♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 17 » ნუთუ ცხოვრება მოგწყინდა?!
5:25 PM
ნუთუ ცხოვრება მოგწყინდა?!


მწუხარე გახდი. სამსახურში, სახლში, მეგობრებთან, წვეულებებზეც მოგწყინდა. ყოველდღე ერთი და იგივე. უკვე ძალა და სურვილი აღარაა, რამე შეცვალო. ისე ხარ, რომ ხშირად გინდა, მთვარის შემყურე მგელივით აყმუვლდე და მთელი დარდი და ნაღველი ამ "მოთქმას” ამოაყოლო. მოგწყინდა იმიტომ, რომ ყველაფერი ჩვეულებრივია, ყველაფერს დიდიხანია, მიეჩვიე. სიახლე სულ უფრო ნაკლებია, გაოცებით სულ უფრო იშვიათად გაოცებს რამე. გასართობსაც არ მოაქვს ძველებური სიამოვნება და ახალაღმომჩენის გაკვირვება... შავ-თეთრი დღეები, უფერული, საღებავებისგან დაცლილი არსებობა...

ამას როგორმე ხომ უნდა ეშველოს?!

ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც არასდროს გაგიკეთებია...

იმპროვიზება შეგიძლია? ადვილია: თუ სამსახურში მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიხარ - ფეხით წადი, აუჩქარებლად, რა კარგია, თუ გზად ბაღი ან სკვერია გასავლელი. ტელევიზორთან მოკალათების ნაცვლად უქმეებზე რომელიმე სასიამოვნო ადგილი მოინახულე. თუ კომპანიის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, დღეს განმარტოვდი, დაფიქრდი, მოუსმინე შენს დარდს.

ექსპერიმენტებს ნუ დაიზარებ. მოისროლე კულინარული წიგნი და შენი მოგონილი რეცეპტით გააკეთე რამე ორიგინალური, ექსპერიმენტული კერძი. ჩვეულებრივი საშინაო ვახშმის ნაცვლად, შესანიშნავი სადღესასწაულო სუფრა გაშალე, საინტერესო კერძებით, სანთლებით, ღვინით.. ექსპერიმენტს ხომ ყველაფერში აზარტი და ინტერესი მოაქვს.

შეიცვალე შენ თვითონ. შეცვალე ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა, თმის ფერი. ჩაიცვი, როგორც მოგინდება და არა ისე, როგორც მოდა გკარნახობს. გადმოაფრქვიე ჩაკეტილი გრძნობები. მიუშვი საკუთარი თავი, თუნდაც, ერთი საათით და ამ დროს გააკეთე ყველაფერი, რაც გინდა გააკეთო, არც ყვირილის, არც სირბილის, არც სიგიჟის და არც ხტუნვის სურვილი შეაკავო.

ისწავლე ინტუიციაზე მინდობა. მოიგონე საკუთარი თავისთვის მედიტაცია: სხეულის ისეთი მდგომარეობა მოძებნე, რომელიც შენთვის ყველზე მოხერხებულია, მიიღე ეს მდგომარეობა და უბრალოდ მოდუნდი - ვითომ არ ხარ, ვითომ გაქრი. მერე დააკვირდი შენს აზრებს: შენს თავში დაქრიან, შენ კი დამკვირვებელი ხარ. ჩართე დისკი წყლის ჩხრიალით, ჩიტების ჭიკჭიკით, ფოთლების შრიალით, მოუსმინე და შეუერთდი ბუნებას.

ისწავლე, იყო ის, რაც ხარ. შეეცადე, ნაკლებად ითამაშო როლები, რომლებსაც საზოგადოება გაკისრებს. ისწავლე სხვისი ფასეულობებისა და თავსმოხვეული სტერეოტიპების ერთმანეთისგან გარჩევა. მოიშორე ისინი და საკუთარი თავით დატკბი, გაიხსენე, უნიკალური ხარ, ვერავინ ვერასდროს გაგიმეორებს და ნუ ეცდები ვინმეს ჰგავდე, რადგან ამით საკუთარ თავს კლავ.

შეიგრძენი საკუთარი თავი. შეიგრძენი საკუთარი თავი სხვადასხვა გარემოებისას, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სიტუაციაში... შეეცადე, შენს გარშემო სამყარო მთელი არსებით შეიგრძნო. ერთდროულად: შენი თავი - როგორც სამყაროს ნაწილი, და სამყარო - როგორ შენი ნაწილი.

ჩვენ ყველას საკუთარი თავი ერათადერთი გვყავს. საკუთარი თავი უნდა შეიყვარო, და გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის, ნაკლითა და ღირსებით, სილამაზითა და "ხინჯით”...

