♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » ნისლიანი ქუჩა
10:38 PM
ნისლიანი ქუჩა


გაჩერებაზე ვიდექი. ცა იღრუბლებოდა, მე კი ავტობუსს ველოდებოდი. სულ მალე ჩემს ხელს წვიმის უფერული წვეთი დაეცა. ცოტა ხანში კი ნაცრისფერი ასფალტი ისეთივე უფერული წვეთებით დაიფარა და შავად ალაპლაპდა. ზოგმა ქოლგა გაშალა, ზოგმაც ახლომდებარე მაღაზიას შეაფარა თავი. მე კი არც ქოლგა მქონდა და რატომღაც არც სადმე თავის შეფარებისთვის მიფიქრია. ორიოდე წუთში კი ქოლგიანები თვალს მიეფარნენ. დარწმუნებული ვიყავი რომ წვიმის სურნელით გაჟღენთილ ქუჩაში მხოლოდ მე ვიდექი, მაგრამ გვერდზე რომ მივიხედე მივხვდი რომ ეს ასე არ იყო. ჩემს გვერდით ერთი ფერდაკარგული გოგონა იდგა. ასე 15,16 წლისა იქნებოდა. აქამდე შემეძლო დამეფიცა რომ იქ არავინ იყო, მაგრამ არც ის ვიცი საიდან გაჩნდა ეს გოგო, გოგო რომელსაც თავი ჩაეღუნა და რაღაცაზე ფიქრობდა. რომ შეგეხედათ გეგონებოდათ ის ჩვენს სამყაროს არ განეკუთნებოდაო. ჩაცმულობითაც განსხვავდებოდა. ფეხზე შავი წვეტიანი ფეხსაცმელები ეცვა, მუხლებს ყავისფერი ქვედაბოლო უფარავდა, ტანზე კი თეთრი ბლუზა ემოსა. გამიკვარდა რადგან წესით დღევანდელ თინეიჯერს ჯინსები და კედები უნდა ცმოდა. გოგონას თმები და მასთან ერთად თეთრი ბაფთაც წვიმის წვეთებს დაესველებინა. ვხედავდი როგორ წურწურით ჩამოსდიოდა წვეთები.

უეცრად ჩემს გულში რაღაცამ იფეთქა, მის სიღრმეში კი მამაკაცურმა თვისებამ იჩინა თავი, ქურთუკი მოვიხსენი და გოგოს მოვაფარე. ის კი თითქოს დედამიწაზე დაბრუნდაო და ჩემსკენ გამოიხედა. რა წამს ჩემმა თვალებმა მისი მეოცნებე, დიდრონი, ცისფერი

თვალები შეამჩნია, მივხვდი რომ ჩვენს შორის რაღაც უხილავი ძაფი გაიბა. ძაფი კი სიყვარულისა იყო. ჩემი გული მაშინვე აივსო ამ გრძნობით და ბაგა-ბუგს მოჰყვა.

-გმადლობთ._გაისმა მისი არაამქვეყნიური ხმა.

-არაფრის._ვუპასუხე მე. ცოტა ხანი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ იყო კითხვა.

-რა გქვია?

-თამარი,შენ?

-მე გიო, სად მიდიხარ?-თამარმა პასუხი არ გამცა, მე არ დავიბენი და მეორე კითხვა დავუსვი.

-ვინმეს ელოდები?

-არა შენ?

-მე ავტობუსს. გამიკვირდა თუ არავის ელოდება მაშინ აქ რა უნდა ამ წვიმაში თქო, მაგრამ აღარაფერი მიკითხავს. შემდეგ ცოტა უცნაური კითხვა დავუსვი.

-შეიძლება, უფრო კარგად გაგიცნო?

-კი.

-რას უსმენ?

-საერთოდ ბახი უფრო მომწონს, მაგრამ არც ბეთჰოვენის მუსიკასთან ვარ გულგრილი._ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან პირველად ვნახე გოგო რომელსიც ბახს და ბეთჰოვენს უსმენდა.

-იცი...ახლა მეჩქარება და შეიძლება სხვადროს შევხვდეთ?-მითხრა მან.

-ჰო... რავიცი... დავიბენი რადგან ჩემი სიყვარული ხელიდან მეცლებოდა.

-ისა და შეიძლება კაფეში შევხვდეთ?- ვკითხე მე. და ხელი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გავიშვირე საითაც კაფე იყო.

-რავიცი...კარგი..._გოგონასგან ამ პასუხს არ მოველოდი ამიტომ სასწრაფოდ ვკითხე.

-9 საათისთვის გცალია?

-მეე...ხო...რავიცი…კი...მცალია

-კარგი მაშინ 9 საათზე შევხვდეთ.

-კარგი...დაბნეულად მიპასუხა მან. ეს თქვა და სადღაცისკენ გასწია. ქუჩაში მარტო დიდხანს არ ვმდგარვარ, ავტობუსი მალე მოვიდა, რომ ავედი მაშინღა მივხვდი რომ თამარს ჩემი ქურთუკი გაჰყოლოდა. მთელი დარჩენილი დღე 9 საათს ველოდი. 8-ზე ვეღარ მოვითმინე და კაფისკენ გავწიე. წვიმას გადაეღო, მაგრამ აქა-იქ გუბეები დარჩენილიყო. ავტობუსს დიდხანს ველოდე. 9-ას რომ 5 წუთი აკლდა ბარის წინ ვიდექი. კაფის მინები დაორთქლილი იყო. მასზე წითელი ყავის ჭიქა ანათებდა, რომლის ქვემოთაც ეწერეა \"კაფე-ბარი\". რომ შევედი გემრიალი კერძების სურნელი მეცა. იქაურობას თვალი მოვავლე თამარი ხომ არ მოვიდა მეთქი, მაგრამ როგორც ჩანდა ის ჯერ არ მოსულიყო. ახლომდებარე მაგიდასთან დავჯექი და მას ლოდინი დავუწყე. ფანჯარას წვიმის წვეთები ეცემოდა, ისინი ხან გაწითლდებოდნენ, ხან გაყვითლდებოდნენ, ხანაც გამწვანდებოდნენ. ალბათ ეს იმ შუქნიშნის ბრალი იყო რომელიც გზის გადაღმა ანათებდა. ისე მაინც, რატომ შემიყვარდა თამარი?იმიტომ რომ დიდი ხანია არავინ მყვარებია? თუ იმიტომ რომ ლამაზი თვალები ჰქონდა? არა მგონი იმიტომ რომ მე მასში დავინახე რაღაც ისეთი რაც მას სხვებისგან გამოარჩევდა.

