♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 21 » ოლღა კურილენკო/Olga Kurylenko
7:02 PM
ოლღა კურილენკო/Olga Kurylenko


ნამდვილი სახელი: ოლგა კურილენკო კონსტანტინეს ას (Olga Kurylenko Kostyantynivna)
დაბადების თარიღი: 14 ნოემბერი 1979
დაბადების ადგილი: ბერდიანსკი,უკრაინა
პროფესია: მსახიობი,სცენარისტი


ბიოგრაფია

ოლგა კურილენკო დაიბადა 14 ნოემბერს 1979 წელს ბერდიანსკში, საბჭოთა კავშირში. ის ცნობილი უკრაინელი მოდელი და მსახიობია.
ოლგა კურილენკო დაიბადა უკრაინის ერთერთ პატარა ქალაქში. სიღარიბეში იზრდებოდა, ოლგასთან ერთად ბინაში ცხოვრობდნენ დეიდა, ბიძია, ბებია, ბაბუა და დეიდაშვილი. ოლგას დედა რუსია, მამა კი უკრაინელი. მშბლები განქორწინდნენ ქალიშვილის დაბადების ცოტა ხნის შემდეგ.
გოგონა აღზარდა დედამ და ბებიამ. 8 წლის ასაკიდან სწავლობდა ინგლისურს, 7 წლისას ფორტეპიანოზე დაიწყო სიარული. ბავშვობაში ის ძალიან ლამაზი გოგონა იყო.
13 წლის ასაკში, ოლგა დედასთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გაემგზავრა. 16 წლისას კი პარიზში გადავიდა სამუშაოდ, ისწავლა ფრანგული ექვს თვეში და ხელი მოაწერა კონტრაქტს სააგენტო Madison. 18 წლის ასაკში, ოლგა გამოჩნდა ჟურნალების Glamour, ELLE, Madame Figaro, Marie Claire და Vogue გარეყდებზე.
1999 წელს ის ცოლად გაყვა თავის მეგობარს, ფრანგ ფოტოგრაფს სედრიკ ვან მოლს და საფრანგეთის მოქალაქე გახდა. სამ წელიწადში კი განქორწინდა მასთან. 2006–2007 მეორე ქორწინებაში შედგებოდა დამიან გებრიელთან. ოლგა კუცენკო არა მარტო პოპულარული მოდელია, მთავარი პროფესიის გარდა ის კინოში ასრულებს პატარა როლებს. მისი სადებიუტო ფილმი გახდა ეროტიული ფილმი «L’Annulaire», რომელიც 2005 წელს გამოვიდა ეკრანებზე.
2006 წელს კურილენკომ ითამაშა თავისი ერთერთი წარმატებული როლი ფილმში "პარიზი, მე შენ მიყვრხარ". დამწყები მსახიობი თამაშობდა ისეთ ცნობილ პერსონასთან, როგორიცაა ელაიჯა ვუდი. ასევე ამავე წელს ის მაყურებლის წინ წარსდგა სურათში «Le Serpent».
2007 წელს ოლგა კურილენკო დაპატიჟეს ფილმის "ხიტმენის" გადაღებებზე. მსახიობს ნიკის როლი შეხვდა.
2008 წელი კი მსახიობის პოპულარობის ერთერთ მწვერვალად იქცა. მან ითამაშა ერთერთი მთავარი როლი ბონდიანაში "Quantum of Solac' ოლგა ბონდის გოგონას როლზე დაამტკიცეს.
ასევე 2008 წელს კურილენკომ ნატაშას როლი ითამაშა ფილმში "მაქს ფეინი".
მიუხედავად იმისა, რომ ოლგამ მხოლოდ დაიწყო თავისი კარიერა კინემატოგრაფში, მას უკვე რამოდენიმე პრესტიჟული ჯილდო მიაკუთვნეს. 2006 წელს კურილენკომ მიიღო "საუკეთესო მსახიობის" წოდება ბრუკლინის კინოფესტევალზე. ეს პრემია მას მიანიჭეს მთავარი როლისთვის მის სადებიუტო ფილმში «L’Annulaire».
ოლგა კურილენკო ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი გოგონაა. მას არაჩვეულებრივი სინაზე და სექსუალურობა ახასიათებს.
ფილმში "Quantum of Solace" გადაღების შემდეგ ჟურნალისტებმა მთელი მისი წარსული გადაქექეს, პიკანტური წვრილმანების და სკანდალების მიზეზების პოვნის იმედით. ასევე პრესამ გვერდი არ აუარა მის სადებიუტო ფილმს «Le Serpent».



კინოები :
1 მოწყალების კვანტუმი (2008)
Quantum of Solace
2 ჰიტმენი (2007)
Hitman
3 გველი (2006)
Le Serpent
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1062 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-04-25, 3:02 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024