დღევანდელი დღე ისე იცხოვრე, როგორც უკანასკნელი - ეს ბევრჯერ უთქვამთ, ბევრი ფილმიც გადაუღიათ, უწერიათ. იმიტომ, რომ ეს მართლა წამალია. იფიქრე, რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან სწრაფად მიედინება, და რომ შესაძლებელია, დღევანდელი დღე უკანასკნელი აღმოჩნდეს დედამიწაზე. არაერთხელ შევსწრებივართ ავარიას. ერთი, ხან ორი მანქანა. ხშირია მსხვერპლი, ხან ერთი იღუპება, ხან ორი, ხან მეტი. ზოგი სამსახურში მიმავალი, ზოგიც სოფელში, ზოგს ჯვირსწერაზე მიეჩქარება, ზოგი უბრალოდ სახლში მისვლას ჩქარობს. მაშინ, როცა ასეთ რამეს გადააწყდები, ერთადერთი აზრი გიტრიალებს: უნდა იჩქარო ცხოვრება!. რას ნიშნავს ეს?

მიიხედ-მოიხედავ და ამჩნევ, ყველა თითქოს ნახევარი ძალით ცხოვრობს, თითქოს ეს შავი რვეულია და მერე უნდა გადაათეთრონ... "მერე რა, დღეს თუ ცუდადა ვარ, და საინტერესო არაფერია... იქნებ ... დღის, წლის შემდეგ … იყოს უკეთესი? ხან ასე: "ახლა ვიცხოვრებ ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, საქმისთვის, ფულისთვის. აი, მერე კი საკუთარ თავს მივხედავ, სულსაც მივხედავ და სხეულსაც... როდესმე... ” და რა გამოდის? თუ ადამიანი, ვთქვათ, ხვალ ან ზეგ კვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებითად არც უცხოვრია?!... გადადო და გადადო ცხოვრება... საკუთარი თავისთვის წუთიც არ დაიტოვა, არადა ეს "როდესმე” და "მერე” მისთვის აღარ ყოფილა. ამიტომ იჩქარე სავსე ცხოვრებით ტკბობა...

იჩქარე - შექმნა, შემოქმედებითად შრომა, საკუთარი თავის გამოხატვა. იქნებ ის გააკეთო, რაც გსიამოვნებს.

იჩქარე სიყვარული! გიყვარდეს უბრალოდ, გიყვარდეს ნამდვილი სიყვარულით, გიყვარდეს უსიტყვოდ!..

იჩქარე სიხარული! ყველაზე პატარა გამარჯვებების გამოც და დასანანი მარცხის გამოც, რადგან ყველა მარცხი გაკვეთილია, რომელიც მომდევნო, მსგავს სიტუაციაში გამარჯვებას მოგაპოვებინებს. ყველა წარსული ნეგატიური გამოცდილება ქარს გაატანე, გაუშვი, დაივიწყე. მეხსიერებაში მათი გადალაგებ-გადმოლაგებით, თავიდან განცდით შენ აწმყოს, ცოცხალ წამებს კარგავ... ჩვენ ბედნიერები დავიბადეთ!

ჩვენ ბედნიერებისთვის გავჩნდით. ესაა ჩვენი დანიშნულება! რატომ დავივიწყეთ ეს? მაშინ უბედური, ჯმუხი, მწუხარე და დარდიანი სახეები რატომ გახდა ჩვეულებრივი? გახარებულ, ბედნიერ, სიცოცხლითსავსე ადამიანს ისე რატომ უყურებენ, როგორც გიჟს: რა უნდა, რა უხარიაო?..

იჩქარე გაოცება! გაოცდი მშვენიერი და ლამაზი დილით, ღამით, ბუნებით, ლაჟვარდოვანი ცითა და ვარკვლავიანი თაღით, წვიმის წვეთებითა და ქარის ანცობით. უბრალოდ შეჩერდი. შეაჩერე აზრები. მიიხედ-მოიხედე და გაიღიმე... გაოცდი იმით, რომ ასეთი მშვენიერია სამყარო და რომ ასე კარგია ამ სამყაროში ცხოვრება...

გააკეთე ამ ნუსხიდან მაქსიმუმი. ან გააკეთე რაღაც ერთი, მაგრამ უკვე ახლა, დღეს! იცხოვრე ამ ნოემბრის დღეს სისავსით, ლამაზად, სრულყოფილად და შენ თვითონვე გაგიკვირდება, როგორ გაივსება შენი სიცოცხლე ახალი, ნათელი და ულამაზესი ფერებით!..




კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1143 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:45 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 46
სტუმარი: 46
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024