ.
- არადა, არ გეტყობა – არ დავმალე მე
- როგორ უნდა მეტყობოდეს ? მაინცდამაინც თეთრი ხალათით და ლანცეტით უნდა ვიარო?

ოროვეს გაგვეცინა

- შენ როდემდე რჩები აქ ? – ვკითხე მე
- ჩვენ ალბათ ხვალ წავალთ.
- ასე მალე? – წამომცდა უნებურად
- მალე ? – ჩამეკითხა ის – რას ამბობ, ერთი თვეა აქ ვარ.. თან ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა..
- აააა – ვთქვი სინანულით
- საღამოს რას აკეთებ? – მკითხა მოულოდნელად..
- ისეთს არაფერს.. – დავიბენი მე
- ასეთს ? – გაეცინა მას
- ბოლო შეხვედრა 9საათზეა და ალბათ .. 10საათის მერე არაფერს..
- დალევა გიყვარს?
- ბატონო? –სითამამემ გამაოცა.
- დღეს უნდა დავლიოთ – გადამ+

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1274 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.0/4
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:13 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 56
სტუმარი: 56
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024