-რას შეუკვეთავთ?_ფიქრებიდან დედამიწაზე დამაბრუნა ოფიციანტმა.

-იცით ველიდები, და რომ მოვა მაშინ შევუკვეთავ.

-კარგით._თქვა მან ეს და გამეცალა. ამ დროს საათმა ბარში მსხდომთ 10-ის ნახევარი ამცნო. თამარი კი ჯერ არ ჩანდა. შენ გეგონა ქუჩაში გაცნობილი გოგო ვიღაც უცხო ბიჭთან მოვიდოდა?-ვკითხე ჩემს თავს.-რა სულელი ხარ. არაუშავს ახლავე გავარკვევ ყველაფერს. მაგიდიდან ავდექი და ბარმენის დახლისკენ გავწიე. ის კლიენტს კოქტეილს უმზადებდა.

-უკაცრავად. მივუგე მე. ბარმენი ისე იყო თავის საქმეში გართული რომ ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია, ამიტომ ნათქვამი გავუმეორე.

-დიახ გისმენთ. მიპასუხა მან ისე რომ თავიც არ აუწევია.

-აქ ხო მარ გინახავთ..._და აღვუწერე თამარის გარეგნობა.

-არა არ მინახავს, მაგარამ საიდანღაც მეცნობა.-როგორც იქნა იკადრა ჩემთვის ყურადღების მოქცევა.

-დღეს ნახეთ?-ავნერვიულდი მე.

-არა დღეს ნამდვილად არა.

-მაშ როდის?

-არ მახსოვს!მაცლით თუ არა საქმის გაკეთებას?!-გაბრზებულმა მითხრა მან.

-უკაცრავად.-ვთქვი ეს და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ისევ მოვავლე ბარს თვალი ხომ არ მოვიდა თქო, მაგრამ ის არსად ჩანდა. უეცრად კედელზე ფოტო შევნიშნე. სკამიდან ავდექი და ფოტოსთან ახლოს მივედი, კარგად დავაკვირდი და...გავოცდი, მასზე თამარი იყო გადაღებული. არა ნამდვილად არ მეშლებოდა. ხელში ვიოლინო ეჭირა. როგორც ჩანდა ფოტო კონცერტზე იყო გადაღებული.

ცოტა ხანი ასე გაშტერებული ვუყურებდი სურათს შემდეგ კი ბარმენთან მივედი და ვკითხე.

-აი ამ გოგონაზე გეუბნებით. და ხელი ფოტოსკენ გავიშვირე.ბარმენმა ჯერ გაბრაზებული მზერა მომაპყრო მაგრამ როცა სურათს შეხედა გაკვირვებულმა მკითხა

-ამაზე?

-დიახ, რამე იცით მასზე?

-ეს გოგო 36 წლის წინ გარდაიცვალა. საწყალი_ამოიოხრა მან.

-რაა?-ვკითხე გაოცებულმა.

-როგორც გადმოცემოთ ვიცი, აი იქ გაჩერებაზე იდგა-და ხელი იქით გაიშვირა სადაც რამდენიმე საათის წინ მე და თამარი ვიდექით.

- რომ გადმოდიოდა მანქანამ დაარტყა. ეჰ, რა ხანმოკლეა წუთი სოფელი. მხოლოდ 16 წლის იყო.

- თავში ყველაფერი ამერია, მეგონა ვგიჟდებოდი. ხან სურათს ვუყურებდი ხან ბარმენს. მაგარმ არფერი იცვლებოდა ფოტოდან ისევ თამარი მიმზერდა.

-და თქვენ... საიდან... ამ სურათს?

-აქ რა უნდა?_გამაწყვეტინა მან. ეს კაფე ერთი ხნიერი კაცისგან შევისყიდე, მოვლის თავი აღარ ჰქონდა და...მოკლედ არაფერი შემიცვლია აგურის კედლები, ფოტოები, ძველი სკამები...ამ სურათზე მისი შვილია გადაღებული. მითხრა, არ ჩამოხსნა, უყვარდა აქ ყოფნაო. მეც ხათრი არ გამიტეხია ...

ბარმენმა რაღაცის კითხვა დააპირა, მაგრამ მე მას გავეცალე და მაგიდისკენ წავბარბაცდი. ჩემს თავში სრული ქაოსი იყო. თუ 36 წლის წინ გარდაიცვალა მე რანაირად შემხვდა?.-ვეკოთხებოდი საკუთარ თავს.

მაგიდასთან რომ მივედი გავშეშდი, თვალები გამიფართოვდა, გული ამიჩქარდა და სკამზე მოწყვეტით დავეცი. მაგიდაზე ჩემი ქურთუკი იდო.




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1158 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:35 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 68
სტუმარი: 68
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024